მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190521.
გედის საყვირი | თავი 20
– კარგი მამა გყავს, ლუი.
"You have a good father, Louis."
190522.
გედის საყვირი | თავი 20
არ დაგიმალავ და ვღელავ.
To tell you the truth, I'm worried.
190523.
გედის საყვირი | თავი 20
ახლოა ჭეშმარიტების წამი.
The moment of truth is at hand.
190524.
გედის საყვირი | თავი 20
ადამიანმა თავისი უგუნურებით სასიკვდილო ჭრილობა მომაყენა.
Man, in his folly, has given me a mortal wound.
190525.
გედის საყვირი | თავი 20
სისხლძარღვებიდან წვეთწვეთობით მეღვრება წითელი სისხლი.
The red blood flows in a steady trickle from my veins.
190526.
გედის საყვირი | თავი 20
მშვიდობით, სიცოცხლევ!
Good-bye, life!
190527.
გედის საყვირი | თავი 20
მშვიდობით, მშვენიერო სამყაროვ!
Good-bye, beautiful world!
190528.
გედის საყვირი | თავი 20
მშვიდობით, ჩრდილოეთის პატარა ტბებო!
Good bye, little lakes in the north!
190529.
გედის საყვირი | თავი 20
მშვიდობით, ერთგულო მეუღლევ და შვილებო!
Farewell, loyal wife and loving sons and daughters!
190530.
გედის საყვირი | თავი 20
ლამაზად უნდა დავლიო სული, ვითარცა გედთა წესია.
I must die gracefully, as only a swan can.
190531.
გედის საყვირი | თავი 20
მალე ბლომად ხალხი მოგროვდა.
A crowed quickly gathered.
190532.
გედის საყვირი | თავი 20
– მკვდარია, – უთხრა პატარა ბიჭმა, – ეგ ჩიტი მოკვდა.
"He's dead," said a little boy. "The bird is dead."
190533.
გედის საყვირი | თავი 20
– სასწრაფო გამოიძახეთ! – იკივლა ხალხში ვიღაც ქალმა.
"Call an ambulance!" screamed a lady in the crowd.
190534.
გედის საყვირი | თავი 20
გედის კისრის ქვეშ სისხლის პატარა გუბე დამდგარიყო.
A small pool of blood formed under the neck of the old cob.
190535.
გედის საყვირი | თავი 20
– ვინ ესროლა ფრინველს?
"Who shot this bird?"
190536.
გედის საყვირი | თავი 20
– მაშ, დაპატიმრებული ხართ!
"Then you're under arrest."
190537.
გედის საყვირი | თავი 20
ამ ფრინველებს კანონი იცავს.
These birds are protected by law.
190538.
გედის საყვირი | თავი 20
გარეული გედისთვის სროლის უფლება არა გაქვთ!
You can't pull a gun on a wild swan.
190539.
გედის საყვირი | თავი 20
– სასწრაფო გამოიძახეთ! – იყვირა ქალმა.
"Call an ambulance!" - cried the lady.
190540.
გედის საყვირი | თავი 20
– ხელში რა გიჭირავთ?
"What's that you've got in your hand?"