მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191321.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ძალიან კეთილად მექცევა და მადლობა უნდა გადავუხადო, სხვანაირად კი არ ვიცი, როგორ.
He is so kind to me, I must thank him, and I don’t know any other way.
191322.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
შეიძლება? – იკითხა ბეთმა ბერიკაცის იმ ღირსსახსოვარი სტუმრობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
"Can I do it?" asked Beth, a few weeks after that eventful call of his.
191323.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ძალიან გაუხარდება და მშვენიერი სამადლობელიც იქნება.
It will please him very much, and be a nice way of thanking him.
191324.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მერე მოკლე, უბრალო წერილი დაწერა და ლორის დახმარებით, ერთ დილით, სანამ მოხუცი ჯენტლმენი ადგებოდა, ისინი ფარულად დაულაგა კაბინეტში, საწერ მაგიდაზე.
Then she wrote a very short, simple note, and, with Laurie’s help, got them smuggled onto the study table one morning before the old gentleman was up.
191325.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
როცა მღელვარებამ გაუარა, ბეთი ლოდინს შეუდგა, აბა, რა მოხდებაო.
When this excitement was over, Beth waited to see what would happen.
191326.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
უკან მომავალი ქუჩას რომ მოუყვებოდა, დაინახა, სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან სამი, უფრო სწორად – ოთხი თავი, ხან გამოჩნდებოდა და ხანაც ქრებოდა და როგორც კი შენიშნეს, ხელების ქნევა ატყდა და რამდენიმე ხმამ გამოსძახა: – მისტერ ლორენსის წერილია!
As she came up the street, on her return, she saw three, yes, four heads popping in and out of the parlor windows, and the moment they saw her, several hands were waved, and several joyful voices screamed— "Here’s a letter from the old gentleman!"
191327.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ჩქარა მოდი, წაიკითხე!
Come quick, and read it!
191328.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აღელვებულმა ბეთმა ფეხი ააჩქარა.
Beth hurried on in a flutter of suspense.
191329.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
კართან დებმა სტაცეს ხელი და საზეიმოდ შეიყვანეს სასტუმრო ოთახში, თან ყველანი ერთდროულად ანიშნებდნენ და გაიძახოდნენ, შეხედე, შეხედეო!
At the door her sisters seized and bore her to the parlor in a triumphal procession, all pointing and all saying at once, "Look there! look there!"
191330.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ბეთმაც შეხედა, აღტაცებულსა და გაოცებულს, ფერმა გადაუარა: ოთახში მომცრო პიანინო იდგა, მის პრიალა თავსახურზე კი ფირნიშივით იდო წერილი „მის ელიზაბეთ მარჩს“.
Beth did look, and turned pale with delight and surprise, for there stood a little cabinet piano, with a letter lying on the glossy lid, directed like a sign board to "Miss Elizabeth March".
191331.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– მე? – აღმოხდა ბეთს და, სულ მთლად გაოგნებული, ჯოს ჩაებღაუჭა, რადგან იგრძნო, ცოტაც და – დავარდებოდა.
"For me?" gasped Beth, holding onto Jo and feeling as if she should tumble down.
191332.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– დიახ, შენ, ჩემო უძვირფასესო!
Yes, all for you, my precious!
191333.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მასზე კეთილი ბერიკაცი სად იქნება ქვეყანაზე?
Don’t you think he’s the dearest old man in the world?
191334.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აი, გასაღებიც წერილში დევს.
Here’s the key in the letter.
191335.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
არ გაგვიხსნია, მაგრამ ერთი სული გვაქვს გავიგოთ, რას გწერს! – წამოიძახა ჯომ, ჩაიხუტა და წერილი მიაწოდა.
"We didn’t open it, but we are dying to know what he says," cried Jo, hugging her sister and offering the note.
191336.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– შენ წაიკითხე, რა!
You read it!
191337.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აჰ, რა ლამაზია! – და საჩუქრით სრულიად გაოგნებულმა ბეთმა, ჯოს წინსაფარში ჩაურგო სახე.
"Oh, it is too lovely!" And Beth hid her face in Jo’s apron, quite upset by her present.
191338.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ჯომ გაშალა წერილი და სიცილი აუვარდა, რადგან პირველივე სიტყვები აი, ასეთი იყო... „მის მარჩ, პატივცემულო ქალბატონო“.
Jo opened the paper and began to laugh, for the first words she saw were— "MISS MARCH: "Dear Madam—"
191339.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– რა მშვენივრად ჟღერს!
How nice it sounds!
191340.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ნეტავი ვინმემ მეც მომწეროს ასე! – თქვა ემიმ, რომელსაც ძველმოდური მიმართვა ძალიანაც ნატიფი ეჩვენა.
"I wish someone would write to me so!" said Amy, who thought the old-fashioned address very elegant.