მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190661.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
როგორ მოგეწონებოდა იმ ნერვებაშლილ, წუნია დედაბერთან ჯდომა, წარამარა ხან ამას რომ გავალებს და ხან იმას და მაინც სულ უკმაყოფილოა და ისეთ დღეში გაგდებს, რომ ლამის არის, ფანჯრიდან გადახტე ან ტირილი მორთო!
"How would you like to be shut up for hours with a nervous, fussy old lady, who keeps you trotting, is never satisfied, and worries you till you’re ready to fly out of the window or cry?"
190662.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ხელებზე დაიხედა ბეთმა და ისე ხმამაღლა ამოიოხრა, რომ ახლა კი ყველამ გაიგონა.
And Beth looked at her rough hands with a sigh that any one could hear that time.
190663.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ძალიანაც მოსაწონია, როცა კარგ სიტყვებს ხმარობ და ლექსიკონს ივსებ, – თავმომწონედ მიუგო ემიმ.
"It’s proper to use good words, and improve your vocabulary," returned Amy, with dignity.
190664.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ღმერთო, რა კარგად და ბედნიერად ვიქნებოდით, სადარდელი რომ არაფერი გვექნებოდა, – ამოიოხრა მეგმა, რომელსაც უკეთესი ყოფაც ახსოვდა.
"Dear me! how happy and good we’d be, if we had no worries!" said Meg, who could remember better times.
190665.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მართალია, მუშაობა გვჭირდება, მაგრამ თან ჩვენს თავებზე გვეცინება და, ჯოს თქმისა არ იყოს, ძალიანაც უდარდელი ბანდა ვართ.
For, though we do have to work, we make fun for ourselves, and are a pretty jolly set, as Jo would say.
190666.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ჯო მუდამ რაღაც ჟარგონებით ლაპარაკობს! – შენიშნა ემიმ და საყვედურით გახედა ხალიჩაზე გაშოტილ გრძელ ფიგურას.
"Jo does use such slang words!" observed Amy, with a reproving look at the long figure stretched on the rug.
190667.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ჯო მაშინვე წამოხტა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სტვენას მოჰყვა.
Jo immediately sat up, put her hands in her pockets, and began to whistle.
190668.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ვერ ვიტან უხეშ, ქალაბიჭა გოგოებს!
"I detest rude, unladylike girls!"
190669.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მეც მეჯავრება მანჭია და პრანჭია კეკლუცები!
"I hate affected, niminy-piminy chits!"
190670.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
წაიმღერა მშვიდობისმოყვარე ბეთმა და ისე სასაცილოდ დაიჭყანა, რომ გაწიწმატებულ მოკამათეებს სიცილი აუტყდათ და „კბენას“ თავი ანებეს.
Sang Beth, the peacemaker, with such a funny face that both sharp voices softened to a laugh, and the "pecking" ended for that time.
190671.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
სანამ პატარა იყავი, კიდევ არა უშავდა. ახლა კი, როცა ამსიმაღლე ხარ და თმაც აკეცილი გაქვს, უნდა გახსოვდეს, უკვე ლედი გახდი.
It didn’t matter so much when you were a little girl; but now you are so tall, and turn up your hair, you should remember that you are a young lady.
190672.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– გულშემოყრილი ვარ, უეჭველად რომ უნდა გავიზარდო და მის მარჩი გავხდე, გრძელი კაბებით ვიარო და ჩინურ ასტრას დავემგვანო!
I hate to think I’ve got to grow up, and be Miss March, and wear long gowns, and look as prim as a China aster!
190673.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ერთი სული მაქვს, წავიდე და მამასთან ერთად ვიომო.
I’m dying to go and fight with Papa.
190674.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
და ჯომ ისე გააქნია ლურჯი სამხედრო წინდა, რომ საქსოვი ჩხირები კასტანიეტებივით ატკაცუნდა, ძაფის გორგალი კი ოთახის ბოლოში მიგორდა.
And Jo shook the blue army sock till the needles rattled like castanets, and her ball bounded across the room.
190675.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– საწყალი ჯო! საშინელებაა, მაგრამ მაგას ვერ ვუშველით!
Poor Jo! It’s too bad, but it can’t be helped.
190676.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– შენ კი, ემი, – განაგრძო მეგმა, – მეტისმეტად წუნია და მანჭია ხარ.
"As for you, Amy," continued Meg, "you are altogether too particular and prim".
190677.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
–თუ ჯო ქალაბიჭაა, ემი – ბატი, მე როგორიღა ვარ? – იკითხა ბეთმა.
"If Jo is a tomboy and Amy a goose, what am I?" asked Beth.
190678.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– შენ ძვირფასი ხარ და სხვა არაფერი, – ალერსიანად მიუგო მეგმა და არავინ შეწინააღმდეგებია.
"You’re a dear, and nothing else," answered Meg warmly; and no one contradicted her.
190679.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
პატარა მკითხველებს მუდამ აინტერესებთ, „როგორ გამოიყურებიან ადამიანები“, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ზოგადად აღვწერ ოთხ დას, რომლებიც დეკემბრის ბინდბუნდში ისხდნენ და ქსოვდნენ, სანამ გარეთ წყნარად თოვდა, ცეცხლი კი მხიარულად ტკაცუნობდა.
As young readers like to know "how people look," we will take this moment to give them a little sketch of the four sisters, who sat knitting away in the twilight, while the December snow fell quietly without, and the fire crackled cheerfully within.
190680.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
თავის ერთადერთ მშვენებას – გრძელ, ხშირ თმას, ხელი რომ არ შეშლოდა, მუდამ ბადით აკეცილს ატარებდა.
Her long, thick hair was her one beauty, but it was usually bundled into a net, to be out of her way.