მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190741.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– ამ საღამოს ნაღვლის ჭაობში ვისხედით, დედა მოვიდა და ამოგვიყვანა, როგორც წიგნში – იმედმა.
We were in the Slough of Despond tonight, and Mother came and pulled us out as Help did in the book.
190742.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
– შობა დილით ბალიშების ქვეშ შეიხედეთ და თქვენს მეგზურსაც იპოვით, – მიუგო მისის მარჩმა.
"Look under your pillows Christmas morning, and you will find your guidebook," replied Mrs. March.
190743.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
კერვა უინტერესო იყო, მაგრამ იმ საღამოს არავის უბუზღუნია.
It was uninteresting sewing, but tonight no one grumbled.
190744.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ცხრაზე მორჩნენ მუშაობას და, სანამ დაწვებოდნენ, იმღერეს, როგორც ყოველთვის.
At nine they stopped work, and sang, as usual, before they went to bed.
190745.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 1
ბეთის გარდა ვინ მოახერხებდა, რომ ძველი ფორტეპიანოსთვის მუსიკალური ბგერები გამოეცემინებინა.
No one but Beth could get much music out of the old piano.
190746.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მხიარული შობა.
A Merry Christmas.
190747.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
შობა დილით, ნაცრისფრად რომ ირიჟრაჟა, პირველს ჯოს გაეღვიძა.
Jo was the first to wake in the gray dawn of Christmas morning.
190748.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ბუხართან ერთი წინდაც კი არ ეკიდა და წამით ისე ჩასწყდა გული, როგორც ოდესღაც, პატარაობაში, როცა საჩუქრებით გამოტენილი მისი პატარა წინდა დაბლა ჩამოვარდა.
No stockings hung at the fireplace, and for a moment she felt as much disappointed as she did long ago, when her little sock fell down because it was so crammed with goodies.
190749.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მერე დედის დაპირება გაახსენდა, შეყო ხელი ბალიშის ქვეშ და მომცრო, ჟოლოსფერყდიანი წიგნი გამოიღო.
Then she remembered her mother’s promise and, slipping her hand under her pillow, drew out a little crimson-covered book.
190750.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მას კარგად იცნობდა, რადგან მშვენიერი, ძველი, ამქვეყნად განვლილი საუკეთესო ცხოვრების ამბავი იყო და ჯომ იგრძნო, რომ სწორედ იგი გაუწევდა საუკეთესო მეგზურობას შორ გზაზე დამდგარ ყველა პილიგრიმს.
She knew it very well, for it was that beautiful old story of the best life ever lived, and Jo felt that it was a true guidebook for any pilgrim going the long journey.
190751.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მეგი გააღვიძა, შობა მიულოცა და გაახსენა, ბალიშის ქვეშ რა გიდევსო.
She woke Meg with a "Merry Christmas," and bade her see what was under her pillow.
190752.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მართალია, მარგარეტი ცოტა პრანჭია და კეკლუცი გახლდათ, მაგრამ თვინიერი და ღვთისმოსავი ბუნების პატრონი უნებურად გავლენას ახდენდა დებზე, მეტადრე ჯოზე, რომელსაც გულით უყვარდა და უჯერებდა, რადგან მუდამ ალერსიანად აძლევდა რჩევას.
In spite of her small vanities, Margaret had a sweet and pious nature, which unconsciously influenced her sisters, especially Jo, who loved her very tenderly, and obeyed her because her advice was so gently given.
190753.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– გოგოებო, – სერიოზულად თქვა მეგმა – დედას უნდა, რომ ეს წიგნი ვიკითხოთ, გვიყვარდეს და გვახსოვდეს, ჰოდა, ახლავე შევუდგეთ.
"Girls," said Meg seriously, "Mother wants us to read and love and mind these books, and we must begin at once".
190754.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
წინათ ამ საქმეს კეთილსინდისიერად ვეკიდებოდით, მაგრამ მას მერე, რაც მამა წავიდა, ომმა კალაპოტიდან ამოგვაგდო და ბევრი რამ დაგვრჩა უყურადღებოდ.
We used to be faithful about it, but since Father went away and all this war trouble unsettled us, we have neglected many things.
190755.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ახლა თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე კი ჩემი წიგნი აქვე, მაგიდაზე მექნება და დილაობით, გამეღვიძება თუ არა, ცოტ-ცოტას წავიკითხავ, იმიტომ რომ ვიცი, სიკეთეს მომიტანს და მთელი დღის განმავლობაში მომეხმარება.
You can do as you please, but I shall keep my book on the table here and read a little every morning as soon as I wake, for I know it will do me good and help me through the day.
190756.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მერე გადაშალა თავისი ახალი წიგნი და კითხვას შეუდგა.
Then she opened her new book and began to read.
190757.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჯო მოეხვია, ლოყა ლოყაზე მიადო და თვითონაც დაიწყო კითხვა ისეთი მშვიდი იერით, როგორსაც ძნელად თუ ნახავდით მის მოუსვენარ სახეზე.
Jo put her arm round her and, leaning cheek to cheek, read also, with the quiet expression so seldom seen on her restless face.
190758.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– რა კარგია მეგი!
How good Meg is!
190759.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ძნელი სიტყვებზე, მე მოგეხმარები და რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ, ისინი აგვიხსნიან, – წაიჩურჩულა ბეთმა, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლამაზმა წიგნებმა და დების მაგალითმა.
"I’ll help you with the hard words, and they’ll explain things if we don’t understand," whispered Beth, very much impressed by the pretty books and her sisters’ example.
190760.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– მიხარია, რომ ჩემი ცისფერია, – ჩაიდუდუნა ემიმ.
"I’m glad mine is blue," said Amy.