მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190721.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ალბათ, რა ცუდია, როცა კარავში გძინავს, უგემურ საჭმელს ჭამ და კალის ჭიქით სვამ, – ამოიხვნეშა ემიმ.
"It must be very disagreeable to sleep in a tent, and eat all sorts of bad-tasting things, and drink out of a tin mug," sighed Amy.
190722.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– როდის ჩამოვა, დე? – ბეთს ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა ხმა.
"When will he come home, Marmee?" asked Beth, with a little quiver in her voice.
190723.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
იმდენ ხანს დარჩება და ერთგულად შეასრულებს თავის ვალს, სანამ შეეძლება და ჩვენც ერთი წუთით იმაზე ადრე არ უნდა შევუთვალოთ, ჩამოდიო, სანამ არ დაითხოვენ.
He will stay and do his work faithfully as long as he can, and we won’t ask for him back a minute sooner than he can be spared.
190724.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ახლა კი, მოდით და წერილი მოისმინეთ.
Now come and hear the letter.
190725.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ყველანი ბუხართან მოეწყვნენ: დედა – დიდ სავარძელში, ბეთი – მის ფერხთით, მეგი და ემი სავარძლის სახელურებზე ჩამოსკუპდნენ, ჯო კი უკნიდან მიეყრდნო – მღელვარება არავინ შემატყოს, თუკი წერილი გულისამაჩუყებელი გამოდგებაო.
They all drew to the fire, Mother in the big chair with Beth at her feet, Meg and Amy perched on either arm of the chair, and Jo leaning on the back, where no one would see any sign of emotion if the letter should happen to be touching.
190726.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
არადა, იმ ხანებში მოწერილი წერილებიდან ათასში ერთი თუ გამოერეოდა ისეთი, რომ მსმენელს გული არ ასჩუყებოდა, მეტადრე იმ წერილებიდან, მამები შინ რომ აგზავნიდნენ.
Very few letters were written in those hard times that were not touching, especially those which fathers sent home.
190727.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ეს იყო მხიარული, იმედით აღსავსე წერილი, რომელშიც ხალისით იყო მოთხრობილი ბანაკის ცხოვრება, ლაშქრობები და ომის ამბები და ბოლოშიღა გაირკვა, რომ ავტორი მამაშვილური სიყვარულით იყო აღსავსე და შინ დარჩენილი პატარა გოგონები ენატრებოდა.
It was a cheerful, hopeful letter, full of lively descriptions of camp life, marches, and military news, and only at the end did the writer’s heart overflow with fatherly love and longing for the little girls at home.
190728.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
გადაეცი, რომ დღეებს მათზე ფიქრში ვატარებ, ღამეებს მათზე ლოცვაში.
Tell them I think of them by day, pray for them by night.
190729.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ერთი გრძელი წელი უნდა გავიდეს, სანამ ვნახავ, მაგრამ გაახსენე, რომ ვიდრე მოლოდინში ვართ, შეგვიძლია ვიშრომოთ, რათა ეს მძიმე დღეები უქმად არ დაიკარგოს.
A year seems very long to wait before I see them, but remind them that while we wait we may all work, so that these hard days need not be wasted.
190730.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ვიცი, ყველაფერი ეხსომებათ, რაც დამირიგებია; სანაქებო შვილობას გაგიწევენ, ერთგულად აღასრულებენ ვალს, გაბედულად შეებრძოლებიან შინაგან მტრებს და ისე ლამაზად დაამარცხებენ, რომ როცა ჩამოვალ, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდება და ვიამაყებ ჩემი პატარა ქალებით“.
I know they will remember all I said to them, that they will be loving children to you, will do their duty faithfully, fight their bosom enemies bravely, and conquer themselves so beautifully that when I come back to them Imay be fonder and prouder than ever of my little women.
190731.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ამ ნაწილზე ყველანი ასრუტუნდნენ.
Everybody sniffed when they came to that part.
190732.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ჯოს ოდნავაც არ შერცხვენია ცხვირის წვერზე ჩამოგორებული ვეება ცრემლის და ემის სულაც არ უდარდია, კულულები გამეწეწებაო, დედას მხარში ჩაურგო თავი და ამოიქვითინა: – რა ეგოისტი გოგო ვარ!
Jo wasn’t ashamed of the great tear that dropped off the end of her nose, and Amy never minded the rumpling of her curls as she hid her face on her mother’s shoulder and sobbed out, "I am a selfish girl!"
190733.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მართლა ვეცდები გამოვსწორდე, რომ მერე იმედი არ გავუცრუო.
I’ll truly try to be better, so he mayn’t be disappointed in me by-and-by.
190734.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ხომ სულ ჩემს გარეგნობაზე ვფიქრობ და მუშაობა არ მიყვარს, მაგრამ მეტს აღარ ვიზამ, თუკი გამომივა.
"I think too much of my looks and hate to work, but won’t any more, if I can help it".
190735.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ბეთს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ჯარისკაცის ლურჯი წინდით მოიწმინდა ცრემლი და თავგამოდებით განაგრძო ქსოვა, რათა დრო არ დაეკარგა და იქვე შესდგომოდა იმ საქმის აღსრულებას, რაც იმ წუთში ევალებოდა, თვინიერ გულში კი პირობა დადო, ისეთი ვიქნები, როგორიც მამას უნდა, რომ დავხვდე, როცა წელიწადი გავა და მშვიდობით დაგვიბრუნდებაო.
Beth said nothing, but wiped away her tears with the blue army sock and began to knit with all her might, losing no time in doing the duty that lay nearest her, while she resolved in her quiet little soul to be all that Father hoped to find her when the year brought round the happy coming home.
190736.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
მისის მარჩმა დაარღვია ჯოს სიტყვების შემდეგ ჩამოვარდნილი დუმილი და ხალისიანად თქვა: – გახსოვთ, პატარაობაში პილიგრიმობანას რომ თამაშობდით?
Mrs. March broke the silence that followed Jo’s words, by saying in her cheery voice, "Do you remember how you used to play Pilgrim’s Progress when you were little things?"
190737.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– რა სახალისო იყო, ყველაზე უფრო კი ის, ლომებს რომ ჩავუვლიდით და აპოლიონს შევებრძოლებოდით, მერე კი იმ ხეობას გავივლიდით, სადაც ბოროტი გობლინები ცხოვრობდნენ! – თქვა ჯომ.
"What fun it was, especially going by the lions, fighting Apollyon, and passing through the Valley where the hobgoblins were!" said Jo.
190738.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– მე ის მომწონდა, როცა ტვირთს მოვიშორებდით და კიბეზე დავაგორებდით, – თქვა მეგმა.
"I liked the place where the bundles fell off and tumbled down stairs," said Meg.
190739.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
სამაგისოდ ძალიან დიდი რომ არ ვიყო, ისევ ვითამაშებდი, – თქვა ემიმ, რომელმაც საბავშვო გასართობებზე ხელის აღება „მოწიფულ ასაკში“, თორმეტი წლისამ დააპირა.
"If I wasn’t too old for such things, I’d rather like to play it over again," said Amy, who began to talk of renouncing childish things at the mature age of twelve.
190740.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– წეღან თქვენ თვითონვე არ თქვით, ვის რა ტვირთი გკიდიათ? ბეთის გარდა.
Each of you told what your burden was just now, except Beth.