მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191221.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ერთხელაც რომ ახედა მოსულს, დაინახა, რომ გაბურძგნილი, ჭაღარა წარბების ქვეშ იმაზე კეთილი თვალები ჰქონდა, ვიდრე პორტრეტზე უჩანდა და შიგ ცელქი ნაპერწკალიც უკრთოდა, რამაც ჯოს მეტ-ნაკლებად გაუნელა შიში.
A second look showed her that the living eyes, under the bushy gray eyebrows, were kinder even than the painted ones; and there was a sly twinkle in them, which lessened her fear a good deal.
191222.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
თუმცა ხრინწიანი ხმა კიდევ უფრო ხრინწიანად მოესმა, როცა შემზარავი პაუზის შემდეგ ბერიკაცმა მოულოდნელად იკითხა: – მაშ, ჩემი არ გეშინიათ, არა?
The gruff voice was gruffer than ever, as the old gentleman said abruptly, after the dreadful pause, "So you’re not afraid of me, hey?"
191223.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– არც მაინცდამაინც, სერ.
Not much, sir.
191224.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– და არც იმდენად სანდომიანი გეჩვენებით, როგორიც პაპათქვენი იყო?
And you don’t think me as handsome as your grandfather?
191225.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მაშ, დიდი ნებისყოფის პატრონი ვარ?
And I’ve got a tremendous will, have I?
191226.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მე მხოლოდ ის ვთქვი, ასე მგონია-მეთქი.
I only said I thought so.
191227.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მაგრამ მაინც მოგწონვართ, ხომ?
But you like me in spite of it?
191228.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ეს პასუხი ეამა ხნიერ ჯენტლმენს და გაეცინა, მას ხელი ჩამოართვა, თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი აუწია, სახეზე კარგად დააკვირდა, ხელი გაუშვა, თავი დააქნია და თქვა: – პაპაშენის ხასიათი გამოგყოლია, თუმცა სახით არა ჰგავხარ.
That answer pleased the old gentleman; he gave a short laugh, shook hands with her, and, putting his finger under her chin, turned up her face, examined it gravely, and let it go, saying with a nod, “You’ve got your grandfather’s spirit, if you haven’t his face.
191229.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მშვენიერი კაცი იყო, ჩემო კარგო, და რაც მთავარია, გაბედული და პატიოსანი, მისი მეგობრობა საამაყოდ მქონდა.
He was a fine man, my dear; but, what is better, he was a brave and an honest one, and I was proud to be his friend.
191230.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– აბა, რა საქმე გქონდა ამ ჩემს ბიჭთან? – გაისმა მორიგი მკვახე შეკითხვა.
"What have you been doing to this boy of mine, hey?" was the next question, sharply put.
191231.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მაშ, ფიქრობ, რომ ცოტა გამხნევება არ აწყენდა, არა?
You think he needs cheering up a bit, do you?
191232.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ჩვენ მხოლოდ გოგონები ვართ, მაგრამ თუ შეგვეძლება, სიამოვნებით დავეხმარებით, არ დაგვვიწყებია თქვენი გამოგზავნილი მშვენიერი საშობაო ნობათი.
We are only girls, but we should be glad to help if we could, for we don’t forget the splendid Christmas present you sent us.
191233.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ის საწყალი ქალი რასა იქმს?
How is the poor woman?
191234.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მამამისსაც ეგრე სჩვეოდა სიკეთის კეთება.
Just her father’s way of doing good.
191235.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
გეწვევით ერთ მშვენიერ დღეს და დედათქვენს ვინახულებ.
I shall come and see your mother some fine day.
191236.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
წამოდი და მეზობლურად დაგვეწვიე.
Come down and go on being neighborly.
191237.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
„ნეტავი, მეგი რას იტყვის ამაზე?“ ფიქრობდა მიმავალი ჯო და თვალებაციმციმებული გეგმას აწყობდა, როგორ მოეყოლა შინ ეს თავგადასავალი.
"What would Meg say to this?" thought Jo, as she was marched away, while her eyes danced with fun as she imagined herself telling the story at home.
191238.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ეჰე! რა ამბავია, რამ გადარია ეს ყმაწვილი? – წამოიძახა მოხუცმა ჯენტლმენმა, როცა კიბეზე ჩამოქანებული ლორი, თავისი მრისხანე პაპისა და მასთან ხელიხელგაყრილი ჯოს დანახვით გაოგნებული, მოწყვეტით შედგა.
"Hey! Why, what the dickens has come to the fellow?" said the old gentleman, as Laurie came running downstairs and brought up with a start of surprise at the astonishing sight of Jo arm in arm with his redoubtable grandfather.
191239.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– არ ვიცოდი, თუ დაბრუნდით, სერ, – დაიწყო მან, როცა ჯომ მოზეიმე მზერა ესროლა.
"I didn’t know you’d come, sir," he began, as Jo gave him a triumphant little glance.
191240.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ისეთი ბრაგაბრუგით დაეშვი, რომ ცხადია.
“That’s evident, by the way you racket downstairs.