მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191001.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე მშვენიერი დრო გავატარე, შენ? – ჰკითხა ჯომ, თმა აიჩეჩა და მოხერხებულად მოკალათდა.
"I had a capital time. Did you?" asked Jo, rumpling up her hair, and making herself comfortable.
191002.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– კი, სანამ დავშავდებოდი.
Yes, till I hurt myself.
191003.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
გაზაფხულზე აპირებს წასვლას, როცა ოპერა ჩამოვა და რა მშვენიერი იქნება, თუ დედა გამიშვებს, – მიუგო ამ აზრით გახალისებულმა მეგმა.
She is going in the spring when the opera comes, and it will be perfectly splendid, if Mother only lets me go,” answered Meg, cheering up at the thought.
191004.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– დაგინახე, იმ წითურს ეცეკვებოდი, მე რომ გავექეცი.
I saw you dancing with the redheaded man I ran away from.
191005.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
თმა წითური კი არა, მოწაბლისფრო აქვს, თანაც ძალიან ზრდილობიანია.
His hair is auburn, not red, and he was very polite.
191006.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
მე და ლორი სიცილით დავიხოცეთ. გესმოდა ჩვენი?
Laurie and I couldn’t help laughing. Did you hear us?
191007.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– არა, მაგრამ ძალიან უზრდელობაა.
No, but it was very rude.
191008.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჯომ თავისი თავგადასავლი მოჰყვა და როცა დაასრულა, კიდეც მივიდნენ სახლთან.
Jo told her adventures, and by the time she had finished they were at home.
191009.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
დიდი მადლობით დაემშვიდობნენ ლორის და შინ შეიპარნენ იმ იმედით, არავის შევაწუხებთო.
With many thanks, they said good night and crept in, hoping to disturb no one.
191010.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
ჯოს, მეგის სიტყვებით, „საშინელი გაუზრდელობა“ გამოეჩინა და პატარა გოგონებისთვის კანფეტები წამოეღო; იმათაც მოისმინეს საღამოს ყველაზე მღელვარე მოვლენები და დაშოშმინდნენ.
With what Meg called "a great want of manners," Jo had saved some bonbons for the little girls; and they soon subsided, after hearing the most thrilling events of the evening.
191011.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– ასე მგონია, მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი ვარ, შინ ჩემი ეტლით დავბრუნდი წვეულებიდან, ვზივარ პენუარგადაცმული და პირისფარეში დამტრიალებს, – თქვა მეგმა, როცა ჯომ ფეხზე არნიკის კომპრესი დაადო და თმა დაუვარცხნა.
"It really seems like being a fine young lady, to come home from the party in a carriage and sit in my dressing gown with a maid to wait on me," said Meg, as Jo bound up her foot with arnica and brushed her hair.
191012.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
– მე მგონი, მშვენიერ ახალგაზრდა ქალბატონებზე ნაკლები დრო არ გაგვიტარებია, თუმცა თმა დაგვეწვა და ძველი კაბები, ცალ-ცალი ხელთათმანი და მოჭერილი ფეხსაცმელი გვეცვა, რომელშიც კოჭი გადაგვიბრუნდა.
I don’t believe fine young ladies enjoy themselves a bit more than we do, in spite of our burned hair, old gowns, one glove apiece, and tight slippers that sprain our ankles.
191013.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 3
და, ჩემი აზრით, ჯო ძალიანაც მართალი იყო.
And I think Jo was quite right.
191014.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
-ეჰ, რა ძნელია! ავიკიდოთ ტვირთი და გავუყვეთ გზას, – ამოიოხრა მეგმა წვეულების მეორე დღეს, რადგან დღესასწაულებმა ჩაიარა და ერთკვირიანი დასვენება-მხიარულების შემდეგ ესიკვდილებოდა იმ საქმის კეთება, რომელიც არც მანამდე ეხატებოდა გულზე.
"Oh, how hard it is to take up our packs and go on," sighed Meg the morning after the party, for, now the holidays were over, the week of merrymaking did not fit her for going on easily with the task she never liked.
191015.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– მუდამ შობა ან ახალი წელი მაინც იყოს!
I wish it was Christmas or New Year’s all the time.
191016.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ისე კარგად ვერ გავერთობოდით, როგორც ახლა ვერთობით.
We shouldn’t enjoy ourselves so much as we do now.
191017.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
როგორ მიყვარს ფუფუნება! – ამბობდა მეგი და თან ცდილობდა გადაეწყვიტა, ორი გაცრეცილი კაბიდან რომელი იყო ნაკლებად გაცრეცილი.
"I’m so fond of luxury," said Meg, trying to decide which of two shabby gowns was the least shabby.
191018.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ჰო, არ გვაქვს და მოდი, ბუზღუნს კი ნუ მოვყვებით, ავიკიდოთ ჩვენ-ჩვენი ტვირთი და ისე ხალისიანად ვიაროთ ჩვენს ძნელ გზაზე, როგორც დედა დადის.
Well, we can’t have it, so don’t let us grumble but shoulder our bundles and trudge along as cheerfully as Marmee does.
191019.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ეს აზრი ჯოს ჭკუაში დაუჯდა და გუნებაზე მოიყვანა, სამაგიეროდ მეგი არ გამხიარულებულა, რადგან თავისი ტვირთი – ოთხი ნებიერი პატარა გოგო – უფრო მძიმე ეჩვენებოდა, ვიდრე ოდესმე.
This idea tickled Jo’s fancy and put her in good spirits, but Meg didn’t brighten, for her burden, consisting of four spoiled children, seemed heavier than ever.
191020.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
იმის ხალისიც კი არ ჰქონდა, რომ ყელზე, როგორც სჩვეოდა, ცისფერი ლენტი შემოეხვია და თავი მოელამაზებინა ან თმა დაეყენებინა ისე, როგორც ყველაზე მეტად უხდებოდა.
She hadn’t heart enough even to make herself pretty as usual by putting on a blue neck ribbon and dressing her hair in the most becoming way.