მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191301.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აი, ბეთი კი, თუმცა ერთი სული ჰქონდა, როიალი ენახა, ვერ ახერხებდა, გამბედაობა მოეკრიბა და „ნეტარების სავანეში“ წასულიყო – ასე ეძახდა მეგი.
But Beth, though yearning for the grand piano, could not pluck up courage to go to the "Mansion of Bliss," as Meg called it.
191302.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ერთხელ ჯოს გაჰყვა, მაგრამ მოხუცი ჯენტლმენი, რომელმაც არაფერი იცოდა მისი მორცხვობის, მკაცრად დააცქერდა ბუჩქა წარბების ქვეშიდან, თან ისე ხმამაღლა შესძახა, ჰეიო, რომ საწყალს გული გაუხეთქა.
She went once with Jo, but the old gentleman, not being aware of her infirmity, stared at her so hard from under his heavy eyebrows, and said "Hey!" so loud, that he frightened her so much.
191303.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მისტერ ლორენსმა არ შეიმჩნია მისი იქ ყოფნა და ახლა ლორის გაკვეთილებსა და მასწავლებლებზე გადაიტანა ლაპარაკი, მერე კი, თითქოს ეს წუთია, მოაფიქრდაო, მისის მარჩს მიუბრუნდა: – ბიჭი საერთოდ აღარ მეცადინეობს მუსიკაში და მიხარია კიდეც, იმიტომ რომ მეტისმეტად იყო გატაცებული.
Taking no more notice of her, Mr. Laurence talked on about Laurie’s lessons and teachers and presently, as if the idea had just occurred to him, he said to Mrs. March— "The boy neglects his music now, and I’m glad of it, for he was getting too fond of it".
191304.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
იქნებ რომელიმე გოგომ შემოირბინოს ხოლმე და წაივარჯიშოს.
Wouldn’t some of your girls like to run over, and practice on it now and then.
191305.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ბეთმა ნაბიჯი წადგა, ხელი ხელს გადააჭდო, რომ შემთხვევით ტაში არ შემოეკრა, ეს წინადადება დაუძლეველი ცდუნება გამოდგა მისთვის და იმ აზრმა, რომ შეეძლო დიდებულ საკრავზე ევარჯიშა, სუნთქვა შეუკრა.
Beth took a step forward, and pressed her hands tightly together to keep from clapping them, for this was an irresistible temptation, and the thought of practicing on that splendid instrument quite took her breath away.
191306.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
სანამ მისის მარჩი უპასუხებდა, მისტერ ლორენსმა უცნაურად დააქნია თავი და ღიმილით განაგრძო:
Before Mrs. March could reply, Mr. Laurence went on with an odd little nod and smile.
191307.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– არც ნებართვის თხოვნაა საჭირო, არც ვინმესთან დალაპარაკება. უბრალოდ, როცა მოუნდებათ, შემოიარონ, მე ჩემს კაბინეტში ვზივარ, სახლის მეორე ბოლოში, ლორი მეტწილად გარეთ არის, მსახურები კი ცხრა საათის შემდეგ სასტუმრო ოთახს არ ეკარებიან.
"They needn’t see or speak to anyone, but run in at any time; for I’m shut up in my study at the other end of the house, Laurie is out a great deal, and the servants are never near the drawing room after nine o‘clock".
191308.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აქ მის ხელისგულში პატარა ხელი ჩასრიალდა, ბეთი მადლიერებით სავსე თვალებით ააცქერდა და დინჯად, თუმცა კი დამორცხვებით უთხრა: – ნებავთ, სერ, ძალიან, ძალიან ნებავთ!
Here a little hand slipped into his, and Beth looked up at him with a face full of gratitude, as she said, in her earnest yet timid way— "O sir, they do care, very, very much!"
191309.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– მაშ, მუსიკის მოყვარული გოგო ხარ? – ყოველგვარი დამაფრთხობელი „ჰეის“ გარეშე ჰკითხა იმან და ალერსიანად დააცქერდა.
"Are you the musical girl?" he asked, without any startling "Hey!" as he looked down at her very kindly.
