მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191161.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მე არც წყნარი ვარ და არც საყვარელი, მაგრამ მოვალ, თუ დედამ გამომიშვა.
I’m not quiet and nice, but I’ll come, if Mother will let me.
191162.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ამაზე ჯომ ცოცხი მხარზე გაიდო და სახლისკენ წავიდა, თან ფიქრობდა, ნეტავი რას მეტყვიანო.
With that, Jo shouldered her broom and marched into the house, wondering what they would all say to her.
191163.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
რაკი, მისის მარჩის თქმის არ იყოს, „პატარა ჯენტლმენი“ გახლდათ, სტუმრის პატივსაცემად თმის ხუჭუჭა ბურდი დაივარცხნა, საყელო გამოიცვალა და ოთახის მილაგებაც სცადა, რომელიც ნახევარი დუჟინი მსახურის მიუხედავად, სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა.
For, as Mrs. March said, he was "a little gentleman," and did honor to the coming guest by brushing his curly pate, putting on a fresh collar, and trying to tidy up the room, which, in spite of half a dozen servants, was anything but neat.
191164.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ცოტა ხანში ხმამაღლა დარეკა ზარმა, მერე კი მტკიცე ხმამ მისტერ ლორი იკითხა და გაკვირვებული მსახური სირბილით ავიდა კიბეზე, რომ ახალგაზრდა ლედის მოსვლა მოეხსენებინა.
Presently there came a loud ring, then a decided voice, asking for "Mr. Laurie," and a surprised-looking servant came running up to announce a young lady.
191165.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ძალიან კარგი, აქ ამოაცილეთ, მის ჯოა, – თქვა ლორიმ, თავისი მომცრო სასტუმრო ოთახის კართან მივიდა და ჯოს შეეგება.
"All right, show her up, it’s Miss Jo," said Laurie, going to the door of his little parlor to meet Jo.
191166.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
აღაჟღაჟებული გოგო თამამად შევიდა, ცალ ხელში ტილოგადაფარებული თეფში ეჭირა, მეორეში კი – ბეთის სამი კნუტი.
Girl appeared, looking rosy and kind and quite at her ease, with a covered dish in one hand and Beth’s three kittens in the other.
191167.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– აი, მოვედი ჩემი ბარგი-ბარხანით, – გამოაცხადა ცოცხლად.
"Here I am, bag and baggage," she said briskly.
191168.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მეგმა თავისი გაკეთებული ბლამანჟე გამომატანა, კარგად გამოსდის, ბეთმა კი იფიქრა, ჩემი კნუტები ანუგეშებენო.
Meg wanted me to bring some of her blancmange, she makes it very nicely; and Beth thought her cats would be comforting.
191169.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბეთის სასაცილო ამანათმა მართლაც ივარგა, რადგან ლორის სიცილი აუტყდა კნუტების დანახვაზე, ამ სიცილში სულ დაავიწყდა მორცხვობა და მაშინვე გათამამდა.
It so happened that Beth’s funny loan was just the thing, for in laughing over the kits, Laurie forgot his bashfulness, and grew sociable at once.
191170.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ეს ძალიან ლამაზია საჭმელად, – თქვა კმაყოფილი ღიმილით, როცა ჯომ თეფშს თავი გადახადა და მწვანე ფოთლების გირლანდითა და ემის საყვარელი ნემსიწვერას ფურცლებით მორთული ბლამანჟე დაანახვა.
"That looks too pretty to eat," he said, smiling with pleasure, as Jo uncovered the dish, and showed the blancmange, surrounded by a garland of green leaves, and the scarlet flowers of Amy’s pet geranium.
191171.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
გოგონას უთხარი, წაიღოს და ჩაისთვის გადაგიდოს. მსუბუქია და გეჭმევა, თან რბილია და ისე გადაყლაპავ, ყელს არ გაგიღიზიანებს.
Tell the girl to put it away for your tea: it’s so simple, you can eat it, and, being soft, it will slip down without hurting your sore throat.
191172.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ეს რა მყუდრო ოთახი გქონია!
What a cozy room this is!
191173.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ორ წუთში ყველაფერს მივხედავ. მხოლოდ ბუხარს გამოვგვი, ბუხრის თავზე ყველაფერს ერთ რიგად დავალაგებ, წიგნებს აქ დავდებ და ბოთლებს – იქ. ეს შენი დივანიც მოვაშოროთ შუქს და ბალიშები ცოტა ავაფუოთ.
I’ll right it up in two minutes, for it only needs to have the hearth brushed, so—and the things made straight on the mantelpiece, so—and the books put here, and the bottles there, and your sofa turned from the light, and the pillows plumped up a bit.
191174.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორი პატივისცემით აღსავსე მდუმარებით ადევნებდა თვალყურს და როცა ჯომ დივანზე ანიშნა, დაჯდა, კმაყოფილებით ამოიხვნეშა და მადლიერად უთხრა: – რა კეთილი ხარ!
Laurie watched her in respectful silence, and when she beckoned him to his sofa, he sat down with a sigh of satisfaction, saying gratefully— "How kind you are!"
191175.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ახლა, გეხვეწები, იმ დიდ სავარძელში ჩაჯექი და რამით გაგართობ.
Now please take the big chair and let me do something to amuse you.
191176.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
გინდა, ხმამაღლა წაგიკითხო? – და ჯომ ნაზად გახედა მახლობლად დალაგებულ რამდენიმე მაცდუნებელ წიგნს.
"Shall I read aloud?" and Jo looked affectionately toward some inviting books near by.
191177.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– გმადლობ. ეგ ყველაფერი წაკითხული მაქვს და თუ წინააღმდეგი არ იქნები, ლაპარაკი მირჩევნია, – მიუგო ლორიმ.
"Thank you! I’ve read all those, and if you don’t mind, I’d rather talk," answered Laurie.
191178.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბეთი მეუბნება ხოლმე, არ იცი, როდის უნდა გაჩერდეო.
Beth says I never know when to stop.
191179.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ბეთი ის ლოყაწითელია, სულ რომ შინ ზის და ხანდახან თუ გამოვა პატარა კალათით?
Is Beth the rosy one, who stays at home a good deal and sometimes goes out with a little basket?
191180.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ლამაზი – მეგია, ხუჭუჭა კი – ემი, ხომ?
The pretty one is Meg, and the curly-haired one is Amy, I believe?