მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191241.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბერიკაცმა ისე დალია ოთხი ფინჯანი ჩაი, ბევრი არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ გულდასმით აკვირდებოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ცოტა ხანში უკვე ძველი მეგობრებივით მასლაათობდნენ და არც შვილიშვილში მომხდარი ცვლილება გამოჰპარვია.
The old gentleman did not say much as he drank his four cups of tea, but he watched the young people, who soon chatted away like old friends, and the change in his grandson did not escape him.
191242.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბიჭს ფერმოსულ სახეზე შუქი და გამოცოცხლება ეტყობოდა, ყოფაქცევაში – ხალისი, სიცილში კი – ალალი მხიარულება.
There was color, light, and life in the boy’s face now, vivacity in his manner, and genuine merriment in his laugh.
191243.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
„ვნახოთ, რას უშველიან ეს გოგოები“, ფიქრობდა მისტერ ლორენსი და თვალსა და ყურს ადევნებდა.
"I’ll see what these little girls can do for him," thought Mr. Laurence, as he looked and listened.
191244.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორენსები ისეთი ადამიანები რომ გამომდგარიყვნენ, რომლებსაც ჯო „ბრიყვებსა და ქედმაღლებს“ ეძახდა, თავს ვერ მოაწონებდა, რადგან ასეთ ხალხში მუდამ მორცხვობდა და იბოჭებოდა, მაგრამ მასპინძლების გულღიაობა და ბუნებრიობა მასაც გადაედო და ამიტომაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
If the Laurences had been what Jo called "prim and poky," she would not have got on at all, for such people always made her shy and awkward; but finding them free and easy, she was so herself, and made a good impression.
191245.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ძალიან გთხოვ, ეს დედაშენს გადაეცი და უთხარი, თქვენი გაგზავნილი წამალი ძალიან მოეწონა-თქო.
Please give these to your mother, and tell her I like the medicine she sent me very much.
191246.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მისტერ ლორენსი დიდ სასტუმრო ოთახში, ბუხრის წინ მდგარი დაუხვდათ, თუმცა ჯოს თავახდილმა როიალმა უფრო მოსტაცა თვალი.
They found Mr. Laurence standing before the fire in the great drawing room, but Jo’s attention was entirely absorbed by a grand piano, which stood open.
191247.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– უკრავ? – მიუბრუნდა ლორის და სახეზე ღრმა პატივისცემა გამოეხატა.
“Do you play?” she asked, turning to Laurie with a respectful expression.
191248.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ხანდახან, – თავმდაბლურად მიუგო იმან.
"Sometimes," he answered modestly.
191249.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მინდა მოგისმინო და მერე ბეთს ვუთხრა.
I want to hear it, so I can tell Beth.
191250.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ისეთი შტერი ვარ, ვერ ვისწავლე, ისე კი მუსიკა ძალიან მიყვარს.
Too stupid to learn, but I love music dearly.
191251.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
თვალდათვალ ემატებოდა „ლორენსების ბიჭისადმი“ პატივისცემა, რადგან ბიჭი ჩინებულად უკრავდა და, თან, თავმოწონებისაც არაფერი ეტყობოდა.
Her respect and regard for the "Laurence boy" increased very much, for he played remarkably well and didn’t put on any airs.
191252.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ინატრა, ნეტავი ბეთს მოასმენინაო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს, ოღონდ იმდენი აქო ლორი, რომ იმან დაირცხვინა და ბოლოს პაპა გამოუჩნდა მშველელად.
She wished Beth could hear him, but she did not say so, only praised him till he was quite abashed, and his grandfather came to the rescue.
191253.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– გეყოფა, გეყოფა, პატარა ქალბატონო.
That will do, that will do, young lady.
191254.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ამდენი ქება-დიდება აწყენს.
Too many sugarplums are not good for him.
191255.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
დედა მომიკითხე.
My respects to your mother.
191256.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ღამე მშვიდობისა, ექიმო ჯო.
Good night, Doctor Jo.
191257.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
და ალერსიანად ჩამოართვა ხელი, თუმცა მას მაინც მოეჩვენა, რაღაცით უკმაყოფილოაო და როცა ის და ლორი ჰოლში გავიდნენ, ჰკითხა, ცუდად ხომ არ მითქვამს რამეო.
He shook hands kindly, but looked as if something did not please him and when they got into the hall, Jo asked Laurie if she had said anything amiss.
191258.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ბიჭმა თავი გააქნია: – არა, ჩემი ბრალია. არ მოსწონს, როცა ვუკრავ.
He shook his head. "No, it was me; he doesn’t like to hear me play".
191259.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– როდისმე გეტყვი.
I’ll tell you some day.
191260.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ვინმე ნაზი ასული ხომ არ ვარ, თანაც ერთ ნაბიჯზეა.
I am not a young lady, and it’s only a step.