მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190581.
გედის საყვირი | თავი 20
მაღაზიის პატრონი საკრავების მაღაზიაში შებრუნდა.
The storekeeper went back into his music store.
190582.
გედის საყვირი | თავი 20
საავადმყოფოში მამა გედი უშფოთველად იწვა ლოგინში და გონებაში სულ ლამაზ-ლამაზი ფიქრები უტრიალებდა.
At the hospital, the old cob lay peacefully in bed thinking beautiful thoughts.
190583.
გედის საყვირი | თავი 20
მადლიერი იყო, რომ ცოცხალი გადარჩა.
He felt thankful to be alive.
190584.
გედის საყვირი | თავი 20
მთელ ღამეს იფრინა, მთები გადაიფრინა და გათენებულზეღა ჩააღწია ტბაზე, სადაც ცოლი ელოდა.
He flew all night, crossed the mountains, and arrived home soon after daylight, where his wife was waiting for him.
190585.
გედის საყვირი | თავი 20
მაღაზიის პატრონმა თოფი დამიმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა.
The storekeeper pointed a gun at me and fired.
190586.
გედის საყვირი | თავი 20
შემზარავი ტკივილი ვიგრძენი მარცხენა მხარში.
I felt an agonizing pain in my left shoulder.
190587.
გედის საყვირი | თავი 20
სიკვდილის პირას ვიყავი.
I was at death's door.
190588.
გედის საყვირი | თავი 20
ურიცხვი ხალხი შეიყარა.
A great multitude of people gathered.
190589.
გედის საყვირი | თავი 20
სისუსტე მომერია და ყველას თვალწინ მოხდენილად წამივიდა გული.
I became faint and passed out with dignity in front of all.
190590.
გედის საყვირი | თავი 20
– ჩემო ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ნუ მაწყვეტინებ, როცა ჩემი მოგზაურობის ამბავს ვყვები.
"My dear, I wish you wouldn't interrupt me when I am telling the story of my trip."
190591.
გედის საყვირი | თავი 20
საავადმყოფოში გადამიყვანეს და ლოგინში ჩამაწვინეს.
I was taken to the hospital and put to bed.
190592.
გედის საყვირი | თავი 20
თავად განსაჯე, რაოდენ მძიმე უნდა ყოფილიყო ჩემი ჭრილობა, რომ, როდესაც ერთმა ექიმმა გამსინჯა, თქვა, ზედაპირულიაო.
You can judge how serious my wound was when I tell you that one of the doctors examined it and said it was superficial.
190593.
გედის საყვირი | თავი 20
თუმცა ზედაპირულია თუ რაც არის, ძალიან მიხარია, შინ კარგად მყოფი რომ დაბრუნდი.
Anyway, superficial or not, I'm glad to see you home safe.
190594.
გედის საყვირი | თავი 20
როცა გვერდით არ მყავხარ, მუდამ მოწყენილი ვარ.
I always miss you when you're gone.
190595.
გედის საყვირი | თავი 21
ტურფა გაზაფხული.
The Greening Spring.
190596.
გედის საყვირი | თავი 21
რაკი აღარც მუშაობა იყო საჭირო და აღარც ფულის შეგროვება, ლუი თავს ლაღად გრძნობდა.
Now that he no longer had to work and earn, Louis felt a sense of relief.
190597.
გედის საყვირი | თავი 21
ბოლოს ტყეში ჩაკარგულ იმ პატარა ტბასთან მივიდნენ, სადაც ლუი გამოიჩეკა.
They arrived at last at the little pond in the wilderness where Louis had been hatched.
190598.
გედის საყვირი | თავი 21
გაზაფხული იდგა.
It was spring.
190599.
გედის საყვირი | თავი 21
ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებდნენ ბაყაყები.
The frog was waking from his long sleep.
190600.
გედის საყვირი | თავი 21
მზე მტკიცედ, ძალუმად ანათებდა.
The sun shone down, strong and steady.