მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190701.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
საშობაო სპექტაკლისთვისაც ხომ ათასი საქმე გვაქვს, – თქვა ჯომ და ზურგზე ხელებდაწყობილმა, ცხვირაწეულმა გაიარ–გამოიარა.
"There is so much to do about the play for Christmas," said Jo, marching up and down, with her hands behind her back and her nose in the air.
190702.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
შენზე კარგი მსახიობი ვინ გვყავს და თუ სცენა მიატოვე, ყველაფერს ბოლო მოეღება, – გააფრთხილა ჯომ, – დღეს რეპეტიცია უნდა გავიაროთ.
"You are the best actress we’ve got, and there’ll be an end of everything if you quit the boards," said Jo. "We ought to rehearse tonight".
190703.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მოდი, ემი, გულის წასვლის სცენა გააკეთე.
Come here, Amy, and do the fainting scene.
190704.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ჯომ სასოწარკვეთით ამოიგმინა, მეგს სიცილი აუვარდა, ბეთს კი, რომელიც მხიარულებას ინტერესით უყურებდა, პური დაეწვა.
Jo gave a despairing groan, and Meg laughed outright, while Beth let her bread burn as she watched the fun with interest.
190705.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
თუ მაყურებლებს გაეცინათ, ჩემი ბრალი არ იქნება.
If the audience laughs, don’t blame me.
190706.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
საქმე უკეთესად წავიდა, დონ პედრომ ისე მიახალა მსოფლიოს ორ გვერდიანი სიტყვა, რომ ერთხელაც არ წაბორძიკებულა.
Then things went smoothly, for Don Pedro defied the world in a speech of two pages without a single break.
190707.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
კუდიანმა აგარმა იდუმალი შელოცვა წაიკითხა გომბეშოებით სავსე, მოთუხთუხე ქვაბის თავზე.
Hagar, the witch, chanted an awful incantation over her kettleful of simmering toads.
190708.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
როდრიგომ ვაჟკაცურად მოიშორა ხუნდები, დარიშხანით მოწამლულ ჰიუგოს კი ტკივილითა და სინდისის ქენჯნით ტანჯულს აღმოხდა: „ჰა! ჰა!“ და სული განუტევა.
Roderigo rent his chains asunder manfully, and Hugo died in agonies of remorse and arsenic, with a wild "Ha! ha!"
190709.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი დაგვიდგამს, – თქვა მეგმა, როცა მკვდარი ავაზაკი წამოდგა და იდაყვები მოისრისა.
"It’s the best we’ve had yet," said Meg, as the dead villain sat up and rubbed his elbows.
190710.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– არა, გასახუხი ჩანგალია, ოღონდ პურის მაგივრად დედას ჩუსტია წამოგებული!
No, it’s the toasting fork, with Mother’s shoe on it instead of the bread.
190711.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– რა კარგია, რომ მხიარულობთ, გოგონებო, – თქვა ხალისიანმა ხმამ.
"Glad to find you so merry, my girls," said a cheery voice.
190712.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– აბა, ჩემო კარგებო, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?
Well, dearies, how have you got on today?
190713.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ამ ლაპარაკში მისის მარჩმა სველი მოსასხამი და ჩექმები გაიხადა, გამთბარი ჩუსტები ჩაიცვა, მერე კი სავარძელში ჩაჯდა, ემი მიიხუტა და მთელი დღის ნაჯაფს საამური საათი დაუდგა.
While making these maternal inquiries Mrs. March got her wet things off, her warm slippers on, and sitting down in the easy chair, drew Amy to her lap, preparing to enjoy the happiest hour of her busy day.
190714.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მეგმა ჩაის სუფრა გააწყო. ჯომ შეშა მოიტანა და მაგიდას სკამები შემოულაგა, თან, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი ბრახუნით უცვიოდა და უყირავდებოდა. ბეთი უჩუმრად, საქმიანად გადი-გამოდიოდა სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის, ემი კი გულხელდაკრეფილი იჯდა და განკარგულებებს იძლეოდა.
Meg arranged the tea table, Jo brought wood and set chairs, dropping, overturning, and clattering everything she touched, Beth trotted to and fro between parlor and kitchen, quiet and busy, while Amy gave directions, as she sat with her hands folded.
190715.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
სუფრას რომ მიუსხდნენ, სახეგაბრწყინებულმა მისის მარჩმა გამოაცხადა.
As they gathered about the table, Mrs. March said, with a particularly happy face.
190716.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
გოგონებს სწრაფად გადაურბინა ხალისიანმა ღიმილმა, თითქოს მზის სხივმა გაუნათა სახეებიო.
A quick, bright smile went round like a streak of sunshine.
190717.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ბეთს დაავიწყდა, რომ ბისკვიტი ეჭირა და ტაში შემოჰკრა, ჯომ კი ხელსახოცი ააფრიალა და აყვირდა: – წერილია! წერილი!
Beth clapped her hands, regardless of the biscuit she held, and Jo tossed up her napkin, crying, “A letter! a letter!"
190718.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ჰო, მშვენიერი, გრძელი წერილი.
Yes, a nice long letter.
190719.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ყველას სულითა და გულით გვილოცავს შობას, თქვენთვის კი ცალკე სათქმელი აქვს, გოგონებო, – და მისის მარჩმა ისე მოითათუნა ხელი ჯიბეზე, თითქოს შიგ საგანძური ეგულებაო.
"He sends all sorts of loving wishes for Christmas, and an especial message to you girls," said Mrs. March, patting her pocket as if she had got a treasure there.
190720.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ბეთს პირში ლუკმა აღარ გადასდიოდა, ისევ მიიყუჟა იმ თავის ბნელ კუთხეში და სანამ სხვები გაემზადებოდნენ, სიამოვნების მოლოდინში ფიქრებს მიეცა.
Beth ate no more, but crept away to sit in her shadowy corner and brood over the delight to come, till the others were ready.