მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191041.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ცდილობდნენ, მხნედ ყოფილიყვნენ ზამთრის ამინდის, მძიმე საქმისა და სიამისმოყვარე სიყმაწვილის დაუკმაყოფილებელი სურვილების მიუხედავად.
They tried to be cheerful in spite of wintry weather, hard work, and the unsatisfied desires of pleasure-loving youth.
191042.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
როცა მისტერ მარჩმა უიღბლო მეგობრის შველა სცადა და ქონება დაკარგა, უფროსმა ქალიშვილებმა ითხოვეს, რაიმე საქმეს მივყოფთ ხელს და თავს მაინც შევინახავთო.
When Mr. March lost his property in trying to help an unfortunate friend, the two oldest girls begged to be allowed to do something toward their own support, at least.
191043.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მარგარეტმა გუვერნანტის ადგილი იშოვა და მცირე ხელფასის პატრონს, თავი მდიდარი ეგონა.
Margaret found a place as nursery governess and felt rich with her small salary.
191044.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ფუფუნება უყვარდა და მისთვის მთავარი უბედურება სიღარიბე იყო.
She was "fond of luxury," and her chief trouble was poverty.
191045.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ცდილობდა, არავისი შეშურებოდა და არც უკმაყოფილო ყოფილიყო, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ყმაწვილ ქალს ლამაზი ნივთებიც ნდომებოდა, მხიარული მეგობრებიც, წარმატებაცა და უზრუნველი ცხოვრებაც.
She tried not to be envious or discontented, but it was very natural that the young girl should long for pretty things, gay friends, accomplishments, and a happy life.
191046.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
კინგებთან ყოველდღე ხედავდა ყველაფერს, რაც სურდა, რადგან ბავშვების უფროსი დები ახალი გასულები იყვნენ და მეგი ხშირად მოჰკრავდა ხოლმე თვალს მოხდენილ სამეჯლისო კაბებსა და თაიგულებს, ესმოდა ხალისიანი საუბარი სპექტაკლებზე, კონცერტებზე, მარხილით სრიალზე თუ ათასნაირ გასართობზე; ხედავდა, როგორ ფანტავდნენ ფულს იმ წვრილმანებზე, რაც მისთვის ნამდვილი განძი იქნებოდა.
At the Kings’ she daily saw all she wanted, for the children’s older sisters were just out, and Meg caught frequent glimpses of dainty ball dresses and bouquets, heard lively gossip about theaters, concerts, sleighing parties, and merrymakings of all kinds, and saw money lavished on trifles which would have been so precious to her.
191047.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
საბრალო მეგი იშვიათად წუწუნებდა, მაგრამ დროდადრო მაინც მოეძალებოდა უსამართლობის შეგრძნება და ყველაზე გამწარდებოდა ხოლმე.
Poor Meg seldom complained, but a sense of injustice made her feel bitter toward everyone sometimes.
191048.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
როცა უბედურება მოხდა, ამ უშვილო, ხანდაზმულმა მანდილოსანმა ცოლ-ქმარს შესთავაზა, რომელიმე გოგოს ვიშვილებო და რადგან მისი წინადადება უარყვეს, ფრიად ნაწყენი დარჩა.
The childless old lady had offered to adopt one of the girls when the troubles came, and was much offended because her offer was declined.
191049.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
სხვა მეგობრებმა უთხრეს მარჩებს, ამ მდიდარი მოხუცებულის ანდერძში მოხსენიების ყოველგვარი საშუალება დაკარგეთო, მაგრამ „არაამქვეყნიურმა“ მარჩებმა მხოლოდ ეს მიუგეს: – არანაირი ქონებისთვის არ დავთმობთ ჩვენს გოგონებს.
Other friends told the Marches that they had lost all chance of being remembered in the rich old lady’s will, but the unworldly Marches only said— "We can’t give up our girls for a dozen fortunes".
191050.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მოხუცებული ლედი ერთხანს უმძრახადაც კი იყო მარჩებთან, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ შემთხვევით ჯო ნახა ვიღაც ნაცნობებთან, გული მიუვიდა გოგოს სასაცილო სახესა და ალალ ყოფაქცევაზე და მის დედ-მამას დაეკითხა, ჩემი კომპანიონი ხომ არ გახდებაო.
The old lady wouldn’t speak to them for a time, but happening to meet Jo at a friend‘s, something in her comical face and blunt manners struck the old lady’s fancy, and she proposed to take her for a companion.
191051.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ეს ჯოს არ სეეფერებოდა, მაგრამ რაკი უკეთესი არაფერი გამოჩნდა, დათანხმდა ამ ადგილს და, ყველას გასაკვირად, ჩინებულადაც შეეგუა ფხუკიან ნათესავს.
