მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191141.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
იმ წვეულების შემდეგ კიდევ უფრო მოემატა სურვილი, მასთან დამეგობრების ნაირ-ნაირ გზებსაც სახავდა, მაგრამ ბოლო დროს ის აღარ ჩანდა.
Since the party, she had been more eager than ever, and had planned many ways of making friends with him but he had not been seen lately.
191142.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ჯოს თანდათან შიში შეეპარა, ვაითუ სადმე გაემგზავრაო, მაგრამ ერთხელ ზედა სართულის ფანჯარაში დალანდა შავგვრემანი სახე, რომელიც სევდიანად იყურებოდა ამათ ბაღში, სადაც ბეთი და ემი გუნდაობდნენ.
Jo began to think he had gone away, when she one day spied a brown face at an upper window, looking wistfully down into their garden, where Beth and Amy were snow balling one another.
191143.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
პაპამისი ვერ ხვდება, რა უფრო არგებს და ჩაკეტილს ამყოფებს, არადა მხიარული ბიჭები სჭირდება, რომ ეთამაშოს, ან, ბოლოს და ბოლოს, ვინმე ახალგაზრდა და ხალისიანი მაინც.
His grandpa does not know what’s good for him, and keeps him shut up all alone. He needs a party of jolly boys to play with, or somebody young and lively.
191144.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ამ აზრმა გაახალისა ჯო, რომელსაც უყვარდა გაბედული საქციელი და მუდამ თავზარს სცემდა მეგს თავისი უცნაური გამოსვლებით.
The idea amused Jo, who liked to do daring things and was always scandalizing Meg by her queer performances.
191145.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
სიჩუმე იდგა – ქვედა სართულის ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ, მსახურები არ ჩანდნენ და, საერთოდ, ადამიანის ჭაჭანება არ იყო გარდა ხუჭუჭა, შავი თავისა, რომელიც ზედა სართულის ფანჯარაში გამხდარ ხელს ჩამოჰყრდნობოდა.
All quiet—curtains down at the lower windows, servants out of sight, and nothing human visible but a curly black head leaning on a thin hand at the upper window.
191146.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
აი, სად ყოფილა, გაიფიქრა ჯომ, საწყალი ბიჭი!
"There he is," thought Jo, "poor boy!"
191147.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მარტოდმარტოა ამ დაღვრემილ დღეს და თანაც – ავად.
All alone and sick this dismal day.
191148.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
სირცხვილი არ არის?!
It’s a shame!
191149.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მოდი, გუნდას ავუგდებ და გამოვახედებ, მერე კი ერთორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი.
I’ll toss up a snowball and make him look out, and then say a kind word to him.
191150.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ერთი მუჭა ფუმფულა თოვლის გუნდა მაღლა აექანა, თავი მაშინვე მოტრიალდა და გამოჩნდა სახე, რომელზეც იმწამსვე გაქრა გულგრილი გამომეტყველება: დიდი თვალები აციმციმდა, ტუჩები კი ღიმილით გაიწელა.
Up went a handful of soft snow, and the head turned at once, showing a face which lost its listless look in a minute, as the big eyes brightened and the mouth began to smile.
191151.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ჯომ თავი დაუკრა, გაუცინა, ცოცხი დაუქნია და ასძახა: – რას შვრები?
Jo nodded and laughed, and flourished her broom as she called out— "How do you do?"
191152.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ავად ხარ?
Are you sick?
191153.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორიმ ფანჯარა გამოაღო და ყორანივით დაიჩხავლა: – გმადლობ, უკეთესად.
Laurie opened the window, and croaked out as hoarsely as a raven— Better, thank you.
191154.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ძალიან გავცივდი და ერთი კვირა გამოკეტილი ვიყავი.
I’ve had a bad cold, and been shut up a week.
191155.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– რა ცუდია. მერე, რით ერთობი?
I’m sorry. What do you amuse yourself with?
191156.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ვინმემ რომ წაგიკითხოს? – ზოგჯერ პაპა მიკითხავს, მაგრამ ჩემი წიგნები არ აინტერესებს, მუდამ ბრუკისთვის თხოვნა კი არ მინდა.
Can’t somebody read to you? "Grandpa does sometimes, but my books don’t interest him, and I hate to ask Brooke all the time".
191157.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– არავის ნახვა არ მინდა.
There isn’t anyone I’d like to see.
191158.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– არც ვინმე საყვარელი გოგო გეგულება, რომ მოვიდეს და წაგიკითხოს?
Isn’t there some nice girl who’d read and amuse you?
191159.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
გოგოები ხომ წყნარები არიან და მომვლელობანას თამაშიც უყვართ.
Girls are quiet and like to play nurse.
191160.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ჩვენ ხომ გვიცნობ, – დაიწყო ჯომ, მაგრამ იქვე გაეცინა და გაჩერდა.
"You know us," began Jo, then laughed, and stopped.