მოიძებნა 669200 ჩანაწერი
190981.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ისე დავიქანცე, ადგილიდან ვერ ვიძვრი.
I’m so tired, I can’t stir!
190982.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მიიჭრა მაგიდასთან, დაავლო ხელი ყავას, იქვე გადაისხა და კაბის წინა კალთაც ისეთ სავალალო დღეში ჩაიგდო, როგორშიც უკანა კალთა ჰქონდა.
Making a dart at the table, she secured the coffee, which she immediately spilled, thereby making the front of her dress as bad as the back.
190983.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არა, მაინც რა დაბდურა ვარ! – წამოიძახა ჯომ, კაბა მეგის ხელთათმანით ჩამოიწმინდა და მასაც ბოლო მოუღო.
"Oh, dear, what a blunderbuss I am!" exclaimed Jo, finishing Meg’s glove by scrubbing her gown with it.
190984.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– შემიძლია დაგეხმაროთ? – თქვა კეთილგანწყობილმა ხმამ.
"Can I help you?" said a friendly voice.
190985.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორი გამოდგა: ცალ ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა, მეორეში – ნაყინიანი თეფში.
And there was Laurie, with a full cup in one hand and a plate of ice in the other.
190986.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მინდოდა, მეგისთვის რამე წამეღო, ძალიან დაღლილია და ვიღაც მომეჯახა და აი, რა მშვენიერ დღეში ვარ, – მიუგო ჯომ და შეძრწუნებულმა, დალაქავებული კაბიდან გაყავისფრებულ ხელთათმანზე გადაიტანა მზერა.
"I was trying to get something for Meg, she is very tired, and someone shook me, and here I am in a nice state," answered Jo, glancing dismally from the stained skirt to the coffee-colored glove.
190987.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
შეიძლება თქვენს დას მივუტანო?
May I take it to your sister?
190988.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ოჰ, დიდი მადლობა! გაჩვენებთ, სადაც არის.
Oh, thank you! I’ll show you where she is.
190989.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
არც გეუბნებით, მე წავუღებ-მეთქი, რადგან ეგ რომ ვქნა, კიდევ რამე ხათაბალაში ჩავვარდები.
I won’t offer to take it myself, for I should only get into another scrape if I did.
190990.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მშვენივრად გაერთნენ კანფეტებითა და დევიზებით, მერე კი, ზარობანას შეუდგნენ ოთახში შემთხვევით შემოსულ ორ-სამ ახალგაზრდასთან ერთად და შუა თამაშში იყვნენ, ჰანა რომ გამოჩნდა.
They had a merry time over the bonbons and mottoes, and were in the midst of a quiet game of "Buzz," with two or three other young people who had strayed in, when Hannah appeared.
190991.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მეგს სულ დაავიწყდა ნატკენი ფეხი და ისე წამოფრინდა ზეზე, რომ ტკივილისგან წამოიყვირა და იძულებული გახდა, ჯოს ჩაბღაუჭებოდა.
Meg forgot her foot and rose so quickly that she was forced to catch hold of Jo, with an exclamation of pain.
190992.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ჩუ! ხმა არ ამოიღო, – წასჩურჩულა და მერე ხმამაღლა დაუმატა, – არაფერია. ფეხი გადამიბრუნდა ოდნავ, ეგ არის და ეგ, – და თავის რაღაცების ჩასაცმელად კოჭლობით ავიდა ზემოთ.
"Hush! Don’t say anything," she whispered, adding aloud, "It’s nothing. I turned my foot a little, that’s all," and limped upstairs to put her things on.
190993.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჰანა ბუზღუნებდა, მეგი ტიროდა, ჯო კი, ლამის გაგიჟებულიყო, სანამ არ გადაწყვიტა, ამ საქმე თავის თავზე არ აიღო.
Hannah scolded, Meg cried, and Jo was at her wits’ end, till she decided to take things into her own hands.
190994.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
გასხლტა გასახდელიდან, ჩაირბინა, იპოვა რომელიღაც მსახური და სთხოვა, იქნებ ეტლი გვიშოვოთო.
Slipping out, she ran down and, finding a servant, asked if he could get her a carriage.
190995.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ძალიან ადრეა! ჯერ, ალბათ, წასვლას არ აპირებთ, – დაიწყო ჯომ, შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ყოყმანობდა, შემოთავაზებაზე დათანხმებას.
"It’s so early! You can’t mean to go yet?" began Jo, relieved but hesitating to accept the offer.
190996.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე მუდამ ადრე მივდივარ... მართლა.
I always go early—I do, truly!
190997.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
გთხოვთ, ნება მომეცით, მიგიყვანოთ სახლამდე.
Please let me take you home.
190998.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მაინც ერთი გზა გვაქვს, თანაც ამბობენ, გაწვიმდაო.
It’s all on my way, you know, and it rains, they say.
190999.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჰანას კატასავით სძულდა წვიმა, ამიტომ უარი არ უთქვამს და ცოტა ხანში ყველანი ძვირფასი, დახურული ეტლით მიგრიალებდნენ, ზეიმისა და კომფორტის შეგრძნებით აღსავსენი.
Hannah hated rain as much as a cat does so she made no trouble, and they rolled away in the luxurious closed carriage, feeling very festive and elegant.
191000.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ლორი კოფოზე დაჯდა, ისე, რომ მეგმა ფეხი სკამზე დადო და გოგონები თავისუფლად მასლაათობდნენ წვეულებაზე.
Laurie went on the box so Meg could keep her foot up, and the girls talked over their party in freedom.