მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190841.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
სუნთქვაშეკრულები ჯერ მაგიდას მიაცქერდნენ, მერე კი დედას, რომელიც აშკარად ერთობ გახარებული ჩანდა.
It quite took their breath away; and they stared first at the table and then at their mother, who looked as if she enjoyed it immensely.
190842.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– დედამ მოამზადა, – ჭაღარა წვერისა და თეთრი წარბების მიუხედავად მომხიბლავად გაიღიმა მეგმა.
"Mother did it." And Meg smiled her sweetest, in spite of her gray beard and white eyebrows.
190843.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ეტყობა, პაპიდა მარჩი კარგ გუნებაზე იყო და ეს ვახშამი გამოგვიგზავნა! –ერთბაშად მოაფიქრდა და წამოიყვირა ჯომ.
"Aunt March had a good fit and sent the supper," cried Jo, with a sudden inspiration.
190844.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ყველანი ცდებით! მოხუცი მისტერ ლორენსის გამოგზავნილია, – მიუგო მისის მარჩმა.
"All wrong. Old Mr. Laurence sent it," replied Mrs. March.
190845.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– იმ ბიჭის პაპაა! რამ მოაფიქრა? არც კი ვიცნობთ! – წამოიძახა მეგმა.
"The Laurence boy’s grandfather! What in the world put such a thing into his head? We don’t know him!" exclaimed Meg.
190846.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ჰანას იმათი რომელიღაც მსახურისთვის მოუყოლია თქვენი საუზმის ამბავი.
Hannah told one of his servants about your breakfast party.
190847.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
მისტერ ლორენსი უცნაური მოხუცი კია, მაგრამ ეს ძალიან ეამა.
He is an odd old gentleman, but that pleased him.
190848.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
დიდი ხნის წინ იცნობდა მამაჩემს, დღეს კი თავაზიანი წერილი მომწერა, ვიმედოვნებ, ნებას დამრთავთ, თქვენი შვილების მიმართ კეთილგანწყობა გამოვავლინო და დღესასწაულის აღსანიშნავად მცირეოდენი ნობათი მოვართვაო.
He knew my father years ago, and he sent me a polite note this afternoon, saying he hoped I would allow him to express his friendly feeling toward my children by sending them a few trifles in honor of the day.
190849.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
უარი ვერ ვუთხარი, ამიტომაც ამ საღამოს პატარა ნადიმი გექნებათ დილანდელი რძისა და პურის სამაგიეროდ.
I could not refuse, and so you have a little feast at night to make up for the bread-and-milk breakfast.
190850.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ეჭვიც არ მეპარება, შვილიშვილი ჩააგონებდა.
That boy put it into his head, I know he did!
190851.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ვატყობ, თვითონაც უნდა ჩვენი გაცნობა, ოღონდ ძალიან მორცხვია, მეგი კი ისეთი თავდაჭერილი გვყავს, რომ როცა ჩავუვლით ხოლმე, დალაპარაკების საშუალებას არ მაძლევს, – თქვა ჯომ, როცა ლანგრები ჩამოატარეს და ნაყინმა, აღტაცებული ოხვრა-კვნესის თანხლებით, თვალდათვალ იწყო გაქრობა.
"He looks as if he’d like to know us but he’s bashful, and Meg is so prim she won’t let me speak to him when we pass," said Jo, as the plates went round, and the ice began to melt out of sight, with ohs and ahs of satisfaction.
190852.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– იმ ხალხზე ამბობთ, თქვენ მეზობლად, დიდ სახლში რომ ცხოვრობს? – იკითხა ერთმა გოგონამ.
"You mean the people who live in the big house next door, don’t you?" asked one of the girls.
190853.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– დედაჩემი იცნობს მოხუც მისტერ ლორენსს, მაგრამ ამბობს, ძალიან ამაყია და მეზობლებში გათქვეფა არ უნდაო.
My mother knows old Mr. Laurence, but says he’s very proud and doesn’t like to mix with his neighbors.
190854.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ერთხელ წვეულებაზე დავპატიჟეთ, მაგრამ არ მოსულა.
We invited him to our party, but he didn’t come.
190855.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
დედა ამბობს, მშვენიერი ბიჭიაო, მაგრამ გოგოებს ხმას არ გვცემს.
Mother says he’s very nice, though he never speaks to us girls.
190856.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ერთხელ ჩვენი კატა გაიქცა და უკან მოგვიყვანა და ღობესთან ვილაპარაკეთ კრიკეტზე და მისთანებზე, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს, მაგრამ მეგის დანახვისთანავე მოუსვა.
Our cat ran away once, and he brought her back, and we talked over the fence, and were getting on capitally—all about cricket, and so on—when he saw Meg coming, and walked off.
190857.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ძალიან მინდა, ახლოს გავიცნო. თავს დავდებ, აშკარად სჭირდება გახალისება, – დაბეჯითებით თქვა ჯომ.
"I mean to know him some day, for he needs fun, I’m sure he does," said Jo decidedly.
190858.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
წინააღმდეგი არ ვიქნები, გაიცნოთ, როცა შესაფერისი შემთხვევა მოგეცემათ.
I’ve no objection to your knowing him, if a proper opportunity comes.
190859.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ყვავილები თვითონ მოიტანა და ზუსტად რომ მცოდნოდა, რა ხდებოდა ზემოთ, თქვენთან, შემოვიპატიჟებდი.
He brought the flowers himself, and I should have asked him in, if I had been sure what was going on upstairs.
190860.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– კიდევ კარგი, არ შემოიპატიჟე, დე! – გაეცინა ჯოს და ჩექმებზე დაიხედა.
"It’s a mercy you didn‘t, Mother!" laughed Jo, looking at her boots.