მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191021.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– რა აზრი აქვს, ასეთი შესახედავი ვიქნები თუ ისეთი, როცა იმ საზიზღარი ჯუჯების გარდა ვერავინ მხედავს და არც არავის ადარდებს, ლამაზი ვარ თუ არა, – წაიბურტყუნა და ბრახუნით შესწია კომოდის უჯრა.
"Where’s the use of looking nice, when no one sees me but those cross midgets, and no one cares whether I’m pretty or not?" she muttered, shutting her drawer with a jerk.
191022.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ჩემი დღე და მოსწრება ამ სამუშაოს უნდა შევაკლა თავი და ათასში ერთხელ გავერთო, მერე კი დავბერდები, დავუშნოვდები და დავუჟმურდები, იმიტომ რომ ღარიბი ვარ და სხვა გოგოებივით ხალისიანად ვერ გავატარებ ცხოვრებას.
“I shall have to toil and moilac all my days, with only little bits of fun now and then, and get old and ugly and sour, because I’m poor and can’t enjoy my life as other girls do.
191023.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ასე რომ, მეგი შეურაცხყოფილი იერით ჩავიდა დაბლა და საუზმობისას მაინცდამაინც თავაზიანად ვერ ეჭირა თავი.
So Meg went down, wearing an injured look, and wasn’t at all agreeable at breakfast time.
191024.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
თავმტკივანი ბეთი დივანზე მიწოლილიყო და ცდილობდა, კატისა და სამი კნუტის საზოგადოებაში ეპოვა ნუგეში.
Beth had a headache and lay on the sofa, trying to comfort herself with the cat and three kittens.
191025.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ემის გაკვეთილები არ ჰქონდა ნასწავლი, ბოტებსაც ვერ აგნებდა და ბრაზობდა.
Amy was fretting because her lessons were not learned, and she couldn’t find her rubbers.
191026.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ბეთ, მაგ შენს ამაზრზენ კატებს თუ სარდაფში არ იყოლიებ, წყალში ჩავახრჩობ და ის იქნება! – ბრაზით წამოიყვირა მეგმა, თან ცდილობდა კნუტი მოეშორებინა, რომელიც ზურგზე ასწებებოდა და ფისივით მიჰკვროდა.
"Beth, if you don’t keep these horrid cats down cellar I’ll have them drowned," exclaimed Meg angrily, as she tried to get rid of the kitten which had scrambled up her back and stuck like a burr.
191027.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჯო იცინოდა, მეგი ბრაზობდა, ბეთი იხვეწებოდა, ემი კი მოთქვამდა, რადგან ვერ მოესაზრებინა, რამდენია ცხრაჯერ თორმეტი.
Jo laughed, Meg scolded, Beth implored, and Amy wailed because she couldn’t remember how much nine times twelve was.
191028.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– გოგონებო, გოგონებო, ერთი წუთით გაჩუმდით!
Girls, girls, do be quiet one minute!
191029.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ეს წერილი დილის ფოსტით უნდა გავგზავნო, თქვენ კი ისეთ ამბავში ხართ, ხელს მიშლით, – წამოიძახა მისის მარჩმა და წერილში შეცდომით დაწერილი მესამე წინადადება წაშალა.
"I must get this off by the early mail, and you drive me distracted with your worry," cried Mrs. March, crossing out the third spoiled sentence in her letter.
191030.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
წამით ჩამოვარდნილი სიჩუმე ჰანამ დაარღვია, რომელიც ზარ-ზეიმით შემოვიდა, ორი ცხელ-ცხელი ღვეზელი დადო მაგიდაზე და ზარ-ზეიმითვე გავიდა.
There was a momentary lull, broken by Hannah, who stalked in, laid two hot turnovers on the table, and stalked out again.
191031.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჰანას, რაგინდ მოუცლელი ან გაბრაზებული ყოფილიყო, მათი გამოცხობა არ დაავიწყდებოდა.
Hannah never forgot to make them, no matter how busy or grumpy she might be.
191032.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– აბა, ბეთ, ჩაეხუტე მაგ შენს კატებს და თავის ტკივილი დაიამე.
Cuddle your cats and get over your headache, Bethy.
191033.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ამ დილით ნამდვილი ყაჩაღანებივით ვიქცევით, მაგრამ საღამოს ანგელოზები მოვბრუნდებით.
We are a set of rascals this morning, but we’ll come home angels.
191034.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
სანამ კუთხეში შეუხვევდნენ, უკან მიიხედავდნენ ხოლმე, რადგან დედა მუდამ ფანჯარასთან იდგა და უღიმოდა და ხელის უქნევდა მათ.
They always looked back before turning the corner, for their mother was always at the window and smile, and wave her hand to them.
191035.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ღირსები ვიქნებოდით, დედას ჰაეროვანი კოცნით კი არა, მუშტის ქნევით გამოვეცილებინეთ, იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე არ დადიან ჩვენზე უმადური არამზადები! – წამოიძახა ჯომ.
"If Marmee shook her fist instead of kissing her hand to us, it would serve us right, for more ungrateful wretches than we are were never seen," cried Jo.
191036.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– შენს თავზე რაც გინდა, ის თქვი, მე კი არც ყაჩაღი ვარ, არც არამზადა და არც ის მინდა, ასეთი სიტყვები მიძახონ.
Call yourself any names you like, but I am neither a rascal nor a wretch and I don’t choose to be called so.
191037.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– შენ იმედგაცრუებული არსება ხარ და დღეს კი აშკარად იმიტომ ბრაზობ, რომ მუდამ ფუფუნებაში ყოფნა არ გიხერხდება.
You’re a blighted being, and decidedly cross today because you can’t sit in the lap of luxury all the time.
191038.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჩემო საწყალო, მოიცა, გავმდიდრდე და ნახავ: არც ეტლები და ნაყინი მოგაკლდება, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და თაიგულები, არც წითურ ბიჭებთან ცეკვა-თამაში.
Poor dear, just wait till I make my fortune, and you shall revel in carriages and ice cream and high-heeled slippers and posies and redheaded boys to dance with.
191039.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– რა სასაცილო ხარ, ჯო! – მაგრამ მეგს მაინც გაეცინა ამ სისულელეზე და გუნებაც გამოუკეთდა.
"How ridiculous you are, Jo!" But Meg laughed at the nonsense and felt better.
191040.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მადლობა ღმერთს, ყველაფერში რამე სასაცილოს ვპოულობ და ეგ მშველის.
Thank goodness, I can always find something funny to keep me up.