მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191121.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მუდამ ის ჰქონდათ სათქმელად, ეს რომ მოგვცაო, ის რომ გაგვაკეთებინაო და სულ ავიწყდებოდათ, ისედაც რამდენი რამ ჰქონდათ, რამდენი რამის კეთება შეეძლოთ.
They were constantly saying, "If we only had this," or "If we could only do that," quite forgetting how much they already had, and how many things they actually could do.
191122.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ჰოდა, ერთ დედაბერს ჰკითხეს, რა ჯადოსნობით შეიძლება, ბედნიერები გავხდეთო, იმან კი მიუგო, როცა უკმაყოფილებას იგრძნობთ, იმაზე იფიქრეთ, რა სიკეთე გაქვთ ბოძებული და მადლობელი იყავითო.
So they asked an old woman what spell they could use to make them happy, and she said, ‘When you feel discontented, think over your blessings, and be grateful.
191123.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
აქ ჯომ სწრაფად აიხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იქვე გადაიფიქრა, რაკი მიხვდა, რომ ამბავი ჯერ არ დასრულებულიყო.
Here Jo looked up quickly, as if about to speak, but changed her mind, seeing that the story was not done yet.
191124.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
ერთი მიხვდა, რომ ვერანაირი ფული ვერ დაიცავს მდიდართა ოჯახებს სირცხვილისა და უბედურებისგან.
One discovered that money couldn’t keep shame and sorrow out of rich people’s houses.
191125.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მეოთხემ დაინახა, რომ სერდოლიკის ბეჭედიც კი არ ფასობს ისე, როგორც კარგი ყოფაქცევა.
The fourth saw that even carnelian rings were not so valuable as good behavior.
191126.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
და ზუსტად ვიცი, იმ გოგონებს თავის დღეში არ უნანიათ, რომ დედაბრის რჩევას მისდიეს.
And I believe they were never disappointed or sorry that they took the old woman’s advice.”
191127.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– მე კი მომწონს ეს ქადაგებები.
I like that kind of sermon.
191128.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
მამაც ხომ მაგნაირებს გვიყვებოდა ხოლმე, – ფიქრიანად წაილაპარაკა ბეთმა, თან ჯოს სანემსე ბალიშში თანაბრად არჭობდა ქინძისთავებს.
"It’s the sort Father used to tell us," said Beth thoughtfully, putting the needles straight on Jo’s cushion.
191129.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 4
– ეს გაკვეთილი ნამდვილად გვჭირდებოდა და არც დავივიწყებთ.
We needed that lesson, and we won’t forget it.
191130.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
-ჯო, რას აპირებ? – იკითხა მეგმა ერთ თოვლიან დღეს, როცა მისმა დამ ბოტებით, ძველი კაპიუშონიანი პალტოთი, ცალ ხელში ცოცხითა და მეორეში ნიჩბით გაიბრაგუნა ოთახში.
What are you going to do now, Jo? asked Meg one snowy afternoon, as her sister came tramping through the hall, in rubber boots, old sack, and hood, with a broom in one hand and a shovel in the other.
191131.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– სავარჯიშოდ მივდივარ, – მიუგო ჯომ და ანცად აუციმციმდა თვალები.
"Going out for exercise," answered Jo with a mischievous twinkle in her eyes.
191132.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მე თავგადასავლები მიყვარს და სწორედ იმათ საძებრად მივდივარ!
I like adventures, and I’m going to find some.
191133.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მეგმა ფეხები ბუხარს მიუშვირა და „აივენჰოს“ კითხვა განაგრძო, ჯო კი ენერგიულად შეუდგა ბილიკების გაკვალვას.
Meg went back to toast her feet and read Ivanhoe, and Jo began to dig paths with great energy.
191134.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
თოვლი მსუბუქი იყო და ცოცხით მალევე გადათოვლა ბაღის გარშემო ბილიკი: მზე რომ გამოვიდოდა და ხეიბარ თოჯინებს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა დასჭირდებოდათ, ბეთი სეირნობას შეძლებდა.
The snow was light, and with her room she soon swept a path all round the garden, for Beth to walk in when the sun came out and the invalid dolls needed air.
191135.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ეს ბაღი ყოფდა მარჩებისა და მისტერ ლორენსის სახლებს.
Now, the garden separated the Marches’ house from that of Mr. Laurence.
191136.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ორივე ქალაქის განაპირას იდგა, რომელიც თავისი ჭალებითა და მდელოებით, დიდი ბაღებითა და წყნარი ქუჩებით სოფელს უფრო წააგავდა.
Both stood in a suburb of the city, which was still countrylike, with groves and lawns, large gardens, and quiet streets.
191137.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მეორე მხარეს ქვის დიდებული შენობა წამომართულიყო, სადაც ყველაფერი კომფორტსა და ფუფუნებაზე მეტყველებდა – დაწყებული ეტლების დიდი ფარდულითა და მოვლილი გაზონებით, დამთავრებული ორანჟერეითა და ლამაზი ნივთებით, რომელთაც მდიდრული ფარდების მიღმა მოჰკრავდა კაცი თვალს.
On the other side was a stately stone mansion, plainly betokening every sort of comfort and luxury, from the big coach house and well-kept grounds to the conservatory and the glimpses of lovely things one caught between the rich curtains.
191138.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
და მაინც, ეს სახლი უღიმღამო და უსიცოცხლო ჩანდა: მდელოზე ბავშვები არ ცელქობდნენ, ფანჯარაში არასოდეს ჩანდა დედის მოღიმარი სახე და შიგნითაც ცოტა ვინმე თუ შევიდოდა და გამოვიდოდა მოხუცი ჯენტლმენისა და მისი შვილიშვილის გარდა.
Yet it seemed a lonely, lifeless sort of house, for no children frolicked on the lawn, no motherly face ever smiled at the windows, and few people went in and out, except the old gentleman and his grandson.
191139.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
წარმოსახვის დიდი უნარით დაჯილდოებული ჯოსთვის ეს მშვენიერი სახლი ერთგვარი მოჯადოებული სასახლე იყო, ფუფუნებითა და აღმტაცი ნივთებით სავსე, რომელთაც არავინ იყენებდა.
To Jo’s lively fancy, this fine house seemed a kind of enchanted palace, full of splendors and delights which no one enjoyed.
191140.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
დიდი ხანი იყო, ოცნებად ჰქონდა უცხო თვალისგან დაფარული ამ დიდებულების დათვალიერება და ლორენსების ბიჭის გაცნობა.
She had long wanted to behold these hidden glories, and to know the "Laurence boy".