This did not suit Jo at all, but she accepted the place since nothing better appeared and, to every one’s surprise, got on remarkably well with her irascible relative.
191052.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
დროდადრო ქარიშხალი ამოვარდებოდა ხოლმე.
There was an occasional tempest.
191053.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
თუმცა, ჩემი აზრით, ჯო, სინამდვილეში, მშვენიერმა, დიდმა ბიბლიოთეკამ უფრო მიიზიდა, რომელიც ბიძია მარჩის სიკვდილის შემდეგ მტვრისა და ობობების საუფლოდ ქცეულიყო.
I suspect that the real attraction was a large library of fine books, which was left to dust and spiders since Uncle March died.
191054.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჯოს ახსოვდა კეთილი მოხუცი ჯენტლმენი, რომელიც თავის ვეებერთელა ლექსიკონებს გადმოუღებდა ხოლმე გზებისა და ხიდების ასაგებად, საკვირველ ამბებს მოუთხრობდა იმაზე, რაც მის ლათინური წიგნების უცნაურ ილუსტრაციებზე იყო გამოსახული და რამდენჯერაც ქუჩაში შეხვდებოდა, იმდენჯერ ჯანჯაფილიან კვერს უყიდდა.
Jo remembered the kind old gentleman, who used to let her build railroads and bridges with his big dictionaries, tell her stories about the queer pictures in his Latin books, and buy her cards of gingerbread whenever he met her in the street.
191055.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
წიგნის მაღალი კარადების ზემოდან მომზირალი მტვრიანი ბიუსტები, მოსახერხებელი სავარძლები, გლობუსები და, რაც მთავარია, დიდძალი წიგნები, რომლებშიც შეეძლო იმდენი ექექა, რამდენიც სურდა.
The dim, dusty room, with the busts staring down from the tall bookcases, the cozy chairs, the globes, and, best of all, the wilderness of books in which she could wander where she liked.
191056.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჩათვლემდა თუ არა პაპიდა მარჩი, ჯო მაშინვე ამ წყნარ ადგილს მიაშურებდა, სავარძელში ფეხმორთხმული ჩაჯდებოდა და ნამდვილ წიგნის ჭიასავით ნთქავდა პოეზიას, რომანებს, ისტორიას, მოგზაურობებსა და ილუსტრაციებს.
The moment Aunt March took her nap, Jo hurried to this quiet place, and, curling herself up in the easy chair, devoured poetry, romance, history, travels, and pictures, like a regular bookworm.
191057.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
თუმცა, ყველა სხვა ბედნიერებისა არ იყოს, არც ეს გრძელდებოდა დიდხანს, რადგან მიადგებოდა თუ არა რომანის ყველაზე საინტერესო ადგილს, ლექსის ყველაზე მშვენიერ სტრიქონს ან მოგზაურის ყველაზე სახიფათო თავგადასავალს, მოუხმობდა გამკივანი ხმა: – ჯო-ზე-ფი-ინ! ჯო-ზე-ფი-ინ! – და მასაც სხვა რა გზა ჰქონ და: მიატოვებდა თავის სამოთხეს ან ძაფის ამოსახვევად, ან პუდელის დასაბანად, ანაც ბელშემის ნარკვევების საათობით ხმამაღლა საკითხავად.
But, like all happiness, it did not last long; for as sure as she had just reached the heart of the story, the sweetest verse of the song, or the most perilous adventure of her traveler, a shrill voice called, "Josy-phine! Josy-phine!" and she had to leave her paradise to wind yarn, wash the poodle, or read Belsham’s Essays by the hour together.
191058.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
სიფიცხე, მწარე ენა და მოუსვენარი ბუნება მუდამ ხათაბალაში ხვევდა და მისი ცხოვრება გაუთავებელი აღმართ-დაღმართებისგან შედგებოდა, რომლებიც კომიკურიც გახლდათ და, იმავდროულად სევდიანიც.
A quick temper, sharp tongue, and restless spirit were always getting her into scrapes, and her life was a series of ups and downs, which were both comic and pathetic.
191059.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
როცა ის ომში წავიდა და დედა კი მთელ უნარსა და ძალ-ღონეს არმიის მხარდაჭერის საზოგადოებას ახმარდა, ბეთი მაინც ბეჯითად უჯდა გაკვეთილებს, რაც შეეძლო, მეცადინეობდა.
When he went away, and her mother was called to devote her skill and energy to Soldiers’Aid Societies, Beth went faithfully on by herself and did the best she could.
191060.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჰანას ეხმარებოდა, რომ სახლი დასუფთავებულ-დალაგებული ჰქონოდათ და სიყვარულის გარდა არანაირ ჯილდოს არ მოითხოვდა.
She helped Hannah keep home neat and comfortable for the workers, never thinking of any reward but to be loved.