მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190861.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
– ასეთი მშვენიერი თაიგული არასოდეს მქონია! რა ლამაზია! – და მეგი დიდი ინტერესით დააცქერდა თავის ყვავილებს.
"I never had such a fine bouquet before! How pretty it is!" And Meg examined her flowers with great interest.
190862.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 2
ბეთი ჩაეხუტა და ნაზად ჩასჩურჩულა: – ნეტავ შემეძლოს, ერთ ასეთ თაიგულს მამასაც გავუგზავნიდი. ის, ალბათ, ჩვენსავით მხიარულად ვერ ატარებს შობას.
Beth nestled up to her, and whispered softly, "I wish I could send my bunch to Father. I’m afraid he isn’t having such a merry Christmas as we are".
190863.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორენსების ბიჭი.
The Laurence Boy.
190864.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
-ჯო! ჯო! სადა ხარ? – დაიძახა სხვენის კიბის ძირიდან მეგმა.
"Jo! Jo! Where are you?" cried Meg at the foot of the garret stairs.
190865.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– აქ, – უპასუხა ჩახრინწულმა ხმამ მაღლიდან და მეგმა ზემოთ აირბინა და მზიან ფანჯარასთან ძველ, სამფეხა დივანზე მოკალათებული, პლედშემოხვეული და იპოვა, რომელიც ვაშლს შეექცეოდა, თან „რედკლიფის მემკვიდრეს“ დასტიროდა.
"Here!" answered a husky voice from above, and, running up, Meg found her sister eating apples and crying over the Heir of Redclyffe, o wrapped up in a comforter on an old three-legged sofa by the sunny window.
190866.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ეს ადგილი ჯოს საყვარელი თავშესაფარი იყო.
This was Jo’s favorite refuge.
190867.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგის გამოჩენაზე „ფხაჭუნა“ სოროში გაუჩინარდა.
As Meg appeared, Scrabble whisked into his hole.
190868.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჯომ თავი გააქნია, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოიშორა და ახალი ამბის მოსასმენად მოემზადა.
Jo shook the tears off her cheeks and waited to hear the news.
190869.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– როგორ გამიხარდა! ერთი შეხედე!
Such fun! Only see!
190870.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– „მისის გარდინერი მოხარული იქნება, ახალი წლის წინა საღამოს ცეკვებზე იხილოს მის მარჩი და მის ჯოზეფინი“.
"Mrs. Gardiner would be happy to see Miss March and Miss Josephine at a little dance on New Year’s Eve".
190871.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
დედა გვიშვებს. აბა, რა ჩავიცვათ?
Marmee is willing we should go, now what shall we wear?”
190872.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– რას მეკითხები, როცა ისედაც იცი, რომ პოპლინებს ჩავიცვამთ, სხვა რა გაგვაჩნია? – უპასუხა პირგამოტენილმა ჯომ.
"What’s the use of asking that, when you know we shall wear our poplins, because we haven’t got anything else?" answered Jo with her mouth full.
190873.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– აბრეშუმის კაბა მაინც მქონდეს... – ამოიოხრა მეგმა.
"If I only had a silk!" sighed Meg.
190874.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
შენი მთლად ახალს ჰგავს, ჩემი კი, სულ დამავიწყდა, რომ დამეწვა და გამეხა.
Yours is as good as new, but I forgot the burn and the tear in mine.
190875.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– უნდა იჯდე და ზურგიდან არავის დაენახვო. წინ კარგადაა.
You must sit still all you can and keep your back out of sight; the front is all right.
190876.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თმას ახალი სარტყლით დავიმაგრებ, დედა თავის მარგალიტის ქინძისთავს მათხოვებს და ახალი ფეხსაცმელი მშვენიერი მაქვს და ხელთათმანიც ივარგებს, თუმცა, მე რომ მინდა, ისეთი კარგიც არ არის.
I shall have a new ribbon for my hair, and Marmee will lend me her little pearl pin, and my new slippers are lovely, and my gloves will do, though they aren’t as nice as I’d like.
190877.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ჩემებს ლიმონათი გადაესხა, ახალს კი ვერ ვიშოვი. ჰოდა, უიმისოდ უნდა წამოვიდე, – თქვა ჯომ, რომელსაც დიდად არ ანაღვლებდა ჩაცმა-დახურვა.
"Mine are spoiled with lemonade, and I can’t get any new ones, so I shall have to go without," said Jo, who never troubled herself much about dress.
190878.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ხელთათმანი აუცილებლად უნდა გქონდეს, ან მე არ წამოვალ, – გადაჭრით გამოუცხადა მეგმა.
"You must have gloves, or I won’t go," cried Meg decidedly.
190879.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– დედას ახალს ვერ სთხოვ, ძალიან ძვირია, შენ კი მოუხერხებელი და გაუფრთხილებელი ხარ.
You can’t ask Mother for new ones, they are so expensive, and you are so careless.
190880.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეორე წყვილი რომ გაგიფუჭდა, გითხრა, ამ ზამთარს მეტს აღარ გიყიდიო.
She said when you spoiled the others that she shouldn’t get you any more this winter.