მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191181.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– საიდან გაიგე?
How did you find that out?
191182.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მესმის ხოლმე, ერთმანეთს რომ ეძახით, და როცა აქ, ზემოთ, მარტო ვარ, სულ თქვენი სახლისკენ გამომირბის თვალი.
I hear you calling to one another, and when I’m alone up here, I can’t help looking over at your house.
191183.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბოდიშს გიხდი, უზრდელურად გამომდის, მაგრამ იმ ფანჯრებზე, რომელთა რაფებზეც ყვავილებიანი ქოთნები გილაგიათ, ზოგჯერ ფარდის ჩამოფარება გავიწყდებათ და როცა ლამპებს ანთებთ, ასე მგონია, სურათს ვუყურებ: ბუხარი გიზგიზებს და ყველანი მაგიდას უსხედხართ დედასთან ერთად.
I beg your pardon for being so rude, but sometimes you forget to put down the curtain at the window where the flowers are; and when the lamps are lighted, it’s like looking at a picture to see the fire, and you all round the table with your mother.
191184.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მე ხომ დედა არ მყავს.
"I haven’t got any mother, you know".
191185.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
იგი ისე უბრალოდ გაზარდეს, რომ თავი სისულელეებით არ ჰქონდა გამოტენილი და თხუთმეტი წლისაც კი ბავშვივით ალალი და უეშმაკო დარჩა.
She had been so simply taught that there was no nonsense in her head, and at fifteen she was as innocent and frank as any child.
191186.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
სახეზე ალერსიანი იერი დაედო, მკვახე ხმა კი უჩვეულოდ დაუნაზდა და ბიჭს უთხრა: – იმ ფარდას აღარ ჩამოვაფარებთ და რამდენიც გინდა, იმდენი გვიყურე.
Her face was very friendly and her sharp voice unusually gentle as she said— We’ll never draw that curtain any more, and I give you leave to look as much as you like.
191187.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ოღონდ მაგ თვალთვალს მაინც ის აჯობებს, ადგე და გვესტუმრო.
I just wish, though, instead of peeping, you’d come over and see us.
191188.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
დედა ისეთი საყვარელი გვყავს, ისეთი, რომ მისი გაცნობა კარგის მეტს არაფერს მოგიტანს, ბეთი გიმღერებს, მე თუ ვთხოვ, ემი გიცეკვებს.
Mother is so splendid, she’d do you heaps of good, and Beth would sing to you if I begged her to, and Amy would dance;
191189.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მე და მეგი ჩვენს თეატრალურ რეკვიზიტს დაგათვალიერებინებთ, ისეთია, გაგეცინება და კარგად გავერთობით.
Meg and I would make you laugh over our funny stage properties, and we’d have jolly times.
191190.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
არ გამოგიშვებს პაპაშენი?
Wouldn’t your grandpa let you?
191191.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ალბათ, თუ დედაშენი სთხოვს.
I think he would, if your mother asked him.
191192.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
არ ეტყობა, მაგრამ ძალიან კეთილია და რაც მომინდება ხოლმე, უარს არ მეუბნება, ოღონდ იმის ეშინია, უცხო ხალხი არ შევაწუხო, – დაიწყო ლორიმ და თვალდათვალ გახალისდა.
"He’s very kind, though he does not look so; and he lets me do what I like, pretty much, only he’s afraid I might be a bother to strangers," began Laurie, brightening more and more.
191193.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მაინცდამაინც დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვცხოვრობთ, მაგრამ მეზობლები ყველანი გავიცანით თქვენი გამოკლებით.
We haven’t been here a great while, you know, but we have got acquainted with all our neighbors but you.
191194.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– იცი, პაპა მუდამ თავის წიგნებშია ჩაფლული და დიდად არ აღელვებს, გარშემო რა ხდება.
You see Grandpa lives among his books, and doesn’t mind much what happens outside.
191195.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ეგ ცუდია. თავს ძალა უნდა დაატანო და, სადაც დაგპატიჟე¬ ბენ, წახვიდე, მერე მეგობრებიც გეყოლება.
That’s bad. You ought to make an effort to go visiting everywhere you are asked; then you’ll have friends.
191196.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორი ისევ გაწითლდა, მაგრამ მორცხვობა რომ დააბრალეს, არ სწყენია, რადგან ჯოს ხმაში იმდენი კეთილმოსურნეობა იგრძნობოდა, შეუძლებელი იყო, მისი გულახდილი ლაპარაკი ცუდად გაეგო.
Laurie turned red again, but wasn’t offended at being accused of bashfulness, for there was so much good will in Jo it was impossible not to take her blunt speeches as kindly as they were meant.
191197.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– სკოლა მოგწონს? – თემის შესაცვლელად ჰკითხა ბიჭმა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
"Do you like your school?" asked the boy, changing the subject, after a little pause.
191198.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– სკოლაში არ დავდივარ. საქმიანი კაცი ვარ, უფრო სწორად, გოგო.
Don’t go to school; I’m a businessman-girl, Imean.
191199.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
პაპიდაჩემს ვუვლი და, გულახდილად რომ გითხრა, დიდი ბრაზიანი დედაბერი ბრძანდება, – მიუგო ჯომ.
"I go to wait on my great-aunt, and a dear, cross old soul she is, too," answered Jo.
191200.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორიმ ის იყო პირი დააღო კიდევ რაღაცის საკითხავად, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა უზრდელობააო, პირი ისევ დამუწა და უხერხულობა შეეტყო.
Laurie opened his mouth to ask another question, but remembering just in time that it wasn’t manners to make too many inquiries into people’s affairs, he shut it again, and looked uncomfortable.