მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190261.
გედის საყვირი | თავი 15
– ძალიან კარგი, სერ, – თქვა ოფიციანტმა, – მაიონეზით ინებებთ?
"Very good, sir," said the waiter. "Do you wish them with mayonnaise?"
190262.
გედის საყვირი | თავი 15
ლუიმ არ იცოდა, რა გემო ჰქონდა მაიონეზს.
Louis didn't know what mayonnaise tasted like.
190263.
გედის საყვირი | თავი 15
გაწმინდა დაფა და დაწერა: „ერთი – მაიონეზით, თერთმეტი – ისე“.
He cleaned his slate and wrote: "One with mayonnaise. Eleven without."
190264.
გედის საყვირი | თავი 15
ნახევარ საათში მობრუნდა.
Half an hour later he was back.
190265.
გედის საყვირი | თავი 15
ოფიციანტს ფანქარი გამოართვა და ჩეკს ხელი მოაწერა: „გედი ლუი“.
He borrowed a pencil from the waiter and signed the bill: "Louis the Swan."
190266.
გედის საყვირი | თავი 15
ოფიციანტმა აიღო ჩეკი.
The waiter took the bill.
190267.
გედის საყვირი | თავი 15
ჯერ მაიონეზიანი ბუტერბროდი გასინჯა.
He tried the sandwich that had mayonnaise on it.
190268.
გედის საყვირი | თავი 15
მერე სათითაოდ, დიდი სიფრთხილით გადახსნა ბუტერბროდები.
Then he carefully pulled each sandwich apart.
190269.
გედის საყვირი | თავი 15
კარაქს არ მიჰკარებია.
He did not touch the butter.
190270.
გედის საყვირი | თავი 15
თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა.
He felt much better.
190271.
გედის საყვირი | თავი 15
და გაიფიქრა, რა მშვენიერი იქნებოდა, სერენაც რომ აქ, „რიცში“ იყოს და ჩემთან ერთად უხაროდეს სასტუმროში ცხოვრებაო.
How wonderful it would be, he thought, if Serena could be here at the Ritz to enjoy the hotel with him!
190272.
გედის საყვირი | თავი 15
ოფიციანტს მაგიდაზე საღამოს გაზეთი დაეტოვებინა.
The waiter had left an evening paper on a table.
190273.
გედის საყვირი | თავი 15
ლუიმ პირველ გვერდს დახედა.
Louis glanced at the front page.
190274.
გედის საყვირი | თავი 15
თავისდა გასაოცრად, საკუთარი ფოტო დაინახა.
To his amazement, he saw a picture of himself.
190275.
გედის საყვირი | თავი 15
ჯიშით მესაყვირე გედია და მართლაც უკრავს საყვირზე.
He is a Trumpeter Swan that really plays the trumpet.
190276.
გედის საყვირი | თავი 15
რაგინდ დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, ეს იშვიათი და ლამაზი წყლის ფრინველი ქალაქის ბაღში, გედის ტბაზე შეუდგა მუშაობას და მგზავრებს საყვირის საამური ხმებით ატკბობს.
Incredible though it may seem, this rare and beautiful water bird has accepted employment with the Swan Boat management in the Public Garden and is entertaining boat riders with his smooth trumpet.
190277.
გედის საყვირი | თავი 15
ლუიმ სტატია ბოლომდე ჩაიკითხა და გაზეთიდან ამოხია.
Louis read the article to the end and then tore it out of the paper.
190278.
გედის საყვირი | თავი 15
სემ ბივერს უნდა შევატყობინოო, – გაიფიქრა.
"Sam Beaver ought to know about this," he thought.
190279.
გედის საყვირი | თავი 15
ჩამოსვლისთანავე ვიშოვე სამსახური.
I was able to find work as soon as I arrived.
190280.
გედის საყვირი | თავი 15
გედის ნავების ხელმძღვანელობამ დამიქირავა კვირაში 100 დოლარად.
I am associated with the Swan Boat at a salary of $100 a week.