მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191101.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– გოგოებს არ გაეცინათ იმ ნახატზე? – ჰკითხა ჯომ.
"Didn’t the girls laugh at the picture?" asked Jo.
191102.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჰოდა, სულაც აღარ მშურდა მისი, იმიტომ რომ მივხვდი, ამის შემდეგ მილიონი სერდოლიკის ბეჭედიც კი ვერ მომიტანდა ბედნიერებას.
I didn’t envy her then, for I felt that millions of carnelian rings wouldn’t have made me happy after that.
191103.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ნამდვილად ვერ გადავიტანდი ამნაირ უსავალალოეს შეურაცხყოფას, – და ემიმ ამაყად განაგრძო მუშაობა; ერთი მხრივ, საკუთარი ზნეობა ეამაყებოდა, მეორე მხრივ კი ის, რომ ერთი ამოსუნთქვით მოახერხა ორი გრძელი სიტყვის წარმოთქმა.
"I never, never should have got over such an agonizing mortification", and Amy went on with her work, in the proud consciousness of virtue and the successful utterance of two long words in a breath.
191104.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– აი, მე კი დღეს ისეთ ამბავს შევესწარი, რომ ძალიან მომეწონა და სადილად მინდოდა მომეყოლა, მაგრამ დამავიწყდა, – თქვა ბეთმა.
"I saw something that I liked this morning, and I meant to tell it at dinner, but I forgot," said Beth.
191105.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ერთი საწყალი ქალი შემოვიდა, ვედრო და იატაკის ჯაგრისი ეჭირა და მისტერ კატერს სთხოვა, იატაკს მოგიხეხავთ და ცოტა თევზი მომეცით, ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი მაქვს და დღეს ვერანაირი საქმე ვერ ვიშოვეო.
A poor woman came in with a pail and a mop, and asked Mr. Cutter if he would let her do some scrubbing for a bit of fish, because she hadn’t any dinner for her children, and had been disappointed of a day’s work.
191106.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მისტერ კატერს არ ეცალა და ბრაზით მიუგდო, არაო.
Mr. Cutter was in a hurry, and said "No," rather crossly;
191107.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მისტერ ლორენსმა ხელჯოხის მოკაუჭებული ბოლოთი ერთი დიდი თევზი დაითრია და მიაწოდა.
Mr. Laurence hooked up a big fish with the crooked end of his cane and held it out to her.
191108.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მან კი სასაცილოდ ჩაიკრა გულში დიდი, სლიპინა თევზი და მისტერ ლორენსს რბილი „სარეცველი“ უსურვა სასუფეველში.
She did look so funny, hugging the big, slippery fish, and hoping Mr. Laurence’s bed in heaven would be "aisy".
191109.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– დღეს ფლანელის ლურჯ ქურთუკებს ვჭრიდი, მამაზე ვფიქრობდი და ვდარდობდი, რამე რომ დაემართოს, რა მარტოსულნი და უმწეონი ვიქნებით-მეთქი.
As I sat cutting out blue flannel jackets today at the rooms, I felt very anxious about Father, and thought how lonely and helpless we should be, if anything happened to him.
191110.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
გვერდით მომიჯდა და ლაპარაკი გავუბი, რადგან ძალიან გაჭირვებული, დაღლილი და შეშფოთებული მეჩვენა.
He sat down near me, and I began to talk to him, for he looked poor and tired and anxious.
191111.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
„ვაჟები ჯარში გყავთ?“ ვკითხე.
"Have you sons in the army?" I asked.
191112.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
„დიახ, მემ. ოთხნი მყავდა, მაგრამ ორნი დაიღუპნენ, ერთი ტყვედ არის, მეოთხესთან მივდივარ, მძიმედ დაჭრილია და ვაშინგტონში, ჰოსპიტალში წევს“, მომიგო წყნარად.
"Yes, ma’am. I had four, but two were killed, one is a prisoner, and I’m going to the other, who is very sick in a Washington hospital," he answered quietly.
191113.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
„რამდენი რამ გაგიღიათ ქვეყნისთვის, სერ“, ვუთხარი და სიბრალულის ნაცვლად პატივისცემა ვიგრძენი.
"You have done a great deal for your country, sir," I said, feeling respect now, instead of pity.
191114.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
იმაზე მეტი არა, რაც მეკუთვნოდა, მემ.
Not a mite more than I ought, ma’am.
191115.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ისე მხნედ ამბობდა, ისე ალალად და თანაც სიხარულით, რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავიღეო, რომ შემრცხვა.
He spoke so cheerfully, looked so sincere, and seemed so glad to give his all, that I was ashamed of myself.
191116.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მე ერთი კაცი დავთმე ქვეყნისთვის და მეგონა, ესეც ბევრია-მეთქი, იმან კი – ოთხი და არც ნანობდა.
I’d given one man and thought it too much, while he gave four without grudging them.
191117.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მე შინ ოთხი გოგო მყავს ნუგეშად, იმას კი ერთი ვაჟი სადღაც გადაკარგულში ელოდება – ალბათ, იმისთვის, რომ სამუდამოდ გამოეთხოვოს.
I had all my girls to comfort me at home, and his last son was waiting, miles away, to say good-by to him, perhaps!
191118.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– კიდევ გვიამბე რამე, დე, ოღონდ ისიც ამნაირი დამრიგებლური.
Tell another story, Mother—one with a moral to it, like this.
191119.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მისის მარჩს გაეღიმა და მაშინვე დაიწყო, რადგან მრავალი წელი იყო, რაც ამ პატარა აუდიტორიას ამბებს უყვებოდა და იცოდა, რა ეამებოდათ.
Mrs. March smiled and began at once, for she had told stories to this little audience for many years, and knew how to please them.
191120.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– იყო და არა იყო რა, იყო ოთხი გოგო, რომლებსაც არც საჭმელ-სასმელი აკლდათ, არც ჩასაცმელ-დასახური და არც გართობა-მხიარულება, კარგი მეგობრებიც ჰყავდათ და მოყვარული მშობლებიც, არადა მაინც უკმაყოფილონი იყვნენ.
"Once upon a time, there were four girls, who had enough to eat and drink and wear, a good many comforts and pleasures, kind friends and parents who loved them dearly, and yet they were not contented".