მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190681.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ელიზაბეთს, ანუ ბეთს (ყველა ასე ეძახდა), ვარდისფერლოყება, კოხტად თმაგადავარცხნილ, თვალებციმციმა ცამეტი წლის გოგონას, მორცხვსა და ხმადაბლა მოლაპარაკეს, ათასში ერთხელ თუ გაუქრებოდა სახეზე აღბეჭდილი უშფოთველობა.
Elizabeth—or Beth, as everyone called her—was a rosy, smooth-haired, bright-eyed girl of thirteen, with a shy manner, a timid voice, and a peaceful expression which was seldom disturbed.
190682.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მამამ „ცეროდენა ნეტარი“ დაარქვა და ეს სახელი ზუსტად შეესაბამებოდა, რადგან თითქოს საკუთარ ბედნიერ სამყაროში ცხოვრობდა და იქიდან გამოსვლას მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანთან ბედავდა, ვისაც ენდობოდა და ვინც უყვარდა.
Her father called her "Little Tranquillity," and the name suited her excellently, for she seemed to live in a happy world of her own, only venturing out to meet the few whom she trusted and loved.
190683.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ემი უმცროსი კი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვინმე გახლდათ, ყოველ შემთხვევაში, თავისი აზრით.
Amy, though the youngest, was a most important person—in her own opinion at least.
190684.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ნამდვილი თოვლის დედოფალი ბრძანდებოდა – ცისფერთვალას მხრებზე დაყრილი ქერა კულულები შვენოდა, ფერმკრთალსა და ტანწვრილს მუდამ ისე ეჭირა თავი, როგორც ნამდვილ ლედის.
A regular snow maiden, with blue eyes, and yellow hair curling on her shoulders, pale and slender, and always carrying herself like a young lady mindful of her manners.
190685.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
საათმა ექვსი დაჰკრა, ბეთმა ბუხრიდან ფერფლი გამოხვეტა და წყვილი ჩუსტი მიუფიცხა ცეცხლს.
The clock struck six and, having swept up the hearth, Beth put a pair of slippers down to warm.
190686.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ძველი ფეხსაცმელების დანახვაზე გოგოები გახალისდნენ: ცოტა ხანიც და დედა მოვიდოდა.
Somehow the sight of the old shoes had a good effect upon the girls, for Mother was coming.
190687.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მეგი მორჩა ჭკუის დარიგებას და ლამპა აანთო, ემი უთქმელად წამოდგა დიდი, მოხერხებული სავარძლიდან, ჯოს კი სულ დაავიწყდა დაღლილობა, წამოხტა და ჩუსტები ცეცხლთან ახლოს მისწია.
Meg stopped lecturing, and lighted the lamp, Amy got out of the easy chair without being asked, and Jo forgot how tired she was as she sat up to hold the slippers nearer to the blaze.
190688.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– რა გაცვეთილია!
They are quite worn out.
190689.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ვიფიქრე, ჩემი დოლარით ვუყიდდი, – თქვა ბეთმა.
"I thought I’d get her some with my dollar," said Beth.
190690.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ყველაზე უფროსი ვარ, – დაიწყო მეგმა, მაგრამ ჯომ არ დაამთავრებინა: – სანამ მამა წასულია, ოჯახში კაცის მაგივრობას მე ვწევ, ჰოდა, ჩუსტების საქმესაც მე მივხედავ, იმიტომ, რომ მან მითხრა, ჩემს ჩამოსვლამდე დედას შენ გაბარებო.
"I’m the oldest," began Meg, but Jo cut in— "I’m the man of the family now Papa is away, and I shall provide the slippers, for he told me to take special care of Mother while he was gone".
190691.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– გეტყვით, რაც უნდა ვქნათ, – თქვა ბეთმა, – მოდი, ჩვენთვის ნურაფერი გვინდა და საშობაოდ ყველამ მას ვუყიდოთ რაიმე.
"I’ll tell you what we’ll do," said Beth, "let’s each get her something for Christmas, and not get anything for ourselves".
190692.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მერე მეგმა, თითქოს თავისი კოხტა ხელების დანახვაზე გაახსენდაო, წამოიძახა: – მე ლამაზ ხელთათმანებს ვაჩუქებ.
Then Meg announced, as if the idea was suggested by the sight of her own pretty hands, "I shall give her a nice pair of gloves".
190693.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ოდეკოლონის პატარა ფლაკონს ვიყიდი.
I’ll buy a little bottle of cologne.
190694.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მოსწონს, თანაც არც ძვირი ღირს და ფერადი ფანქრებისთვისაც დამრჩება ფული, – დაუმატა ემიმ.
"She likes it, and it won’t cost much, so I’ll have some left to buy my pencils," added Amy.
190695.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მაგიდაზე დავალაგოთ, მოვიყვანოთ და ვუყუროთ, როგორ გახსნის საჩუქრებს.
Put them on the table, and bring her in and see her open the bundles.
190696.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
არ გახსოვს, როგორც დაბადების დღეებზე ვაკეთებდით, – მიუგო ჯომ.
"Don’t you remember how we used to do on our birthdays?" answered Jo.
190697.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– როგორ მეშინოდა, როცა ჩემი ჯერი იყო, გვირგვინდადგმული ვმჯდარიყავი სავარძელში და გიყურებდით, როგორ შემოდიოდით, საჩუქრებს მჩუქნიდით, მკოცნიდით.
I used to be so frightened when it was my turn to sit in the big chair with the crown on, and see you all come marching round to give the presents, with a kiss.
190698.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
საჩუქრები და კოცნები მომწონდა, მაგრამ ის კი საშიში იყო, ყველანი რომ დასხდებოდით და მიყურებდით, სანამ მე საჩუქრებს ვხსნიდი, – ჩაისთვის პურს აფიცხებდა ბეთი და თვითონაც ალმური ასდიოდა.
I liked the things and the kisses, but it was dreadful to have you sit looking at me while I opened the bundles,” said Beth, who was toasting her face and the bread for tea at the same time.
190699.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მოდით, დედას ეგონოს, რომ ჩვენთვის ვყიდულობთ რაღაცებს, სიურპრიზი მოვუწყოთ.
Let Marmee think we are getting things for ourselves, and then surprise her.
190700.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
საყიდლებზე ხვალ, დღისით უნდა წავიდეთ, მეგ.
We must go shopping tomorrow afternoon, Meg.