191310.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– მე ბეთი ვარ. მუსიკა ძალიან მიყვარს და მოვალ, თუ ზუსტად იცით, რომ ჩემს დაკვრას ვერავინ გაიგონებს და ხელსაც არავის შევუშლი, – ბეთს ეშინოდა, უზრდელურად არ გამომივიდესო, თან თავისივე გამბედაობით ცახცახებდა.
"I’m Beth. I love it dearly, and I’ll come, if you are quite sure nobody will hear me—and be disturbed," she added, fearing to be rude, and trembling at her own boldness as she spoke.
191311.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
სახლი ნახევარი დღე ცარიელია, ასე რომ მოდი და იმდენი აბრაგუნე, რამდენიც გაგიხარდება.
The house is empty half the day; so come and drum away as much as you like.
191312.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– რა კეთილი ბრძანდებით, სერ! მისმა მეგობრულმა მზერამ ვარდივით ააღაჟღაჟა ბეთი.
"How kind you are, sir!" Beth blushed like a rose under the friendly look he wore.
191313.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ღმერთი იყოს შენი მფარველი, ჩემო კარგო.
God bless you, my dear!
191314.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ბეთმა ჯერ დედას გაუზიარა აღტაცება, მერე კი თავის ოთახში აქანდა, რომ ეს დიდებული ამბავი ხეიბართა ოჯახისთვის ეხარებინა, რადგან გოგონები შინ არ იყვნენ.
Beth had a rapture with her mother, and then rushed up to impart the glorious news to her family of invalids, as the girls were not at home.
191315.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
როიალზე – ცხადია, სრულიად შემთხვევით, – მარტივი, ლამაზი სიმღერების ნოტები იდო, ბეთი ბევრჯერ გაჩერდა, ბევრჯერ მიაყურადა, ბოლოს აკანკალებული თითებით შეეხო ვეებერთელა საკრავს და იქვე დაავიწყდა შიშიც, თავისი თავიცა და სხვა ყველაფერიც გარდა იმ ენით გამოუთქმელი სიხარულისა, რომელსაც საყვარელი მეგობრის ხმასავით აჟღერებული მუსიკა ანიჭებდა.
Quite by accident, of course, some pretty, easy music lay on the piano, and with trembling fingers and frequent stops to listen and look about, Beth at last touched the great instrument, and straightway forgot her fear, herself, and everything else but the unspeakable delight which the music gave her, for it was like the voice of a beloved friend.
191316.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
იქამდე დარჩა, სანამ ჰანამ არ მიაკითხა, სადილად წამოდიო, მაგრამ ჭამის მადა არ ჰქონდა; იჯდა სუფრასთან და სრულ ნეტარებაში მყოფი, ყველას უღიმოდა.
She stayed till Hannah came to take her home to dinner; but she had no appetite, and could only sit and smile upon everyone in a general state of beatitude.
191317.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
რა იცოდა ბეთმა, რომ მისტერ ლორენსი კაბინეტის კარს გამოაღებდა ხოლმე თავისი საყვარელი ძველი მელოდიების მოსასმენად.
She never knew that Mr. Laurence often opened his study door to hear the old-fashioned airs he liked.
191318.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ეჭვიც არ გასჩენია, რომ ფორტეპიანოს სავარჯიშოები და ახალ-ახალი სიმღერები, რომლებიც პიუპიტრზე ხვდებოდა, საგანგებოდ მისი სიკეთისთვის ელაგა.
She never suspected that the exercise books and new songs which she found in the rack were put there for her especial benefit.
191319.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
სრულიად ბედნიერი იყო და მიხვდა (რაც ხშირად როდი ხდება ხოლმე): სანუკვარი ნატვრის ახდენით ყველაფერი ებოძა, რაც კი სურდა.
So she enjoyed herself heartily, and found, what isn’t always the case, that her granted wish was all she had hoped.
191320.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
რაკი ასეთი მადლობელი იყო ბედისა ამ წყალობისთვის, ეგებ ამიტომ მიეცა უფრო მეტი. ყოველ შემ თხვევაში, ერთის ღირსიც იყო და მეორისაც.
Perhaps it was because she was so grateful for this blessing that a greater was given her; at any rate, she deserved both.