მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191061.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
გრძელი, წყნარი დღეები ისე გაჰყავდა, რომ არც უსაქმოდ იყო და არც მოწყენილი, რადგან მისი პაწია სამყარო დასახლებული იყო წარმოსახული მეგობრებით, თვითონ კი, ბუნებით ფუტკარივით გამრჯე გახლდათ.
Long, quiet days she spent, not lonely nor idle, for her little world was peopled with imaginary friends, and she was by nature a busy bee.
191062.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ყოველ დილით ექვსი თოჯინა ჰყავდა გასაღვიძებელი და ჩასაცმელი, რადგან ბეთი ჯერაც ბავშვი იყო და წინანდებურად გულით უყვარდა თავისი ნებიერები.
There were six dolls to be taken up and dressed every morning, for Beth was a child still and loved her pets as well as ever.
191063.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ბევრი ასეთი ბეთია ქვეყანაზე – მორცხვი და უთქმელი, რომლებიც კუთხეში სხედან, სანამ ვინმეს არ დასჭირდება და ისე სიხარულით ცხოვრობენ სხვებისთვის, რომ ვერავინ ხედავს მათ თავდადებას, სანამ ღუმლის უკან მიყუჟული პატარა ჭრიჭინა ჭრიჭინს არ შეწყვეტს, არ დასრულდება მისი ხალისიანი არსებობა და მის შემდეგ მხოლოდ სიჩუმე და ჩრდილი დარჩება.
There are many Beths in the world, shy and quiet, sitting in corners till needed, and living for others so cheerfully that no one sees the sacrifices till the little cricket on the hearth stops chirping, and the sweet, sunshiny presence vanishes, leaving silence and shadow behind.
191064.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჩვილი იყო, როცა ჯოს შემთხვევით ნახშირის ვედროში ჩაუვარდა და, ემის აჩემებული ჰქონდა, ის დაცემა იყო, ცხვირი სამუდამოდ რომ დამიუშნოვაო.
When she was a baby, Jo had accidentally dropped her into the coal hod, and Amy insisted that the fall had ruined her nose forever.
191065.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ცხვირი არც დიდი იყო და არც წითელი, მხოლოდ ოდნავ მიჭყლეტილი გახლდათ და ვერანაირი ჩქმეტა ვერ მისცემდა არისტოკრატიულ ფორმას.
It was not big nor red, it was only rather flat, and all the pinching in the world could not give it an aristocratic point.
191066.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
„პატარა რაფაელს“ – ასე ეძახდნენ დები – ხატვის აშკარა ნიჭი ჰქონდა.
"Little Raphael," as her sisters called her, had a decided talent for drawing.
191067.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მასწავლებლები ჩიოდნენ, ამოცანების ამოხსნის მაგივრად, გრიფელის დაფაზე ცხოველებს ხატავსო.
Her teachers complained that instead of doing her sums she covered her slate with animals.
191068.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
თანაკლასელებს უყვარდათ, რადგან წყნარი იყო და, თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, ყველას დიდი მოწადინების გარეშე აწონებდა თავს.
She was a great favorite with her mates, being good-tempered and possessing the happy art of pleasing without effort.
191069.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ემი მტკიცედ იდგა განებივრებისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ყველანი თავს ევლებოდნენ და თვალდათვალ ემატებოდა წვრილმანი პატივმოყვარეობა და ეგოიზმი.
Amy was in a fair way to be spoiled, for everyone petted her, and her small vanities and selfishnesses were growing nicely.
191070.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
თუმცა, ერთი გარემოება უნელებდა დიდ წარმოდგენას: იძულებული იყო, ბიძაშვილის ტანსაცმელი სცმოდა.
One thing, however, rather quenched the vanities: she had to wear her cousin’s clothes.
191071.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ვინაიდან ფლორენსის დედას გემოვნების ნატამალი არ გააჩნდა, ემი ძალიან იტანჯებოდა, როცა ლურჯის ნაცვლად წითელი უფარფლებო ქუდი ეხურა, უშნო კაბები ეცვა და ულაზათო წინსაფრები ეკეთა.
Now Florence’s mamma hadn’t a particle of taste, and Amy suffered deeply at having to wear a red instead of a blue bonnet, unbecoming gowns, and fussy aprons.
191072.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ისღა მანუგეშებს, – თვალცრემლიანი ეუბნებოდა მეგს, – რომ როცა რამეს ვაშავებ, დედა მარია პარქსის დედასავით არ მიმოკლებს კაბის კალთას.
"My only comfort," she said to Meg, with tears in her eyes, "is that Mother doesn’t take tucks in my dresses whenever I’m naughty, as Maria Parks’ mother does".
191073.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ღმერთო ჩემო, მართლა საშინელებაა, იმიტომ რომ, ხანდახან კაბა მუხლებს ძლივს უფარავს და სკოლაში ვეღარ მოდის.
My dear, it’s really dreadful, for sometimes she is so bad her frock is up to her knees, and she can’t come to school.
191074.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
როცა ამ დეგერადაციაზე ვფიქრობ, ვხვდები: ჩემს მიჭყლეტილ ცხვირსა და ყვითელ ფეიერვერკიან იისფერ კაბას უფრო ავიტან, ვიდრე მაგნაირ რამეს.
When I think of this deggerredation, I feel that I can bear even my flat nose and purple gown with yellow sky-rockets on it.
191075.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მეგი ემის მესაიდუმლე და დამრიგებელი იყო, ხოლო ჯო – დაპირისპირებულობათა მიზიდულობის წყალობით – წყნარი ბეთისა.
Meg was Amy’s confidante and monitor, and by some strange attraction of opposites Jo was gentle Beth’s.
191076.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მორცხვი ბავშვი მხოლოდ ჯოს უმხელდა თავის ფიქრებს და, თავისდაუნებურად, ოჯახის სხვა წევრებზე მეტად სწორედ ის ახდენდა გავლენას ფიცხ უფროს დაზე.
To Jo alone did the shy child tell her thoughts; and over her big, harum-scarum sister Beth unconsciously exercised more influence than anyone in the family.
191077.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
უფროსი გოგონები ერთმანეთთან შეხმატკბილებულები იყვნენ, თან, ორივემ ერთ-ერთ უმცროს დაზე იკისრა მზრუნველობა და თავისებურად უვლიდა, ამას „დედაშვილობანა“ დაარქვეს; პატარა ქალების დედობრივმა ინსტინქტმა დებით ჩაანაცვლებინა მიტოვებული თოჯინები.
The two older girls were a great deal to one another, but each took one of the younger into her keeping and watched over her in her own way—"playing mother" they called it—and put their sisters in the places of discarded dolls with the maternal instinct of little women.
191078.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– არავის არაფერი გაქვთ სათქმელი?
Has anybody got anything to tell?
191079.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ისეთი დუნე დღე იყო, ერთი სული მაქვს, რამე მხიარული მოვისმინო, – თქვა მეგმა, როცა იმ საღამოს საკერავს მიუსხდნენ.
"It’s been such a dismal day I’m really dying for some amusement," said Meg, as they sat sewing together that evening.
191080.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– დღეს დიდი უცნაური ამბავი გადამხდა პაპიდასთან და რაკი საბოლოოდ მოგებული გამოვედი, გიამბობთ, – დაიწყო ჯომ, რომელიც თხრობის დიდი მოყვარული იყო.
"I had a queer time with Aunt today, and, as I got the best of it, I’ll tell you about it," began Jo, who dearly loved to tell stories.