მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190881.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თითო კარგი ხელთათმანი ჩავიცვათ და ცუდი ხელში დავიჭიროთ.
Each wear one good one and carry a bad one.
190882.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– შენ ჩემზე დიდი ხელები გაქვს და ჩემსას გამიწელავ, – დაიწყო მეგმა, ვისთვისაც ხელთათმანი მუდამ მტკივნეული საკითხი იყო.
"Your hands are bigger than mine, and you will stretch mine," began Meg, whose gloves were a tender point with her.
190883.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მაშ, უიმისოდ წამოვალ.
Then I’ll go without.
190884.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
სულ არ მაინტერესებს, ხალხი რას იტყვის, – წამოიძახა ჯომ და ისევ წიგნი აიღო.
"I don’t care what people say!" cried Jo, taking up her book.
190885.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არ დამილაქავო და წესიერად მოიქეცი.
Only don’t stain it, and do behave nicely.
190886.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ხელები ზურგს უკან არ წაიღო, არავის მიაშტერდე და არც „ქრისტოფერ კოლუმბი“ იძახო, კარგი?
Don’t put your hands behind you, or stare, or say "Christopher Columbus!" will you?
190887.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ჩემზე არ ინერვიულო.
Don’t worry about me.
190888.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ახლა წადი, უპასუხე მაგ მოსაწვევს და მაცალე, ეს მშვენიერი ამბავი დავამთავრო.
Now go and answer your note, and let me finish this splendid story.
190889.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ასეთი სუნი უნდა ჰქონდეს? – იკითხა საწოლის თავზე ჩამოსკუპებულმა ბეთმა.
"Ought they to smoke like that?" asked Beth from her perch on the bed.
190890.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ტენიანია, რომელიც შრება, – უპასუხა ჯომ.
"It’s the dampness drying," replied Jo.
190891.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– რა უცნაური სუნია! გეგონება, ბუმბულს ტრუსავენო, – შენიშნა ემიმ და ამაყად დაისვა ხელი საკუთარ მშვენიერ კულულებზე.
"What a queer smell! It’s like burned feathers," observed Amy, smoothing her own pretty curls with a superior air.
190892.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– აჰა, ახლა კი ქაღალდს შემოვხსნი და პატარ-პატარა ხვეულების ღრუბელს დაინახავთ, – თქვა ჯომ და მაშა დადო.
"There, now I’ll take off the papers and you’ll see a cloud of little ringlets," said Jo, putting down the tongs.
190893.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ქაღალდები კი მოხსნა, მაგრამ ხვეულების ღრუბელი არ გამოჩენილა: თმა ქაღალდს ჩამოჰყვა და თავზარ დაცემულმა პარიკმახერმა მსხვერპლის წინ, ბიუროზე, პატარა-პატარა, დახრუკული ბღუჯები დაალაგა.
She did take off the papers, but no cloud of ringlets appeared, for the hair came with the papers, and the horrified hairdresser laid a row of little scorched bundles on the bureau before her victim.
190894.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ეგ რა ქენი? დავიღუპე! ვერ წავალ?! ჩემი თმა! ჩემი თმა! – ატირდა მეგი და სასოწარკვეთილი მიაშტერდა შუბლზე დარჩენილ უსწორმასწორო ხვეულებს.
"What have you done? I’m spoiled! I can’t go! My hair, my hair!" wailed Meg, looking with despair at the uneven frizzle on her forehead.
190895.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
კიდევ რამდენიმე, ოღონდ ნაკლებ სავალალო მარცხის შემდეგ მეგმა, როგორც იქნა, დაასრულა, მერე კი, მთელი ოჯახის გაერთიანებული ძალისხმევით, ჯოსაც ჩააცვეს კაბა და თმა მაღლა აუკეცეს.
After various lesser mishaps, Meg was finished at last, and by the united exertions of the family Jo’s hair was got up and her dress on.
190896.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უჭერდა და სტკენდა, ჯოს კი ეგონა, ცხრამეტივე სარჭი პირდაპირ თავში მერჭობაო, რაც დიდად სასიამოვნო არ გახლდათ.
Meg’s high-heeled slippers were very tight and hurt her, and Jo’s nineteen hairpins all seemed stuck straight into her head, which was not exactly comfortable.
190897.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– აბა, კარგი დრო გაატარეთ, ჩემო საყვარლებო! – დააწია მისის მარჩმა.
"Have a good time, dearies!" said Mrs. March.
190898.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
გოგოებო! ცხვირსახოცები გაქვთ?
Girls! have you got handkerchiefs?
190899.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– იმიტომ რომ არისტოკრატიული გემოვნება აქვს და ძალიანაც სწორია: ნამდვილ ლედის სუფთა ფეხსაცმელებით, ხელთათმანითა და ცხვირსახოცით ცნობენ, – მიუგო მეგმა.
"It is one of her aristocratic tastes, and quite proper, for a real lady is always known by neat boots, gloves, and handkerchief," replied Meg.
190900.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
და თმა ძალიან ცუდი შესახედავი ხომ არ არის? – თქვა მეგმა, როცა მისის გარდინერის გასახდელის სარკეში ცქერას მორჩა და, როგორც იქნა, მოტრიალდა.
"And does my hair look very bad?" said Meg, as she turned from the glass in Mrs. Gardiner’s dressing room after a prolonged prink.