მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190201.
გედის საყვირი | თავი 14
მაშ, ფული რაღად გინდათ?
What do you need money for?
190202.
გედის საყვირი | თავი 14
„ვალი მაქვს“, – დაუწერა.
"I'm in debt," he wrote.
190203.
გედის საყვირი | თავი 14
– გასაგებია, – თქვა ნავების პატრონმა და ხალხს მიუბრუნდა, – ეს გედი ამბობს, ვალი მაქვსო.
"O.K.," said the Boatman, addressing the crowd, "this swan says he's in debt."
190204.
გედის საყვირი | თავი 14
და ბილეთების გაყიდვას შეუდგა.
And he began selling tickets.
190205.
გედის საყვირი | თავი 14
ნავების პატრონს რამდენიმე ნავი ჰყავდა.
The Boatman owned several boats.
190206.
გედის საყვირი | თავი 14
მალე ყველა ნავი აივსო.
Pretty soon every boat was full.
190207.
გედის საყვირი | თავი 14
ლუი ისე უკრავდა საყვირზე, როგორც არასოდეს.
Louis played his trumpet as he had never played it before.
190208.
გედის საყვირი | თავი 14
სამუშაო მოეწონა.
He liked the job.
190209.
გედის საყვირი | თავი 14
სიამოვნებდა ხალხის გართობა.
He loved to entertain people.
190210.
გედის საყვირი | თავი 14
არც იმ ხალხს ვენდობი, ღამღამობით პარკში რომ დაეხეტებიან.
I don't trust the people who hang around this park at night.
190211.
გედის საყვირი | თავი 14
არ მინდა დაგკარგოთ.
I don't want to lose you.
190212.
გედის საყვირი | თავი 14
ლუის ეს აზრი მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდა, მაგრამ დათანხმდა, წამოვალო.
Louis didn't think much of this idea, but he agreed to go.
190213.
გედის საყვირი | თავი 14
გავიდნენ პარკიდან, გადაჭრეს არლინგტონ-სტრიტი და „რიცის“ ფოიეში შევიდნენ.
They left the park and crossed Arlington Street and entered the lobby of the Ritz.
190214.
გედის საყვირი | თავი 15
ღამე „რიცში”.
A Night at the Ritz.
190215.
გედის საყვირი | თავი 15
სასტუმრო „რიცის“ პორტიემ ვესტიბიულში შემოსული ნავების პატრონი რომ დაინახა, რომელსაც ვეებერთელა თეთრი, შავნისკარტა ფრინველი მოჰყვებოდა, ეს ამბავი სრულებით არ ეპიტნავა.
When the desk clerk at the Ritz Hotel saw the Boatman enter the lobby followed by an enormous snow-white swan with a black beak, the clerk didn't like it at all.
190216.
გედის საყვირი | თავი 15
– ჩემს მეგობარს ამაღამ ერთადგილიანი ნომერი სჭირდება.
"I'd like a single room for tonight for my friend here."
190217.
გედის საყვირი | თავი 15
– „რიცში“ ფრინველის შემოყვანა აკრძალულია.
"The Ritz doesn't take birds."
190218.
გედის საყვირი | თავი 15
– ჰო, მაგრამ პოპულარულ პიროვნებებს ხომ იღებთ, არა? – ჰკითხა ნავების პატრონმა.
"You take celebrities, don't you?" asked the Boat man.
190219.
გედის საყვირი | თავი 15
– რიჩარდ ბარტონსა და ელიზაბეთ ტეილორს ხომ მიიღებდით, ერთი ღამით რომ მოენდომებინათ აქ დაბინავება?
"You'd take Richard Burton and Elizabeth Taylor, wouldn't you, if they wanted to spend the night?"
190220.
გედის საყვირი | თავი 15
– ჩემი მეგობარი პოპულარული პიროვნებაა.
"My friend is a celebrity."