მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190901.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ვიცი, რომ დამავიწყდება.
I know I shall forget.
190902.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თუ დაინახე, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ, თვალი ჩამიკარი და გამახსენე, კარგი? – გაეპასუხა ჯო, საყელო მაგრად გამოქაჩა და თავზე აჩქარებით გადაისვა ჯაგრისი.
"If you see me doing anything wrong, just remind me by a wink, will you?" returned Jo, giving her collar a twitch and her head a hasty brush.
190903.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არა, თვალის ჩაკვრა არ არის ქალური!
No, winking isn’t ladylike.
190904.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
რამე თუ შეგეშალა, წარბებს ავწევ და თუ ყველაფერი კარგად იქნა, თავს დაგიქნევ.
I’ll lift my eyebrows if anything is wrong, and nod if you are all right.
190905.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
აბა, მხრები სწორად დაიჭირე, პატარ-პატარა ნაბიჯებით იარე და თუ ვინმე გაგაცნეს, ხელი არ ჩამოართვა.
Now hold your shoulders straight, and take short steps, and don’t shake hands if you are introduced to anyone.
190906.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
რა მხიარული მუსიკაა, არა?
Isn’t that music gay?
190907.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მისის გარდინერი – წარმოსადეგი, ხნიერი ბანოვანი – თავაზიანად შეეგება და ისინი თავისი ექვსი ქალიშვილიდან ყველაზე უფროსს ჩააბარა.
Mrs. Gardiner, a stately old lady, greeted them kindly and handed them over to the eldest of her six daughters.
190908.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგი იცნობდა სალის და ცოტა ხანში მოშინაურდა, სამაგიეროდ, ჯო, რომელსაც ნაკლებად აინტერესებდა გოგონები და გოგოების ჭორაობა, განზე იდგა, კედლისკენ წინდახედულად ზურგშექცეული, და თავს ისე უადგილოდ გრძნობდა, როგორც კვიცი ყვავილნარში.
Meg knew Sallie and was at her ease very soon, but Jo, who didn’t care much for girls or girlish gossip, stood about, with her back carefully against the wall, and felt as much out of place as a colt in a flower garden.
190909.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგს ანიშნა თავის სურვილი, მაგრამ წარბები ისე შემაშფოთებლად ატყორცნა მაღლა, რომ ადგილიდან დაძვრაც კი ვერ გაბედა.
She telegraphed her wish to Meg, but the eyebrows went up so alarmingly that she dared not stir.
190910.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მასთან სალაპარაკოდ არავინ მისულა, შორიახლო მდგომი გოგონების გუნდი კი ნელ-ნელა შემცირდა სანამ ის მარტო არ დარჩა.
No one came to talk to her, and one by one the group near her dwindled away till she was left alone.
190911.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ვერ გაივლ-გამოივლიდა და თავს ვერ შეიქცევდა – ამომწვარი კაბა გამოუჩნდებოდა; ამიტომ იდგა და დაღვრემილი უყურებდა ხალხს, სანამ ცეკვები დაიწყო.
She could not roam about and amuse herself, for the burned breadth would show, so she stared at people rather forlornly till the dancing began.
190912.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგი მაშინვე მიიწვიეს და მისი მოჭერილი ფეხსაცმელი ისე მკვირცხლად გასრიალდ-გამოსრიალდა, ვერავინ მიხვდებოდა, რა ტკივილს უძლებდა მათი მოღიმარი პატრონი.
Meg was asked at once, and the tight slippers tripped about so briskly that none would have guessed the pain their wearer suffered smilingly.
190913.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
სამწუხაროდ, ეს ნიშა სხვა მორცხვ ადამიანსაც აერჩია თავშესაფრად, რადგან ზურგს უკან ფარდა ჩამოეშვა თუ არა, ჯო პირდაპირ „ლორენსების ბიჭს“ შეეჩეხა.
Unfortunately, another bashful person had chosen the same refuge, for, as the curtain fell behind her, she found herself face to face with the "Laurence boy".
190914.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– უჰ, არ ვიცოდი, აქ თუ ვინმე იყო! – წაიდუდუნა ჯომ და დააპირა ისეთივე სისწრაფით გავარდნილიყო გარეთ, რა სისწრაფითაც შევარდა.
"Dear me, I didn’t know anyone was here!" stammered Jo, preparing to back out as speedily as she had bounced in.
190915.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მაგრამ ბიჭს გაეცინა და თუმცა ცოტა შეშფოთება შეეტყო, მაინც თავაზიანად მიუგო: – მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ. თუ გნებავთ, დარჩით.
But the boy laughed and said pleasantly, though he looked a little startled, "Don’t mind me, stay if you like".
190916.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ხელს არ შეგიშლით? – სულაც არა! აქ იმიტომ შემოვედი, რომ ბევრს არავის ვიცნობ და, მიმიხვდებით, ცოტა უცხოდ ვიგრძენი თავი.
"Shan’t I disturb you?" "Not a bit. I only came here because I don’t know many people and felt rather strange at first, you know".
190917.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– გთხოვთ, ნუ წახვალთ, თუ ასე არ გირჩევნიათ.
"Don’t go away, please, unless you’d rather".
190918.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ბიჭი ისევ დაჯდა და ლაკის სამეჯლისო ფეხსაცმელს ჩააშტერდა.
The boy sat down again and looked at his pumps.
190919.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე მგონი, წინათაც მქონია თქვენი ნახვის ბედნიერება. ჩვენ მახლობლად ცხოვრობთ, არა? - გვერდით
"I think I’ve had the pleasure of seeing you before. You live near us, don’t you?" "Next door".
190920.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ახედა ბიჭმა და გულიანად გაეცინა: ჯოს გადაჭარბებულად თავაზიანი ლაპარაკი სასაცილო ეჩვენა, რადგან გაახსენდა, ღობის აქეთ-იქიდან რა გულიანად იმასლაათეს კრიკეტზე იმ დღეს, როცა გაქცეული კატა მიუყვანა.
And he looked up and laughed outright, for Jo’s prim manner was rather funny when he remembered how they had chatted about cricket when he brought the cat home.