მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190641.
გედის საყვირი | თავი 21
დღეს ლუის საყვირის ხმა მომესმა.
Tonight I heard Louis's horn.
190642.
გედის საყვირი | თავი 21
მამასაც მოესმა.
My father heard it, too.
190643.
გედის საყვირი | თავი 21
რას უნდა ნიშნავდეს ფერტილური?
What does "crepuscular" mean?
190644.
გედის საყვირი | თავი 21
იწვა და ფიქრობდა, ნეტავი ფერტილური რას უნდა ნიშნავდესო.
He lay there, wondering what "crepuscular" meant.
190645.
გედის საყვირი | თავი 21
ტბაზე კი, სადაც გედები ბინადრობდნენ, ლუიმაც გადადო საყვირი.
On the pond where the swans were, Louis put his trumpet away.
190646.
გედის საყვირი | თავი 21
ჭუჭულები დედის ფრთებქვეშ შეიყუჟნენ.
The cygnets crept under their mother's wings.
190647.
გედის საყვირი | თავი 21
სიბნელე ჩამოაწვა ტყეებს, ველებსა და ჭაობს.
Darkness settled on woods and fields and marsh.
190648.
გედის საყვირი | თავი 21
ფიქრობდა, როგორ გამიმართლა, რომ ამ მშვენიერ დედამიწაზე გავჩნდი.
His thoughts were of how lucky he was to inhabit such a beautiful earth.
190649.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
პილიგრიმობანას თამაში.
Playing Pilgrims.
190650.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– რა საშინელებაა ეს სიღარიბე! – ამოიოხრა მეგმა და ძველ კაბაზე დაიხედა.
"It’s so dreadful to be poor!" sighed Meg, looking down at her old dress.
190651.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ჩვენ დედაც გვყავს, მამაც და ერთმანეთიც, – კმაყოფილებით განაცხადა თავის კუთხეში მიმჯდარმა ბეთმა.
"We’ve got Father and Mother and each other," said Beth contentedly from her corner.
190652.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ამ იმედიან სიტყვებზე წამით ოთხივე გოგოს გაუბრწყინდა ბუხრის ალით განათებული სახე, მაგრამ იქვე ჩაუქრა, როგორც კი ჯომ სევდიანად თქვა: – მამა არ გვყავს და კიდევ დიდხანს არ გვეყოლება.
The four young faces on which the firelight shone brightened at the cheerful words, but darkened again as Jo said sadly, "We haven’t got Father, and shall not have him for a long time".
190653.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მართალია, ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ცოტა მაინც უნდა გავიჭირვოთ, თანაც სიხარულითო.
We can’t do much, but we can make our little sacrifices, and ought to do it gladly.
190654.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
თითო დოლარი გვაბადია და მაგით არმიას რას ვუშველით!
We’ve each got a dollar, and the army wouldn’t be much helped by our giving that.
190655.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
კარგი, თქვენ და დედა ნურაფერს მაჩუქებთ, მაგრამ გულით მინდა, „უნდინი და სინტრამი“ მაინც ვიყიდო.
I agree not to expect anything from Mother or you, but I do want to buy Undine and Sintrama for myself.
190656.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
რა ხანია, მინდა, – თქვა ჯომ, რომელიც ნამდვილი წიგნის ჭია იყო.
"I’ve wanted it so long," said Jo, who was a bookworm.
190657.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ნოტების ყიდვას ვაპირებდი, – ისე ჩუმად ამოიოხრა ბეთმა, რომ ეს ოხვრა ბუხრის ცოცხისა და ჩაიდნის სადგარის მეტს არავის გაუგონია.
"I planned to buy new music," said Beth, with a little sigh, which no one heard but the hearth brush and kettle holder.
190658.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ავდგები და „ფაბერის“ ფერად ფანქრებს ვიყიდი. ძალიან მჭირდება! – გადაჭრით თქვა ემიმ.
"I shall get a nice box of Faber’s drawing pencils. I really need them," said Amy decidedly.
190659.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– დედას ჩვენი ფული არ უხსენებია და, ალბათ, არც უნდა, რომ ყველაფერზე უარი ვთქვათ.
Mother didn’t say anything about our money, and she won’t wish us to give up everything.
190660.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მოდი, ყველამ ვიყიდოთ, რაც გვინდა და ცოტა მაინც გავიხაროთ – წამოიძახა ჯომ და ჯენტლმენებმა რომ იციან, ისე შეითვალიერა ფეხსაცმელების ქუსლები.
Let’s each buy what we want, and have a little fun, cried Jo, examining the heels of her shoes in a gentlemanly manner.