მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191261.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– თუ დამპირდები, რომ შენც გვესტუმრები, როცა გამოკეთდები.
If you promise to come and see us after you are well.
191262.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ღამე მშვიდობისა, ლორი!
Good night, Laurie!
191263.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ღამე მშვიდობისა, ჯო, ღამე მშვიდობისა.
Good night, Jo, good night!
191264.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მისის მარჩს მოუნდა, მამაზე ესაუბრა ბერიკაცთან, რომელსაც თურმე არ დავიწყებია იგი.
Mrs. March wanted to talk of her father with the old man who had not forgotten him.
191265.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
მეგის ორანჟერეაში გასეირნება მოესურვა, ბეთი როიალის ხსენებაზე ოხვრას მოჰყვა, ემის კი გულით მოუნდა, ლამაზი სურათები და ქანდაკებები დაეთვალიერებინა.
Meg longed to walk in the conservatory, Beth sighed for the grand piano, and Amy was eager to see the fine pictures and statues.
191266.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– დე, რატომ არ სიამოვნებს მისტერ ლორენსს ლორის დაკვრა? – ჰკითხა ჯომ.
"Mother, why didn’t Mr. Laurence like to have Laurie play?" asked Jo.
191267.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, იმიტომ, რომ მისმა ვაჟმა, ლორის მამამ, იტალიელი ქალი შეირთო, მუსიკოსი, რომელიც ამაყ ბერიკაცს არ მოეწონა.
I am not sure, but I think it was because his son, Laurie’s father, married an Italian lady, a musician, which displeased the old man, who is very proud.
191268.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
კეთილი, ლამაზი და ნიჭიერი გოგონა იყო, მაგრამ მაინც არ მოსწონდა და დაოჯახებული შვილი აღარ უნახავს.
The lady was good and lovely and accomplished, but he did not like her, and never saw his son after he married.
191269.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორი სულ მთლად პატარა იყო, როცა ორივენი დაიხოცნენ და პაპამ წამოიყვანა სახლში.
They both died when Laurie was a little child, and then his grandfather took him home.
191270.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ყოველ შემთხვევაში, მისი ნიჭის შემხედვარეს ის ქალი აგონდება, რომელიც არ მოსწონდა, ჰოდა, შენი თქმისა არ იყოს, მაგიტომაც „დაიღვრიმა“, ჯო.
At any rate, his skill reminds him of the woman he did not like, and so he "glowered," as Jo said.
191271.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– უჰ, რა რომანტიკულია! – შესძახა მეგმა.
"Dear me, how romantic!" exclaimed Meg.
191272.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– გახდეს მუსიკოსი, თუკი უნდა! რას აწვალებს ამ უნივერსიტეტით, როცა ბიჭს იქ სწავლა ესიკვდილება.
Let him be a musician if he wants to, and not plague his life out sending him to college, when he hates to go.
191273.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– აი, თურმე რატომ აქვს ის მშვენიერი შავი თვალები და საამო მანერები.
That’s why he has such handsome black eyes and pretty manners, I suppose.
191274.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
იტალიელები, საერთოდ, საამური ხალხია, – თქვა მეგმა, რომელიც ცოტა არ იყოს, სენტიმენტალური გახლდათ.
"Italians are always nice," said Meg, who was a little sentimental.
191275.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ან თვალებისა რა იცი მისი და ან მანერებისა?
What do you know about his eyes and his manners?
191276.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ერთხელაც კი არ დალაპარაკებიხარ, – შეედავა ჯო, რომელიც სულაც არ გახლდათ სენტიმენტალური.
"You never spoke to him, hardly," cried Jo, who was not sentimental.
191277.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– რა სულელი ხარ, ბავშვო!
How stupid you are, child!
191278.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– თვალები გაუფართოვდა ჯოს, თითქოს ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია.
And Jo opened her eyes as if it had never occurred to her before.
191279.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– ამნაირი გოგოს მნახველი არა ვარ!
I never saw such a girl!
191280.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მე თუ მკითხავ, ეს დიდი სისულელეა და მადლობელი დაგრჩები, თუ სიამოვნებას არ ჩამიშხამებ.
I think they are great nonsense, and I’ll thank you not to spoil my fun.