მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190921.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჯომ მაშინვე თავისუფლად იგრძნო თავი და თვითონაც გაეცინა, მერე კი, რაც შეეძლო გულითადად უთხრა: – თქვენს გამოგზავნილ საშობაო ვახშამზე მშვენიერი დრო გავატარეთ.
That put Jo at her ease and she laughed too, as she said, in her heartiest way, “We did have such a good time over your nice Christmas present.
190922.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– პაპაჩემმა გამოგიგზავნათ.
"Grandpa sent it".
190923.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ჰო, მაგრამ აზრი ხომ თქვენ ჩააგონეთ, არა?
"But you put it into his head, didn’t you, now?"
190924.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– კატა როგორ გყავთ, მის მარჩ? – ჰკითხა ბიჭმა, ცდილობდა სერიოზული გამოჩენილიყო, მაგრამ შავი თვალები ცელქად უციმციმებდა.
"How is your cat, Miss March?" asked the boy, trying to look sober while his black eyes shone with fun.
190925.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– გმადლობთ, მშვენივრად, მისტერ ლორენს, მაგრამ მე მის მარჩი კი არა, უბრალოდ ჯო ვარ, – გაეპასუხა ყმაწვილი ლედი.
"Nicely, thank you, Mr. Laurence; but I am not Miss March, I’m only Jo," returned the young lady.
190926.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე კი მისტერ ლორენსი კი არა, უბრალოდ ლორი.
"I’m not Mr. Laurence, I’m only Laurie".
190927.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ლორი ლორენსი, რა უცნაური სახელია.
"Laurie Laurence—what an odd name!"
190928.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ნამდვილი სახელი თეოდორი მქვია, მაგრამ არ მომწონს, იმიტომ, რომ ბიჭები დორას მეძახდნენ, ჰოდა ვაიძულე, რომ ლორი დამიძახონ სანაცვლოდ.
"My first name is Theodore, but I don’t like it, for the fellows called me Dora, so I made them say Laurie instead".
190929.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მეც მეჯავრება ჩემი სახელი.
I hate my name too.
190930.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მინდა, ჯოზეფინის ნაცვლად ყველა ჯოს მეძახდეს.
I wish every one would say Jo instead of Josephine.
190931.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
როგორ მოახერხეთ, რომ ბიჭები დორას აღარ გეძახიან? – გავლახე.
How did you make the boys stop calling you Dora? "I thrashed ‘em".
190932.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– პაპიდა მარჩს ხომ ვერ გავლახავ, ჰოდა, ალბათ ისევ უნდა მოვითმინო, – და ჯო ოხვრით შეურიგდა ბედს.
"I can’t thrash Aunt March, so I suppose I shall have to bear it." And Jo resigned herself with a sigh.
190933.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ცეკვა არ გიყვართ, მის ჯო? – ჰკითხა ლორიმ და შეეტყო, რომ მისი აზრით ეს სახელი ძალიანაც უხდებოდა.
"Don’t you like to dance, Miss Jo?" asked Laurie, looking as if he thought the name suited her.
190934.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მომწონს თუ ყველა მხიარულობს და ადგილიც ბევრია.
I like it if there is plenty of room, and everyone is lively.
190935.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თქვენ არ ცეკვავთ? – ხანდახან.
Don’t you dance? - Sometimes.
190936.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– საზღვარგარეთ?! – წამოიძახა ჯომ, – მიამბეთ, რა!
"Abroad!" cried Jo. "Oh, tell me about it!"
190937.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორის შეეტყო, არ იცოდა, საიდან დაეწყო, მაგრამ დაინტერესებული ჯო კითხვებით დაეხმარა და იმანაც უამბო ვევეს სკოლის ამბები, სადაც ბიჭები უშლაპებოდ დადიოდნენ, ტბაზე საცურაოდ ნავების ფლოტილია ჰყავდათ, არდადეგებზე კი ფეხით მოგზაურობდნენ შვეიცარიაში, თავიანთ მასწავლებლებთან ერთად.
Laurie didn’t seem to know where to begin, but Jo’s eager questions soon set him going, and he told her how he had been at school in Vevay, where the boys never wore hats and had a fleet of boats on the lake, and for holiday fun went on walking trips about Switzerland with their teachers.
190938.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– პარიზშიც ყოფილხართ?
"Did you go to Paris?"
190939.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– შარშან მთელი ზამთარი იქ გავატარეთ.
"We spent last winter there".
190940.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ფრანგულად საუბარი შეგიძლიათ?
"Can you talk French?"