მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190961.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: ცეცხლთან ახლოს მიყვარს დგომა, ჰოდა კაბები მუდამ აილანძება ხოლმე, ეს კი საერთოდ ამოიწვა, საგულდაგულოდ არის დაკემსილი, მაგრამ მაინც ემჩნევა და მეგმა მითხრა, გაუნძრევლად იყავი, არავინ დაინახოსო.
"I have a bad trick of standing before the fire, and so I burn my frocks, and I scorched this one, and though it’s nicely mended, it shows, and Meg told me to keep still so no one would see it.
190962.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თუ გინდათ, შეგიძლიათ გაიცინოთ.
You may laugh, if you want to.
190963.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ვიცი, რომ სასაცილოა.
It is funny, I know.
190964.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მაგრამ ლორის არ გაუცინია. წამით მზერა დახარა და მისმა გამომეტყველებამ საგონებელში ჩააგდო ჯო, როცა ბიჭმა ძალზე თბილად უთხრა: – ეგ არაფერი.
But Laurie didn’t laugh; he only looked down a minute, and the expression of his face puzzled Jo when he said very gently, "Never mind that".
190965.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
გთხოვთ, წამოდით.
Please come.
190966.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჯომ მადლობა გადაუხადა და ხალისით გაჰყვა, მაგრამ როცა დაინახა, რა ლამაზი, მარგალიტისფერი ხელთათმანი ეცვა მის პარტნიორს, ინატრა, ნეტავი ორივე ხელთათმანი სუფთა მქონდესო.
Jo thanked him and gladly went, wishing she had two neat gloves, when she saw the nice, pearl-colored ones her partner wore.
190967.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჰოლი ცარიელი იყო და პოლკა მშვენივრად გამოუვიდათ, რადგანაც ლორი კარგად ცეკვავდა და ჯოს ერთი გერმანული საცეკვაო ილეთი ასწავლა, რომელიც სულ ხტუნვა-ტრიალისგან შედგებოდა და გოგო აღტაცებაში მოიყვანა.
The hall was empty, and they had a grand polka, for Laurie danced well, and taught her the German step, which delighted Jo, being full of swing and spring.
190968.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მუსიკა რომ დამთავრდა, სულის მოსათქმელად კიბის საფეხურებზე ჩამოსხდნენ.
When the music stopped, they sat down on the stairs to get their breath.
190969.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– კოჭი ვიღრძე. ეს სულელური მაღალი ქუსლი გადამიბრუნდა და ფეხი მეღრძო.
I’ve sprained my ankle. That stupid high heel turned and gave me a sad wrench.
190970.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ახლა ისე მტკივა, ძლივს ვდგავარ. არც კი ვიცი, სახლამდე როგორ მივაღწევ, – ტკივილისგან წინ და უკან ქანაობდა.
"It aches so, I can hardly stand, and I don’t know how I’m ever going to get home," she said, rocking to and fro in pain.
190971.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ვიცოდი, რომ ის შტერული ფეხსაცმელი ფეხებს დაგამტვრევდა.
I knew you’d hurt your feet with those silly shoes.
190972.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე წავალ. – არა, რა თქმა უნდა!
"I’ll go." "No, indeed!"
190973.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
დავისვენებ, სანამ ჰანა მოვა.
I’ll rest till Hannah comes.
190974.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ლორის ვთხოვ, ის წავა, – თქვა ჯომ და შვებით ამოისუნთქა, როგორც კი ეს აზრი მოაფიქრდა.
"I’ll ask Laurie; he will go," said Jo, looking relieved as the idea occurred to her.
190975.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არავითარ შემთხვევაში! არ სთხოვო და არც არავის უთხრა რამე.
Mercy, no! Don’t ask or tell anyone.
190976.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჩემი ბოტები ჩამომიტანე, ეს ფეხსაცმელი კი ჩვენს ნივთებთან ერთად დადე.
Get me my rubbers, and put these slippers with our things.
190977.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ვეღარ ვიცეკვებ, მაგრამ ვახშამი რომ მორჩება, ჰანას დაელოდე და გამოჩნდება თუ არა, გამაგებინე.
I can’t dance any more, but as soon as supper is over, watch for Hannah and tell me the minute she comes.
190978.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ყველანი სავახშმოდ მიდიან.
They are going out to supper now.
190979.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მე შენთან დავრჩები, ასე მირჩევნია.
I’ll stay with you; I’d rather.
190980.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არა, ძვირფასო, გაიქეცი და ყავა მომიტანე.
No, dear, run along, and bring me some coffee.