მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190301.
გედის საყვირი | თავი 16
ლუიმ სწრაფად გახსნა.
Louis opened it promptly.
190302.
გედის საყვირი | თავი 16
თბილი, წყნარი კვირადღე იდგა, სექტემბრის ბოლო კვირადღე.
It was a warm, quiet Sunday afternoon, the last Sunday in September.
190303.
გედის საყვირი | თავი 16
ლუიმ ყველა მელოდია შეასრულა, რომელიც უყვარდა.
Louis played all his favorite tunes.
190304.
გედის საყვირი | თავი 16
უკანასკნელი ბგერა სასტუმრო „რიცის“ კედლებზე აირეკლა და ქალაქის ბაღის თავზე ათრთოლდა.
The last note echoed from the walls of the Ritz and lingered over the Public Garden.
190305.
გედის საყვირი | თავი 16
ბოსტონელებისათვის ეს მელოდია ზაფხულთან დამშვიდობებას ნიშნავდა.
For the people of Boston, it meant the end of summer.
190306.
გედის საყვირი | თავი 16
მეორე დღეს ფილადელფიისკენ გაფრინდა.
Next day he flew to Philadelphia.
190307.
გედის საყვირი | თავი 16
ფილადელფიის მიგნება არ გასჭირვებია.
He had no trouble finding Philadelphia.
190308.
გედის საყვირი | თავი 16
ხუთის ნახევარზე მდინარე შაიკილს მიაღწია.
At half past four, he reached the Schuylkill River.
190309.
გედის საყვირი | თავი 16
ფრინველთა ტბა ზემოდან ერთობ მიმზიდველი ჩანდა.
Bird Lake looked very attractive from the air.
190310.
გედის საყვირი | თავი 16
ათასნაირი წყლის ფრინველით იყო სავსე – მეტწილად იხვები და ბატები მოჩანდნენ.
It was crowded with waterfowl of all kinds—ducks and geese mostly.
190311.
გედის საყვირი | თავი 16
ლუის ფრინველებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
Louis paid no attention to the birds.
190312.
გედის საყვირი | თავი 16
ფრინველთა სადგომის მახლობლად ფართო მოაჯირზე დაყრდნობილი კაცი დაინახა.
He saw a man leaning on the wide railing in front of the Bird House.
190313.
გედის საყვირი | თავი 16
იისფერი კოსტიუმი ეცვა და ტიროლური შლაპა ეხურა.
He was dressed in a purple suit and wore a Tyrolean hat.
190314.
გედის საყვირი | თავი 16
„ეს უნდა იყოს იღბლიანი ეიბ ლუკასი“, – გაიფიქრა ლუიმ.
''That must be Abe 'Lucky' Lucas," thought Louis.
190315.
გედის საყვირი | თავი 16
– ზუსტად დათქმულ დროს მობრძანდით.
"You are right on time."
190316.
გედის საყვირი | თავი 16
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ფილადელფიის ზოოპარკში.
Welcome to the Philadelphia Zoo.
190317.
გედის საყვირი | თავი 16
ველურ ცხოველებს უფრთხილდით.
Watch out for wild animals.
190318.
გედის საყვირი | თავი 16
მე აქაურობის იშვიათი სტუმარი ვარ.
I seldom come here;
190319.
გედის საყვირი | თავი 16
სამსახურში ძალიან დატვირთული ვარ.
I am under great pressure from my work.
190320.
გედის საყვირი | თავი 16
სამსახურზე რას მეტყვით?“
"What about the job?"