მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190941.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ვევეში სხვა ენაზე ლაპარაკს გვიკრძალავდნენ.
"We were not allowed to speak anything else at Vevay".
190942.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– თქვით რამე! მე ვკითხულობ, მაგრამ ვერ წარმოვთქვამ.
"Do say some! I can read it, but can’t pronounce".
190943.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– რა კარგად გამოგდით!
How nicely you do it!
190944.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
აბა, დავფიქრდე... თქვენ თქვით, ვინ არის ეს ლამაზფეხსაცმლიანი ქალიშვილიო, ხომ?
Let me see—you said, "Who is the young lady in the pretty slippers," didn’t you?
190945.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ჩემი დაა, მარგარეტი.
It’s my sister Margaret.
190946.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თქვენი აზრით, ლამაზია?
Do you think she is pretty?
190947.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– დიახ. გერმანელი გოგოები გამახსენა, ძალიან ბუნებრივი და წყნარია, თან ლედივით ცეკვავს.
"Yes, she makes me think of the German girls, she looks so fresh and quiet, and dances like a lady".
190948.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორის მალე გადაუარა მორცხვობამ, რადგან ჯოს ბიჭური ქცევა ართობდა და თავს თავისუფლად გრძნობდა, ჯოს კი ისევ დაუბრუნდა ჩვეული ხალისი, რადგან კაბა სულ დაავიწყდა და მის საქციელზე წარბებსაც აღარავინ სწევდა.
Laurie’s bashfulness soon wore off, for Jo’s gentlemanly demeanor amused and set him at his ease, and Jo was her merry self again, because her dress was forgotten and nobody lifted their eyebrows at her.
190949.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორენსების ბიჭი ახლა უფრო მოსწონდა, ვიდრე ოდესმე და რამდენჯერმე ყურადღებით დააკვირდა, რომ დებისთვის აეწერა, ძმები არ ჰყავდათ, მამრობითი სქესის ბიძაშვილებიც – თითო-ოროლა, ამიტომაც მათთვის ბიჭები სრულიად იდუმალი არსებანი იყვნენ.
She liked the "Laurence boy" better than ever and took several good looks at him, so that she might describe him to the girls, for they had no brothers, very few male cousins, and boys were almost unknown creatures to them.
190950.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
„შავი, ხვეული თმა, შავგვრემანი კანი, დიდი შავი თვალები, კოხტა ცხვირი, მშვენიერი კბილები, მოხდენილი ხელ-ფეხი. ჩემზე მაღალია, ბიჭის პირობაზე ძალიან ზრდილობიანი და, საერთოდ, კარგი ვინმეა. რამდენი წლის იქნება?“
"Curly black hair, brown skin, big black eyes, handsome nose, fine teeth, small hands and feet, taller than I am, very polite, for a boy, and altogether jolly. Wonder how old he is?"
190951.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ეს კითხვა ჯოს უკვე ენის წვერზე უტრიალებდა, მაგრამ თავი დროზე შეიკავა, უჩვეულო ტაქტი გამოავლინა და ამ ამბის შემოვლითი გზებით გარკვევა სცადა.
It was on the tip of Jo’s tongue to ask, but she checked herself in time and, with unusual tact, tried to find out in a roundabout way.
190952.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ალბათ, მალე უნივერსიტეტში წახვალთ?
I suppose you are going to college soon?
190953.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ვხედავ, რომ წიგნებს აკლავთ თავს, უფრო სწორად, ჩაჰკირკიტებთ, – და იქვე აილეწა, ეს საშინელი „თავს აკლავთ“ როგორ წამომცდაო.
"I see you pegging away at your books—no, I mean studying hard." And Jo blushed at the dreadful "pegging" which had escaped her.
190954.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორის გაეღიმა, მაგრამ არ გაჰკვირვებია, მხრები აიჩეჩა და უპასუხა: – ერთ-ორ წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვიდმეტის არ გავხდები – არა.
Laurie smiled but didn’t seem shocked, and answered with a shrug, "Not for a year or two; I won’t go before seventeen, anyway".
190955.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მაშ, თხუთმეტზე მეტისა არა ხართ? – ჰკითხა ჯომ მაღალ-მაღალ ყმაწვილს, რომელიც უკვე ჩვიდმეტი წლისა ეგონა.
"Aren’t you but fifteen?" asked Jo, looking at the tall lad, whom she had imagined seventeen already.
190956.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ოჰ, როგორ მინდა უნივერსიტეტში სწავლა!
How I wish I was going to college!
190957.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– თქვენ რა მოგწონთ?
"What do you like?"
190958.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– რა მშვენიერი პოლკაა!
That’s a splendid polka!
190959.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– თქვენც თუ წამოხვალთ, – უპასუხა მან და თავაზიანად დაუკრა თავი.
"If you will come too," he answered, with a gallant little bow.
190960.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არ შემიძლია. მეგს დავპირდი, არ ვიცეკვებ-მეთქი, იმიტომ რომ... – აქ ჯო შეყოყმანდა, არ იცოდა, გაემხილა თავისი გასაჭირი თუ გაეცინა.
"I can’t; for I told Meg I wouldn't, because—" There Jo stopped, and looked undecided whether to tell or to laugh.