მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191081.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– იმ გაუთავებელ ბელშემს ვუკითხავდი, თან, რაც შემეძლო, უღიმღამოდ ვბუტბუტებდი, მუდამ ასე ვიქცევი, რომ პაპიდას მალე ჩასთვლიმოს, მე კი რომელიმე კარგი წიგნი ჩამოვიღო და რაც შეიძლება მეტი ჩავნთქა, სანამ გაეღვიძებოდეს.
I was reading that everlasting Belsham, and droning away as I always do, for Aunt soon drops off, and then I take out some nice book, and read like fury till she wakes up.
191082.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
დღეს, სანამ თავის კანტურს დაიწყებდა, კინაღამ მე თვითონ ჩამეძინა: ისე დამამთქნარა, რომ მკითხა, ეს რამოდენა პირი დააღე, მთელი წიგნის გადაყლაპვას ხომ არ აპირებო?
I actually made myself sleepy, and before she began to nod, I gave such a gape that she asked me what I meant by opening my mouth wide enough to take the whole book in at once.
191083.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ამის გამო ერთი გრძელი ლექცია წამიკითხა ჩემს შეცოდებებზე და მითხრა, მაგაზე იფიქრე, სანამ მე ერთი წამით ბურანში წავალო.
Then she gave me a long lecture on my sins, and told me to sit and think them over while she just "lost" herself for a moment.
191084.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჰოდა, როგორც კი ჩაჩი ისე აუქანავდა, როგორც წვრილ ღეროზე გაფურჩქნილი მძიმე გეორგინა, ვიძრე ჯიბიდან „ვეკფილდელი მღვდელი“ და ჩავუჯექი, თან ცალი თვალი მასზე, ცალი კი პაპიდაზე მეჭირა.
The minute her cap began to bob like a top-heavy dahlia, I whipped the Vicar of Wakefield ahout of my pocket, and read away, with one eye on him and one on Aunt.
191085.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
იმ ადგილამდე რომ მივედი, სადაც ყველანი წყალში გადაცვივდნენ, დამავიწყდა და გადავიხარხარე.
I’d just got to where they all tumbled into the water when I forgot and laughed out loud.
191086.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
პაპიდას გაეღვიძა და რაკი გამოძინებული კარგ გუნებაზე იყო, მითხრა, აბა, ცოტა წამიკითხე, ერთი გავიგო, რა ქარაფშუტული წიგნი ამჯობინე ღირსეულ და დამრიგებლურ ბელშემსაო.
Aunt woke up and, being more goodnatured after her nap, told me to read a bit and show what frivolous work I preferred to the worthy and instructive Belsham.
191087.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
აქ კი დიდი მოწადინებით დავიწყე კითხვა და აშკარად მოეწონა, თუმცა თქმით მხოლოდ ეს მითხრა: „ვერ მივხვდი, რაზეა. უკან დაბრუნდი და თავიდან შეუდექი, შვილო“.
I did my very best, and she liked it, though she only said— "I don’t understand what it’s all about. Go back and begin it, child".
191088.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მეც დავბრუნდი უკან და ვეცადე, რაც შეიძლებოდა საინტერესოდ წარმომეჩინა პრიმროუზები.
Back I went, and made the Primroses as interesting as ever I could.
191089.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ერთხელ შევჩერდი კიდეც საინტერესო ადგილას და თვინიერად ვუთხარი: „მე მგონი, გღლით, მემ. ხომ არ გავჩერდე?“
Once I stopped in a thrilling place, and say meekly, "I’m afraid it tires you, ma’am; shan’t I stop now?"
191090.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
იმან კი აიტაცა ხელიდან გავარდნილი საქსოვი, მკაცრად შემომხედა სათვალის ზემოდან და, როგორც სჩვევია, მოკლედ მომიჭრა: „დაასრულეთ ეს თავი, მის, და ნუ კადნიერობთ“.
"She caught up her knitting, which had dropped out of her hands, gave me a sharp look through her specs, and said, in her short way, "Finish the chapter, and don’t be impertinent, miss".
191091.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– გამოტყდა, მომეწონაო? – ჰკითხა მეგმა.
"Did she own she liked it?" asked Meg.
191092.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– არა, რას ამბობ!
Oh, bless you, no!
191093.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ფული კი ბლომად აქვს, მაგრამ მაინცდამაინც არ მშურს, იმიტომ რომ, მე თუ მკითხავ, მდიდრებსაც იმდენი სადარდებელი აქვთ, რამდენიც ღარიბებს, – დაუმატა ჯომ.
"I don’t envy her much, in spite of her money, for after all rich people have about as many worries as poor ones, I think," added Jo.
191094.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– გამახსენდა, რომ მეც მაქვს მოსაყოლი, – თქვა მეგმა, – ჯოს ამბავივით სასაცილო არ არის, მაგრამ აქეთობას სულ მაგაზე ვფიქრობდი.
"That reminds me," said Meg, "that I’ve got something to tell. It isn’t funny, like Jo’s story, but I thought about it a good deal as I came home".
191095.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
დღეს კინგებთან ყველანი აფორიაქებულები დამიხვდნენ და ერთმა ბავშვმა მითხრა, ჩვენმა უფროსმა ძმამ რაღაც საშინელება ჩაიდინა და მამამ შინიდან გააგდოო.
At the Kings’ today I found everybody in a flurry, and one of the children said that her oldest brother had done something dreadful, and Papa had sent him away.
191096.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
გავიგონე, მისის კინგი ტიროდა, მისტერ კინგი ყვიროდა, გრეისმა და ელენმა კი, ჩავლისას სახე ამარიდეს, რომ იმათი ჩაწითლებულ-შეშუპებული თვალები არ დამენახა.
I heard Mrs. King crying and Mr. King talking very loud, and Grace and Ellen turned away their faces when they passed me, so I shouldn’t see how red their eyes were.
191097.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ხომ არაფერს ვკითხავდი, მაგრამ შემეცოდნენ და ვიფიქრე, კიდევ კარგი, გადარეული ძმები არ მყავს, რომ საზიზღრობები ჩაიდინონ და ოჯახი შეარცხვინონ-მეთქი.
I didn’t ask any questions, of course, but I felt so sorry for them and was rather glad I hadn’t any wild brothers to do wicked things and disgrace the family.
191098.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– მე მგონი, სკოლაში თავის შერცხვენა უფრო საშინელებაა, ვიდრე ცუდი ბიჭების საქციელი, – თავი გადააქნია ემიმ, თითქოს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების პატრონი ყოფილიყო.
"I think being disgraced in school is a great deal tryinger than anything bad boys can do," said Amy, shaking her head, as if her experience of life had been a deep one.
191099.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– დღეს სუზი პერკინზი სერდოლიკის მშვენიერი ბეჭდით მობრძანდა სკოლაში.
Susie Perkins came to school today with a lovely red carnelian ring.
191100.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ყურში წაავლო ხელი!
He took her by the ear!