მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190821.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ამ შეუპოვრობამ ზარაც აღანთო, მანაც უარი თქვა მამის მორჩილებაზე, დონ პედრომ კი ორივენი სასახლის უღრმეს ჯურღმულში გაამწესა.
This dauntless example fired Zara: she also defied her sire, and he ordered them both to the deepest dungeons of the castle.
190822.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
გამოვიდა პატარა, ჩასკვნილი მსახური, ჯაჭვები მოიტანა და ისინი გაიყვანა, ამასთან, ისეთი დამფრთხალი ჩანდა, რომ აშკარად დაავიწყდა სათქმელი.
A stout little retainer came in with chains and led them away, looking very much frightened and evidently forgetting the speech he ought to have made.
190823.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მესამე მოქმედება სასახლის დარბაზში იყო და გამოჩნდა აგარი, რათა შეყვარებულები გაეთავისუფლებინა და ჰიუგოსთვის ბოლო მოეღო.
Act third was the castle hall, and here Hagar appeared, having come to free the lovers and finish Hugo.
190824.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მსახურმა ჰიუგო გვერდზე გაიყვანა, რაღაცის სათქმელად, აგარმა კი ის ორი თასი სხვა, უვნებლებით შეცვალა.
The servant takes Hugo aside to tell him something, and Hagar changes the cups for two others which are harmless.
190825.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მსახურმა ფერდინანდომ ისინი წაიღო, აგარმა კი როდრიგოსთვის განკუთვნილი მოწამლული თასი უკანვე დადგა.
Ferdinando, the "minion," carries them away, and Hagar puts back the cup which holds the poison meant for Roderigo.
190826.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ნამდვილად ამაღელვებელი სცენა იყო, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება იფიქრა, შლაპიდან უცაბედად გადმოყრილმა გრძელმა თმამ გვარიანად წაახდინა ავაზაკის სიკვდილის ეფექტიო.
This was a truly thrilling scene, though some persons might have thought that the sudden tumbling down of a quantity of long hair rather marred the effect of the villain’s death.
190827.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ჩაითვალა, რომ მისი სიმღერა სპექტაკლის მშვენება იყო და ერთად აღებულ მთელ წარმოდგენას სჯობდა.
Her singing was considered more wonderful than all the rest of the performance put together.
190828.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მეოთხე მოქმედებაში სასოწარკვეთილი როდრიგო გამოცხადდა, რომელიც მზად იყო, გულში ხანჯალი ჩაეცა, რადგან ამცნეს, ზარამ მიგატოვაო.
Act fourth displayed the despairing Roderigo on the point of stabbing himself because he has been told that Zara has deserted him.
190829.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მაგრამ როცა ხანჯალი უკვე გულზე მიიდო, მისი ფანჯრის ქვეშ ტკბილი სიმღერა გაისმა, შეიტყო, რომ ზარა მისი ერთგული იყო, თუმცა საფრთხეში იყო და მას შეეძლო მისი დახსნა, თუკი მოიწადინებდა.
Just as the dagger is at his heart, a lovely song is sung under his window, informing him that Zara is true but in danger, and he can save her if he will.
190830.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მეხუთე მოქმედება ზარასა და დონ პედროს ბობოქარი სცენით დაიწყო.
Act fifth opened with a stormy scene between Zara and Don Pedro.
190831.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მან მონასტერში გაგზავნა დაუპირა ასულს, მაგრამ მას გაგონებაც არ უნდოდა და გულისამაჩუყებელი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ის-ის იყო, გრძნობა უნდა დაეკარგა, რომ როდრიგო შემოიჭრა და მისი ხელი ითხოვა, მაგრამ რაკი ღარიბი გახლდათ, დონ პედრომ უარი სტკიცა.
He wishes her to go into a convent, but she won’t hear of it and, after a touching appeal, is about to faint when Roderigo dashes in and demands her hand but Don Pedro refuses, because he is not rich.
190832.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მათ გამწარებული ყვირილი და ხელების ქნევა ატეხეს, მაგრამ ვერ მორიგდნენ და როდრიგო უკვე აპირებდა, გაწამებული ზარა გაეტაცებინა, თუმცა შემოსულმა მორიდებულმა მსახურმა იდუმალად გაუჩინარებული აგარისგან გამოგზავნილი წერილი და ტომარა შემოიტანა.
They shout and gesticulate tremendously but cannot agree, and Roderigo is about to bear away the exhausted Zara, when the timid servant enters with a letter and a bag from Hagar, who has mysteriously disappeared.
190833.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ტომარა გახსნეს, სცენაზე წვიმად წამოვიდა აურაცხელი თუნუქის ფული და იქაურობა მთლად გააბრწყინა.
The bag is opened, and several quarts of tin money shower down upon the stage till it is quite glorified with the glitter.
190834.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სასტიკ მშობელს საბოლოოდ მოულბა გული – უსიტყვოდ დათანხმდა.
This entirely softens the "stern sire", he consents without a murmur.
190835.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ყველამ გუნდურად შეასრულა ხალისიანი სიმღერა, შეყვარებულებმა რომანტიკული გრაციით აღსავსე პოზაში მოიყარეს მუხლი დონ პედროს წინაშე, ლოცვა-კურთხევის მისაღებად და ფარდაც დაეშვა.
All join in a joyful chorus, and the curtain falls upon the lovers kneeling to receive Don Pedro’s blessing in attitudes of the most romantic grace.
190836.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მქუხარე ტაში უცაბედად შეწყდა, რადგან გასაშლელი საწოლი, რომელზეც ბელეტაჟი იყო მოწყობილი, მოულოდნელად დაიკეცა და პუბლიკის ენთუზიაზმი ჩაახშო.
Tumultuous applause followed but received an unexpected check, for the cot bed, on which the "dress circle" was built, suddenly shut up and extinguished the enthusiastic audience.
190837.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
როდრიგო და დონ პედრო საშველად გაექანნენ და ყველანი მშვიდობიანად ამოიყვანეს, თუმცა ბევრი სიცილისგან დამუნჯებულიყო.
Roderigo and Don Pedro flew to the rescue, and all were taken out unhurt, though many were speechless with laughter.
190838.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ის იყო მღელვარება დაცხრა, რომ ჰანა შემოვიდა და გამოაცხადა: – მისის მარჩი გილოცავთ და ქალბატონებს ვახშმად გეპატიჟებათ.
The excitement had hardly subsided when Hannah appeared, with "Mrs. March’s compliments, and would the ladies walk down to supper".
190839.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ეს მიწვევა მსახიობებისთვისაც კი მოულოდნელი იყო და როცა გაშლილი სუფრა დაინახეს, გაოგნებულებმა აღტაცებით გადახედეს ერთმანეთს.
This was a surprise even to the actors, and when they saw the table, they looked at one another in rapturous amazement.
190840.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სუფრაზე ნაყინი იდო, თანაც ორი ლანგრით – ვარდისფერი და თეთრი, და ტორტიც, ხილიცა და გამაოგნებელი ფრანგული კანფეტებიც და მაგიდის შუაგულში კი ორანჟერეის ყვავილების ოთხი ვეება თაიგული იდგა.
There was ice cream—actually two dishes of it, pink and white—and cake and fruit and distracting French bonbons and, in the middle of the table, four great bouquets of hothouse flowers!