მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191201.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ჯომ დაუფასა თავდაჭერილობა, მაგრამ რაკი პაპიდა მარჩის გაქილიკების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ადგა და ხატოვნად აუწერა მოუსვენარი მოხუცებული, მისი ჩასუქებული პუდელი, ესპანურად მოლაპარაკე თუთიყუში და ბიბლიოთეკა.
Jo liked his good breeding, and didn’t mind having a laugh at Aunt March, so she gave him a lively description of the fidgety old lady, her fat poodle, the parrot that talked Spanish, and the library.
191202.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
წარმატებით ფრთაშესხმულმა ჯომაც „კიდევ უამბო“: პიესებსა და გეგმებზე ჰქონდათ, მათ იმედიებსა და შიშებზე მამაზე და რა საინტერესო ამბები ხდებოდა იმ პატარა სამყაროში, რომელშიც დები ცხოვრობდნენ.
Much elated with her success, Jo did "tell on," all about their plays and plans, their hopes and fears for Father, and the most interesting events of the little world in which the sisters lived.
191203.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მერე წიგნებზე გადავიდნენ და ჯომ, თავისდა სასიხარულოდ, გაიგო, რომ ლორისაც მასავით უყვარდა კითხვა და მეტიც ჰქონდა წაკითხული.
Then they got to talking about books, and to Jo’s delight, she found that Laurie loved them as well as she did, and had read even more than herself.
191204.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
პაპა შინ არ არის და საშიში არაფერია, – თქვა და წამოდგა ლორი.
"Grandpa is out, so you needn’t be afraid," said Laurie, getting up.
191205.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– არც არაფრის მეშინია, – უპასუხა და თავი გააქნია ჯომ.
"I’m not afraid of anything," returned Jo, with a toss of the head.
191206.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ეჭვიც არ მეპარება! – წამოიძახა ბიჭმა და აღტაცებით შეხედა, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ მას ცოტათი მაინც შეეშინდებოდა მოხუცი ჯენტლმენის, თუ თავისებურ გუნებაზე მყოფს გადაეყრებოდა.
"I don’t believe you are!" exclaimed the boy, looking at her with much admiration, though he privately thought she would have good reason to be a trifle afraid of the old gentleman, if she met him in some of his moods.
191207.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბოლოს, როგორც იქნა, ჩავიდნენ ბიბლიოთეკაში, სადაც ჯომ ტაში შემოჰკრა და შეიკუნტრუშა – მუდამ ასე იცოდა, როცა განსაკუთრებით გაახარებდა რამე.
And so at last they came to the library, where she clapped her hands and pranced, as she always did when especially delighted.
191208.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– რა ფუფუნებაა! – აღმოხდა ჯოს, ჩაეშვა ხავერდის ზედაპირიან სავარძელში.
"What richness!" sighed Jo, sinking into the depth of a velvet chair.
191209.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მერე კი დიდი ამბით დაამატა: – თეოდორ ლორენს, ალბათ უბედნიერესი ბიჭი ბრძანდებით დედამიწის ზურგზე!
"Theodore Laurence, you ought to be the happiest boy in the world," she added impressively.
191210.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ზარის ხმა გაისმა. ჯო წამოხტა და შეშფოთებით წამოიძახა: – ვაიმე! პაპაშენია!
Before he could say more, a bell rang, and Jo flew up, exclaiming with alarm, "Mercy me! It’s your grandpa!"
191211.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მგონი, ცოტა მაინც მეშინია, ოღონდ არ ვიცი, რატომ.
I think I am a little bit afraid of him, but I don’t know why I should be.
191212.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
დედამ გამომიშვა და ჩემი აქ ყოფნით შენც თითქოს არაფერი დაგშავებია, – გული გაიმაგრა ჯომ, თუმცა მაინც თვალმოუშორებლად მიშტერებოდა კარს.
"Marmee said I might come, and I don’t think you’re any the worse for it," said Jo, composing herself, though she kept her eyes on the door.
191213.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– პირიქით, შენმა მოსვლამ მარგო და დიდი მადლობელი ვარ.
I’m a great deal better for it, and ever so much obliged.
191214.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მარტო ის მაწუხებს, რომ მგონი, ლაპარაკით დაგღალე. ისე მსიამოვნებდა, ვერა და ვერ გავჩერდი, – მადლიერად უთხრა ლორიმ.
"I’m only afraid you are very tired talking to me; it was so pleasant, I couldn’t bear to stop," said Laurie gratefully.
191215.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორი გავიდა, მისმა სტუმარმა კი სურვილისამებრ შეიქცია თავი.
Laurie went away, and his guest amused herself in her own way.
191216.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
როცა კარი ისევ გაიღო, მოხუცი ჯენტლმენის დიდებული პორტრეტის წინ მდგარს არც მიუხედავს, ისე გამოაცხადა: – პაპაშენს ისეთი კეთილი თვალები აქვს, ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ შემეშინდება, ისე კი ტუჩებზე სიმკაცრე ემჩნევა და, როგორც ვატყობ, დიდი ნებისყოფის პატრონი უნდა იყოს.
She was standing before a fine portrait of the old gentleman when the door opened again, and, without turning, she said decidedly, "I’m sure now that I shouldn’t be afraid of him, for he’s got kind eyes, though his mouth is grim, and he looks as if he had a tremendous will of his own".
191217.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
პაპაჩემივით სანდომიანი ვერ არის, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს.
He isn’t as handsome as my grandfather, but I like him.
191218.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მადლობელი გახლავართ, მემ, – გაისმა ჩახლეჩილი ხმა მის ზურგს უკან.
"Thank you, ma‘am," said a gruff voice behind her.
191219.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
საბრალო ჯო ისე გაწითლდა, მეტი არ იქნებოდა, გულიც უსიამოდ აუჩქარდა იმის გაფიქრებაზე, ეს რა ვთქვიო.
Poor Jo blushed till she couldn’t blush any redder, and her heart began to beat uncomfortably fast as she thought what she had said.
191220.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ერთი კი გაიფიქრა, აქედან მოვუსვამო, მაგრამ იქვე მიხვდა, ლაჩრობა გამოუვიდოდა, თან გოგონები დასცინებდნენ, ჰოდა, გადაწყვიტა დარჩენილიყო და როგორმე დაეძვრინა თავი ამ უხერხული მდგომარეობიდან.
For a minute a wild desire to run away possessed her, but that was cowardly, and the girls would laugh at her; so she resolved to stay and get out of the scrape as she could.