მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190801.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ცოტა ხანში გაისმა ზარის ხმა, გაიხსნა ფარდა და ტრაგიკული საოპერო სპექტაკლიც დაიწყო.
Presently a bell sounded, the curtains flew apart, and the Operatic Tragedy began.
190802.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ერთადერთი თეატრალური პროგრამით დაპირებულ „პირქუშ ტყეს“ ქოთნის რამდენიმე მცენარე, იატაკზე გაფენილი მწვანე მაუდი და მოშორებით მოწყობილი გამოქვაბული გამოსახავდა.
"A gloomy wood," according to the one playbill, was represented by a few shrubs in pots, green baize on the floor, and a cave in the distance.
190803.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სცენაზე ბნელოდა და ვარვარმა ჩინებული ეფექტი მოახდინა, მეტადრე მაშინ, როცა ჯადოქარმა კარდალას თავსახური ახადა და ნამდვილი ორთქლი ამოვარდა.
The stage was dark and the glow of the furnace had a fine effect, especially as real steam issued from the kettle when the witch took off the cover.
190804.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გრძნობებმორეულ ჰიუგოს ხრინწნარევი ხმა ალაგ-ალაგ ყვირილში გადასდიოდა, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და სულის მოსათქმელად შეჩერდა თუ არა, მაყურებლებმა მქუხარე ტაში დასცხეს.
The gruff tones of Hugo’s voice, with an occasional shout when his feelings overcame him, were very impressive, and the audience applauded the moment he paused for breath.
190805.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ისე დაუკრა თავი დარბაზს, თითქოს ნაჩვევი იყო პუბლიკისგან ქება-დიდებას, შეიპარა გამოქვაბულში და აგარს უბრძანა, აქეთ გამოდიო.
Bowing with the air of one accustomed to public praise, he stole to the cavern and ordered Hagar to come forth with a commanding.
190806.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გამოვიდა მეგი, სახეზე ცხენის ძუისგან დამზადებული ჭაღარა თმა ჩამოშლოდა, შავ-წითელი კაბა ეცვა, კვერთხი ეჭირა, მოსასხამი კი კაბალისტიკური ნიშნებით მოეხატა.
Out came Meg, with gray horsehair hanging about her face, a red and black robe, a staff, and cabalistic signs upon her cloak.
190807.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჰიუგომ დაავალა, ერთი ისეთი წამალი მინდა, რომ ზარამ გამაღმერთოს, მეორე კი ისეთი, როდრიგოს ბოლო მოვუღოო.
Hugo demanded a potion to make Zara adore him, and one to destroy Roderigo.
190808.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
აგარი მშვენიერი, დრამატიზმით აღსავსე სიმღერით ორივეს დაჰპირდა, მერე სულს მოუხმო, რომელსაც სიყვარულის წამალი უნდა მოეტანა.
Hagar, in a fine dramatic melody, promised both, and proceeded to call up the spirit who would bring the love philter.
190809.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გაისმა ნაზი მელოდია. გამოქვაბულის სიღრმიდან ღრუბელივით მოთეთროსამოსიანი პატარა ფიგურა გამოჩნდა, მოელვარე ფრთებით, ოქროსფერი თმით და თავზე ვარდების გვირგვინით.
A soft strain of music sounded, and then at the back of the cave appeared a little figure in cloudy white, with glittering wings, golden hair, and a garland of roses on its head.
190810.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
აიქნია ჯადოსნური ჯოხი და ამღერდა: მერე პატარა, მოოქრული ბოთლი ფეხებთან დაუგდო ალქაჯს და სული გაუჩინარდა.
Waving a wand, it sang, and dropping a small, gilded bottle at the witch’s feet, the spirit vanished.
190811.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
აგარმა მსმენელებს ამცნო, მან რამდენიმე მეგობარი დამიხოცა და დავწყევლე, გადაწყვეტილი მაქვს, გეგმები ჩავუშალო და შური ვიძიოო.
Hagar informed the audience that, as he had killed a few of her friends in times past, she has cursed him, and intends to thwart his plans, and be revenged on him.
190812.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მერე ფარდა დაეშვა, მაყურებლებმა შეისვენეს, კანფეტებს შეექცნენ და სპექტაკლის ავ-კარგის გარჩევას მოჰყვნენ.
Then the curtain fell, and the audience reposed and ate candy while discussing the merits of the play.
190813.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ფარდის ხელახლა ახდამდე კარგა ხანს ისმოდა ჩაქუჩის კაკუნი, მაგრამ, როცა გაირკვა, სადურგლო ხელოვნების რა შედევრი აღმართულიყო სცენაზე, კრინტი არავის დაუძრავს დაგვიანებაზე.
A good deal of hammering went on before the curtain rose again, but when it became evident what a masterpiece of stage carpentering had been got up, no one murmured at the delay.
190814.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
კოშკი ჭერს სწვდებოდა, შუაში კი ლამპით განათებული სარკმელი მოჩანდა და თეთრი ფარდის უკან მშვენიერ ლურჯ-ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი ზარა იდგა, როდრიგოს ელოდა.
A tower rose to the ceiling; halfway up appeared a window with a lamp burning at it, and behind the white curtain appeared Zara in a lovely blue and silver dress, waiting for Roderigo.
190815.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მუხლი მოიყარა კოშკის ძირას და ხმატკბილი სერენადა დაამღერა.
Kneeling at the foot of the tower, he sang a serenade in melting tones.
190816.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ზარაც გამოეპასუხა და მუსიკალური დიალოგის შემდეგ შეთანხმდნენ, გავიქცეთო.
Zara replied and, after a musical dialogue, consented to fly.
190817.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გაუბედავად გამოძვრა გისოსებში, ხელით როდრიგოს დაეყრდნო მხარზე და ის-ის იყო, მოხდენილად უნდა ჩამომხტარიყო, რომ ვაგლახ!
Timidly she crept from her lattice, put her hand on Roderigo’s shoulder, and was about to leap gracefully down when "Alas!"
190818.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მას შლეიფი დაავიწყდა, რომელიც სარკმელს გამოედო, კოშკი შეტორტმანდა, წინ გადმოიხარა, ბრაგვანით დაემხო და ბედკრული შეყვარებულები ნანგრევებში ჩამარხა.
She forgot her train—it caught in the window, the tower tottered, leaned forward, fell with a crash, and buried the unhappy lovers in the ruins!
190819.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ატყდა დიდი წივილ-კივილი, ნანგრევებიდან გამწარებით ასხმარტალდა ჟანგისფერი ჩექმები, მერე ოქროსთმიანი თავიც გამოჩნდა და წამოიძახა, ხომ გეუბნებოდი, ხომ გეუბნებოდიო!
A universal shriek arose as the russet boots waved wildly from the wreck and a golden head emerged, exclaiming, "I told you so! I told you so!"
190820.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
აქ ყოვლად აუღელვებლად შემოიჭრა დონ პედრო, სასტიკი მშობელი, ამოათრია ნანგრევებიდან თავისი ასული, სწრაფად ჩაულაპარაკა, რა გაცინებს, ისე ითამაშე, ვითომც აქ არაფერიო და როდრიგოს წამოდგომა უბრძანა, რისხვითა და ზიზღით აღსავსემ, თავისი სამეფოდან გააძევა.
With wonderful presence of mind, Don Pedro, the cruel sire, rushed in, dragged out his daughter, with a hasty aside— "Don’t laugh! Act as if it was all right!"—and, ordering Roderigo up, banished him from the kingdom with wrath and scorn.