მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190061.
გედის საყვირი | თავი 11
- როგორც კი გედის საყვირის ხმას გაიგონებთ, წამოხტით ლოგინებიდან, გაიხადეთ პიჟამები, გაიქეცით ნავმისადგომისკენ და წყალში ჩაყვინთეთ.
"Just jump out of bed when you hear the trumpet of the swan, strip off your pajamas, race to the dock, and dive in."
190062.
გედის საყვირი | თავი 11
ღამე მშვიდობისა, ლუი!
Good night, Louis!
190063.
გედის საყვირი | თავი 11
ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
Good night, all!
190064.
გედის საყვირი | თავი 11
უფროსი ხელმძღვანელები სასადილოს პარმაღზე ჩამოსხდნენ და ბოლო ჩიბუხი გააბოლეს.
The senior counselors sat together on the porch and smoked one last pipe.
190065.
გედის საყვირი | თავი 11
ლუი ნაპირზე დაგდებულ მაღალ, ბრტყელ ქვაზე ავიდა. იდგა და ელოდა.
Louis walked to a high, flat rock by the shore and stood there, waiting.
190066.
გედის საყვირი | თავი 11
თუმცა მალე, დანარჩენებთან ერთად, კარავში, ეპლგეიტსაც ჩაეძინა.
But even Applegate was soon asleep, along with the others in his tent.
190067.
გედის საყვირი | თავი 11
ჩაეძინა და ხვრინვა ამოუშვა.
He was asleep, and he was snoring.
190068.
გედის საყვირი | თავი 11
ბანაკ „კუკუსკუსს“ სიმშვიდე დაეუფლა.
Peace fell over Camp Kookooskoos.
190069.
გედის საყვირი | თავი 12
ლუის მოსწონდა ეს თამაში.
Louis loved the game.
190070.
გედის საყვირი | თავი 12
ბიჭებს ძალიან მოსწონდათ ონტარიოს ბანაკში ცხოვრება.
The boys loved camp life in Ontario.
190071.
გედის საყვირი | თავი 12
კანოეს მართვა ისწავლეს.
They learned how to handle a canoe.
190072.
გედის საყვირი | თავი 12
ხანდახან, შუაღამით, მთელ ბანაკს დააფეთებდა ხოლმე გარეული კატის ჩხავილი.
Sometimes in the middle of the night the whole camp would wake to the scream of a wildcat.
190073.
გედის საყვირი | თავი 12
ერთ დილით, როცა სემი და ეპლგეიტ სკინერი ჩოგბურთს თამაშობდნენ, წკარუნი მოესმათ.
One morning when Sam was playing tennis with Applegate Skinner, Sam heard a clanking noise.
190074.
გედის საყვირი | თავი 12
სკუნსს თავი კონსერვის ქილაში გასჩხეროდა და ვერ ხედავდა, საით მიდიოდა.
The skunk's head was stuck in a tin can; he couldn't see where he was going.
190075.
გედის საყვირი | თავი 12
მაშინვე მთელ ბანაკს მოედო, სკუნსი გვეწვიაო.
The word spread quickly through camp that a skunk had arrived.
190076.
გედის საყვირი | თავი 12
ბიჭები სირბილით მოცვივდნენ სეირის საყურებლად.
The boys came running to see the fun.
190077.
გედის საყვირი | თავი 12
ახლა საქმე ის იყო, სკუნსისთვის ისე მოეძროთ ქილა თავიდან, რომ არ ამყრალებულიყვნენ.
The big question was how to get the can off the skunk's head without getting squirted.
190078.
გედის საყვირი | თავი 12
– უნდა ვუშველოთ, – თქვა სემმა.
"He's going to need help," said Sam.
190079.
გედის საყვირი | თავი 12
– თუ ქილა არ მოვხადეთ, შიმშილით მოკვდება.
"It will starve to death if we don't get that can off."
190080.
გედის საყვირი | თავი 12
მეორე ბიჭმა თქვა, ორი ბიჭი ხეზე ავიდეს.
Another boy suggested that two boys climb a tree.