მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191281.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ლორი მშვენიერი ბიჭია, ძალიან მომწონს და არანაირი სენტიმენტალური სიჩერჩეტეების გაგონება არ მინდა ქათინაურებსა და მაგნაირ სიბრიყვეებზე.
Laurie’s a nice boy and I like him, and I won’t have any sentimental stuff about compliments and such rubbish.
191282.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ყველანი კარგად უნდა მოვექცეთ, იმიტომ რომ დედა არა ჰყავს და შეიძლება, ჩვენთან სტუმრად მოვიდეს, არა, დე?
We’ll all be good to him because he hasn’t got any mother, and he may come over and see us, mayn’t he, Marmee?
191283.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– შენ რას იტყვი, ბეთ?
What do you say, Beth?
191284.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
– მე ჩვენს პილიგრიმობანაზე ვფიქრობდი, – მიუგო ბეთმა რომელსაც ერთი სიტყვაც არ გაუგონია.
"I was thinking about our Pilgrim’s Progress," answered Beth, who had not heard a word.
191285.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 5
ჰოდა, შეიძლება, იქ მდგარი, საოცარი ნივთებით სავსე სახლი ჩვენს მშვენიერ სასახლედ იქცეს.
And that maybe the house over there, full of splendid things, is going to be our Palace Beautiful.
191286.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მეორე ლომი ის ვითარება გახლდათ, რომ ესენი ღარიბები იყვნენ, ლორი კი მდიდარი და ამიტომაც ერიდებოდათ მისგან იმგვარი დახმარების მიღება, რაზეც სათანადოდ ვერ უპასუხებდნენ.
The other lion was the fact that they were poor and Laurie rich, for this made them shy of accepting favors which they could not return.
191287.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ცოტა ხანი რომ გავიდა, მიხვდნენ, იგი თავის კეთილისმყოფელებად თვლიდა და არ იცოდა, რით გადაეხადა მადლობა მისის მარჩის დედობრივი სტუმართმოყვარეობის, მათი მხიარული საზოგადოებისა და იმ თანაგრძნობისთვის, რაც მათ უბრალო სახლში ხვდებოდა.
But, after a while, they found that he considered them the benefactors, and could not do enough to show how grateful he was for Mrs. March’s motherly welcome, their cheerful society, and the comfort he took in that humble home of theirs.
191288.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ასე რომ, გოგონებს მალე დაავიწყდათ სიამაყე და ისე იღებდნენ და გასცემდნენ სიკეთეს, არც დაფიქრდებოდნენ, ვინ ვის ვალშიაო.
So they soon forgot their pride and interchanged kindnesses without stopping to think which was the greater.
191289.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
იმხანად ათასი საამური რამ ხდებოდა, ახლად ჩასახული მეგობრობა იფურჩქნებოდა.
All sorts of pleasant things happened about that time, for the new friendship flourished.
191290.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ყველას მოეწონა ლორი, იმან კი, თავის მხრივ, საიდუმლოდ ამცნო მასწავლებელს, „მარჩები მართლაც რომ მშვენიერი გოგოები ყოფილანო“.
Every one liked Laurie, and he privately informed his tutor that "the Marches were regularly splendid girls".
191291.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
სიყმაწვილისთვის ჩვეული აღტაცებით მიიღეს მარტოსული ბიჭი თავიანთ წრეში და ყოველნაირად ცდილობდნენ გაეხალისებინათ, და მასაც მომხიბლავი ეჩვენებოდა ამ უეშმაკო გოგონების გულალალი საზოგადოება.
With the delightful enthusiasm of youth, they took the solitary boy into their midst and made much of him, and he found something very charming in the innocent companionship of these simple-hearted girls.
191292.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
წიგნებით დაღლილს ახლა ისეთი საინტერესო ეჩვენებოდა ადამიანებთან ურთიერთობა, რომ მისტერ ბრუკი იძულებული გახდა, ერთობ არასახარბიელო ანგარიში წარედგინა, რადგან ლორი ზედიზედ აცდენდა გაკვეთილებს და მარჩებთან გარბოდა.
He was tired of books, and found people so interesting now that Mr. Brooke was obliged to make very unsatisfactory reports, for Laurie was always playing truant and running over to the Marches‘.
191293.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– ეგ არაფერი, გაერთოს, მერე აანაზღაურებს, – მიუგო მოხუცმა ჯენტლმენმა, – ჩვენი კარის მეზობელი, კეთილი ქალბატონი ამბობს, მეცადინეობით გადაქანცულია და ტოლებში გართობა და გავლა-გამოვლა სჭირდებაო.
"Never mind, let him take a holiday, and make it up afterward," said the old gentleman, "The good lady next door says he is studying too hard and needs young society, amusement, and exercise".
191294.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მგონი, მართალია. ამ ბიჭს ისე დავკანკალებდი ზედ, თითქოს პაპა კი არა, დიდედა ვყოფილიყავი.
I suspect she is right, and that I’ve been coddling the fellow as if I’d been his grandmother.
191295.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ოღონდაც გაიხაროს და რაც უნდა, ის აკეთოს.
Let him do what he likes, as long as he is happy.
191296.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
იმ პატარა ქალთა მონასტერში ხიფათი არაფერი შეემთხვევა და მისის მარჩიც იმაზე მეტ სიკეთეს უშვრება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია.
He can’t get into mischief in that little nunnery over there, and Mrs. March is doing more for him than we can.
191297.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აქეთ – თამაშები და ცოცხალი სურათები, იქით – მარხილით სეირნობა და ციგურებით სრიალი, საამური საღამოები ძველ სასტუმრო ოთახში და, დროგამოშვებით, მხიარული წვეულებები დიდ სახლში!
Such plays and tableaux, such sleigh rides and skating frolics, such pleasant evenings in the old parlor, and now and then such gay little parties at the great house.
191298.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მეგს შეეძლო, როცა ინებებდა, მაშინ ესეირნა ორანჟერეაში და თაიგულებით დამტკბარიყო.
Meg could walk in the conservatory whenever she liked and revel in bouquets.
191299.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
გაუმაძღარი ჯო ახალ ბიბლიოთეკას ნთქავდა და მოხუც მისტერ ლორენსს კრიტიკული აზრებით აოგნებდა.
Jo browsed over the new library voraciously, and convulsed the old gentleman with her criticisms.
191300.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ლორი სანაქებოდ ასრულებდა „დიდი მემამულის“ როლს.
Laurie played "lord of the manor" in the most delightful style.