მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190281.
გედის საყვირი | თავი 15
და მერე ყველანი ბედნიერები ვიქნებით: მამაჩემის ღირსება აღდგება, ბილინგსის მუსიკალური მაღაზიის პატრონი იქაურობას გაარემონტებს, მე კი ცოლს შევირთავ.
Then everybody will be happy: my father's honor will be restored, the music shop in Billijigs will be repaid, and I can take a wife.
190282.
გედის საყვირი | თავი 15
იმედი მაქვს, კარგად ხარ.
I hope you are well.
190283.
გედის საყვირი | თავი 15
კონვერტი დააწება, მარკა დააკრა.
He sealed the envelope, pasted the stamp on.
190284.
გედის საყვირი | თავი 15
„ახლა კი დავიძინებ“, – გაიფიქრა.
"Now I'll go to sleep," he thought.
190285.
გედის საყვირი | თავი 15
შევიდა სააბაზანოში და ტუალეტით ისარგებლა.
He went into the bathroom, used the toilet.
190286.
გედის საყვირი | თავი 15
სერენაზე ფიქრს ვერ იშორებდა.
He couldn't get Serena out of his mind.
190287.
გედის საყვირი | თავი 15
რა კარგი იქნებოდა, ისიც რომ აქ ყოფილიყო!
How wonderful it would be if only she were here!
190288.
გედის საყვირი | თავი 15
ცდილობდა ჩუმად დაეკრა, მაგრამ წუთიც არ გასულა, რომ ნომერში ტელეფონმა დარეკა.
He tried to play softly, but in a minute the phone rang in his room.
190289.
გედის საყვირი | თავი 15
ლუიმ აიღო ყურმილი და ყურზე მიიდო.
Louis lifted the receiver and put it to his ear.
190290.
გედის საყვირი | თავი 15
– ბოდიშს გიხდით, სერ, – გაისმა ხმა, – მაგრამ თუ შეიძლება, ნუ იხმაურებთ.
"I'm sorry, sir," a voice said, "but I'll have to ask you not to make so much noise."
190291.
გედის საყვირი | თავი 15
ლუიმ დაკიდა ყურმილი და საყვირი გადადო.
Louis hung up the phone and put his trumpet away.
190292.
გედის საყვირი | თავი 16
მას მერე, რაც ნავების პატრონმა სასტუმროში ლუის ანგარიში გადაიხადა, გადაწყვიტა, აჯობებს, გედმა სასტუმროში კი არა, ტბაზე გაათიოს ღამეო.
The Boatman, after paying the first night's bill at the Ritz Carlton Hotel, decided to let Louis sleep on the lake instead of in the hotel.
190293.
გედის საყვირი | თავი 16
სადაც კი მოიხელთებდა, ახალ-ახალ სიმღერებს სწავლობდა: ბაღში მომსვლელთა რადიომიმღებებსა თუ კონცერტებზე.
He learned new songs whenever he could, by listening to people's radios and by attending concerts.
190294.
გედის საყვირი | თავი 16
ზოგჯერ, საღამოს პირზე, „დღე იწურებას“ უკრავდა.
Sometimes, at the end of the afternoon, he played "Now the Day Is Over."
190295.
გედის საყვირი | თავი 16
ნავში მსხდომი ბავშვები სიცილით იხოცებოდნენ.
The children on the boat roared with laughter.
190296.
გედის საყვირი | თავი 16
მშვენიერი სცენა იყო, დაუვიწყარი საათი.
It was a peaceful scene, a memorable hour.
190297.
გედის საყვირი | თავი 16
გედის ნავები არასოდეს ყოფილა ასეთი პოპულარული.
The Swan Boat had never enjoyed such popularity.
190298.
გედის საყვირი | თავი 16
მაგრამ ლუიმ იცოდა, რომ ზამთარში ტბაზე ნავები აღარ იცურებდნენ.
But Louis knew that the boats would not run in winter.
190299.
გედის საყვირი | თავი 16
– დეპეშა მაქვს გედის სახელზე.
"I have a telegram for the swan."
190300.
გედის საყვირი | თავი 16
ნავების პატრონს გაუკვირდა, მაგრამ გამოართვა დეპეშა და ლუის გადასცა.
The Boatman seemed surprised, but he took the telegram and handed it to Louis.