მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190781.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გოგოები ჩვეულებრივზე უფრო მოშიებულები იყვნენ, რადგან უკვე მთელი საათი იყო, საუზმეს ელოდნენ და ერთ წუთს ხმა არავის ამოუღია, ოღონდ მხოლოდ ერთ წუთს, მერე კი ჯომ ცხარედ წამოიძახა: – კიდევ კარგი, რომ მოგვისწარი, სანამ დავიწყებდით!
They were all unusually hungry, having waited nearly an hour, and for a minute no one spoke—only a minute, for Jo exclaimed impetuously, "I’m so glad you came before we began!"
190782.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– შეიძლება, მეც წამოვიდე და რამე წაგაღებინოთ იმ საწყალ ბავშვებთან? – მხურვალედ იკითხა ბეთმა.
"May I go and help carry the things to the poor little children?" asked Beth eagerly.
190783.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– მე ნაღებს და ფუნთუშებს წავუღებ, – დაამატა ემიმ და გმირულად დათმო ის, რაღაც რაც ყველაზე მეტად უყვარდა.
"I shall take the cream and the muffins," added Amy, heroically giving up the articles she most liked.
190784.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მეგი წიწიბურას ფარავდა და პურის ნაჭრებს ერთ დიდ თეფშზე ალაგებდა.
Meg was already covering the buckwheats, and piling the bread into one big plate.
190785.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ყველანი წამოდით და მომეხმარეთ და შინ როცა დავბრუნდებით პურითა და რძით ვისაუზმოთ და სადილზე ავინაზრაუროთ.
"You shall all go and help me, and when we come back we will have bread and milk for breakfast, and make it up at dinnertime".
190786.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ფანჯრებჩალეწილი ოთახი ღარიბული, ცარიელი და უბადრუკი აღმოჩნდა, ცეცხლი არ ენთო, ლოგინის თეთრეული დაძონძილიყო, სნეული დედა, ატირებული ჩვილი და გასათბობად ერთი ძველი, ნაკუწებისგან შეკერილი საბნის ქვეშ მოკრუნჩხული რამდენიმე ფერწასული, მშიერი ბავშვი დაუხვდათ.
A poor, bare, miserable room it was, with broken windows, no fire, ragged bedclothes, a sick mother, wailing baby, and a group of pale, hungry children cuddled under one old quilt, trying to keep warm.
190787.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
შიგნით შესული გოგონების დანახვაზე თვალები გაუფართოვდათ და გალურჯებული ტუჩებით გაუღიმეს.
How the big eyes stared and the blue lips smiled as the girls went in!
190788.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
კეთილი ანგელოზები გვესტუმრნენ! – თქვა და სიხარულით ატირდა საბრალო ქალი.
"It is good angels come to us!" said the poor woman, crying for joy.
190789.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ანგელოზები კაპიუშონებით და ხელთათმნებით, – თქვა ჯომ და ყველანი გააცინა.
"Funny angels in hoods and mittens," said Jo, and set them laughing.
190790.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჰანას შეშა წამოეღო და ცეცხლი დაანთო, დამტვრეულ მინებში ძველი ქუდები გაჩურთა, მერე თავისი მოსასხამი ჩამოაფარა.
Hannah had carried wood, made a fire, and stopped up the broken panes with old hats and her own cloak.
190791.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მისის მარჩმა დედას ჩაი აუდუღა და შვრიის თხელი ფაფა გაუკეთა და თან ანუგეშებდა, დაგეხმარების პირობით, თან კი პატარა ბავშვს ახვევდა ისეთი სინაზით, გეგონებოდათ, მისი საკუთარიაო.
Mrs. March gave the mother tea and gruel, and comforted her with promises of help, while she dressed the little baby as tenderly as if it had been her own.
190792.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ამასობაში გოგონებმა საჭმელი ამოალაგეს, ბავშვები ბუხართან დასხეს და მშიერი ბარტყებივით კვებავდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ და ცდილობდნენ იმათი დამტვრეული ინგლისური გაეგოთ.
The girls meantime spread the table, set the children round the fire, and fed them like so many hungry birds —laughing, talking, and trying to understand the funny broken English.
190793.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
არა მგონია, იმ დღეს მთელ ქალაქში ვინმე ყოფილიყო იმ ოთხ მშიერ ადამიანზე მხიარული, რომლებმაც საუზმე დათმეს და შობა დილას პური და რძე იკმარეს.
I think there were not in all the city four merrier people than the hungry little girls who gave away their breakfasts and contented themselves with bread and milk on Christmas morning.
190794.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– აი, სწორედ ამას ნიშნავს, მოყვასი უფრო გიყვარდეს, ვიდრე თავი შენიო, და ძალიანაც მომწონს, – თქვა მეგმა, როდესაც ისევ გამოაძვრინეს საჩუქრები, სანამ ზემოთ ასული დედა ტანისამოსს უგროვებდა საბრალო ჰუმელებს.
"That’s loving our neighbor better than ourselves, and I like it," said Meg, as they set out their presents while their mother was upstairs collecting clothes for the poor Hummels.
190795.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– მოდის! ბეთ, დაიწყე! ემი, კარი გააღე! სამი ვაშა დედას! – მოუთმენლად აკუნტრუშდა ჯო, მეგი კი კარისკენ წავიდა, რომ დედა საპატიო ადგილას მიეცილებინა.
"She’s coming! Strike up, Beth! Open the door, Amy! Three cheers for Marmee!" cried Jo, prancing about while Meg went to conduct Mother to the seat of honor.
190796.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ბეთმა ყველაზე მხიარული მარში დასცხო, ემიმ კარი ფართოდ გამოაღო, მეგმა კი დიდი ღირსებით შეასრულა ამალის როლი.
Beth played her gayest march, Amy threw open the door, and Meg enacted escort with great dignity.
190797.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გაოცებულმა და გულაჩუყებულმა, თვალებზე სიხარულის ცრემლმომდგარმა მისის მარჩმა ღიმილით დაათვალიერა საჩუქრები და ზედ დართული პაწია ბარათებიც წაიკითხა.
Mrs. March was surprised and touched, and smiled with her eyes full as she examined her presents and read the little notes which accompanied them.
190798.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სპექტაკლებში ჯენტლმენებს არ იღებდნენ და ჯო მამაკაცის იმდენ როლს ასრულებდა, რამდენიც მის სულსა და გულს ეამებოდა.
No gentlemen were admitted, so Jo played male parts to her heart’s content.
190799.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ეს ჩექმა, ძველი რაპირა და სახელოებჩაჭრილი კამზოლი, მავან მხატვარს ერთხელ რომელიღაც სურათის დახატვისას რომ გამოეყენებინა, ჯოს უდიდესი საგანძური იყო.
These boots, an old foil, and a slashed doublet once used by an artist for some picture, were Jo’s chief treasures.
190800.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მეხსიერების ჩინებული სავარჯიშოც იყო და უწყინარი გასართობიც, მრავალი საათის განმავლობაში თავის შესაქცევი.
It was excellent drill for their memories, a harmless amusement, and employed many hours.