მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190761.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მერე ოთახებში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წიგნების ფრთხილი გადაფურცვლის ხმა ისმოდა და ზამთრის მზე შემოიპარა და იქ მყოფებს საშობაო სალამი უძღვნა: ბრდღვიალა თმასა და სერიოზულ სახეებზე მიეალერსა.
And then the rooms were very still while the pages were softly turned, and the winter sunshine crept in to touch the bright heads and serious faces with a Christmas greeting.
190762.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– დედა სად არის? – იკითხა მეგმა, როცა ნახევარი საათის შემდეგ ის და ჯო დაბლა ჩაქანდნენ საჩუქრებისთვის მადლობის სათქმელად.
"Where is Mother?" asked Meg, as she and Jo ran down to thank her for their gifts, half an hour later.
190763.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ქვეყნიერებაზედ არა ქალი არ არი, რო ეგრე ემეტებოდეს ყველაფერი: სურსათ-სანოვაგე გინდა, ჩასაცმელ-დასახური თუ შეშა, – მიუგო ჰანამ, რომელიც მეგის დაბადებიდან მოყოლებული ცხოვრობდა ოჯახში და მეგობრად უფრო მიაჩნდათ, ვიდრე მოახლედ.
"There never was such a woman for givin’ away vittles and drink, clothes and firin’," replied Hannah, who had lived with the family since Meg was born, and was considered by them all more as a friend than a servant.
190764.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ალბათ, მალე მოვა. ჰოდა, ფუნთუშები დაბრაწე, რომ ყველაფერი მზად იყოს, – თქვა მეგმა და დივნის ქვეშიდან კალათა გამოაძვრინა დედასთვის გამზადებული საჩუქრებით, რომ როცა დრო მოვიდოდა, მიერთმიათ.
"She will be back soon, I think, so fry your cakes, and have everything ready," said Meg, looking over the presents which were collected in a basket and kept under the sofa, ready to be produced at the proper time.
190765.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ემის ოდეკოლონი სადღაა? – დაამატა, რადგან მომცრო ფლაკონი ვერ შეამჩნია.
"Why, where is Amy’s bottle of cologne?" she added, as the little flask did not appear.
190766.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ეს წუთია, ამოიღო და წაიღო, მგონი, ლენტით უნდა მორთოს, – მიუგო ჯომ.
"She took it out a minute ago, and went off with it to put a ribbon on it," replied Jo.
190767.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– რა ლამაზია ეს ჩემი ცხვირსახოცები, არა?
How nice my handkerchiefs look, don’t they?
190768.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჰანამ გამირეცხა და გამიუთოვა, ამოქარგვით კი სულ მთლად ჩემით ამოვქარგე, – თქვა ბეთმა და სიამაყით დახედა, ცოტა არ იყოს, უსწორმასწორო ასოებს, რომლებიც დიდ ჯაფად დაუჯდა.
"Hannah washed and ironed them for me, and I marked them all myself," said Beth, looking proudly at the somewhat uneven letters which had cost her such labor.
190769.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ღმერთო, შენ უშველე ამ ბავშვს! ამდგარა და „მ. მარჩის“ მაგივრად „დედა“ ამოუქარგავს. რა სასაცილოა! – წამოიძახა ჯომ და ერთი აიღო.
"Bless the child! She’s gone and put "Mother" on them instead of "M. March." How funny!" cried Jo, taking up one.
190770.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– მშვენიერია, საყვარელო, ძალიან კარგად მოგიფიქრებია, ჭკვიანურადაც, ახლა აღარავის აერევა, ზუსტად ვიცი, მასაც ძალიან გაახარებ, – თქვა მეგმა და ჯოს წარბშეკვრით გახედა, ბეთს კი ღიმილით.
"It’s all right, dear, and a very pretty idea—quite sensible, too, for no one can ever mistake now, it will please her very much, I know," said Meg, with a frown for Jo and a smile for Beth.
190771.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– დედაა! ჩქარა, კალათა დამალეთ! – წამოიძახა ჯომ, როცა კარი გაჯახუნდა და შემოსასვლელში ფეხის ხმა გაისმა.
"There’s Mother. Hide the basket, quick!" cried Jo, as a door slammed and steps sounded in the hall.
190772.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ოთახში აჩქარებით შემოვიდა ემი და ცოტათი დაიბნა, როცა დაინახა დები მას ელოდნენ.
Amy came in hastily, and looked rather abashed when she saw her sisters all waiting for her.
190773.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– სად იყავი? ზურგს უკან რას მალავ? – გაკვირვებით ჰკითხა მეგმა, როცა კაპიუშონისა და მოსასხამის დანახვაზე მიხვდა, ზარმაცი ემი ადრიანად გასულიყო გარეთ.
"Where have you been, and what are you hiding behind you?" asked Meg, surprised to see, by her hood and cloak, that lazy Amy had been out so early.
190774.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– არ დამცინო, ჯო! არ მინდოდა, მანამდე გაეგო ვინმეს სანამ დრო მოვიდოდა. უბრალოდ, პატარა ბოთლი დიდში გავცვალე და რაც ფული მქონდა, სულ დავხარჯე და მართლა ვცდილობ, ასეთი ეგოისტი აღარ ვიყო.
"Don’t laugh at me, Jo! I didn’t mean anyone should know till the time came. I only meant to change the little bottle for a big one, and I gave all my money to get it, and I’m truly trying not to be selfish any more".
190775.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
შემოსასვლელ კარზე ერთხელაც რომ დააკაკუნეს, კალათი ისევ დივნის ქვეშ აღმოჩნდა, გოგონები კი – საუზმისთვის გაშლილ სუფრასთან.
Another bang of the street door sent the basket under the sofa, and the girls to the table, eager for breakfast.
190776.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– შობას გილოცავთ, დე! მრავალს დაესწარი, წიგნებისთვის დიდი მადლობა!
Merry Christmas, Marmee! Many of them! Thank you for our books.
190777.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სანამ დავსხდებოდეთ, რაღაც მინდა გითხრათ.
I want to say something before we sit down.
190778.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
აქვე, შორიახლო, ერთ სახლში ვიღაც საწყალი, ჩვილბავშვიანი ქალია.
Not far away from here lies a poor woman with a little newborn baby.
190779.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
საჭმელიც არაფერი აქვთ და უფროსი ბიჭი მოვიდა, სიცივითა და შიმშილით ვიხოცებითო.
There is nothing to eat over there, and the oldest boy came to tell me they were suffering hunger and cold.
190780.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჩემო გოგონებო, რას იტყვით, აჩუქებთ საშობაოდ თქვენს საუზმეს?
My girls, will you give them your breakfast as a Christmas present?