მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191341.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
გულითადი მადლობითა და საუკეთესო სურვილებით, დავშთები თქვენი მადლიერი მეგობარი და მონა-მორჩილი ჯეიმზ ლორენსი.
With hearty thanks and best wishes, I remain "Your grateful friend and humble servant," "JAMES LAURENCE".
191342.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ლორიმ მიამბო, როგორ უყვარდა მისტერ ლორენსს თავისი გარდაცვლილი შვილი და რა სათუთად ინახავდა მის ნივთებს.
Laurie told me how fond Mr. Laurence used to be of the child who died, and how he kept all her little things carefully.
191343.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
წარმოიდგინე, მისი პიანინო გაჩუქა!
Just think, he’s given you her piano.
191344.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
აი, რას ნიშნავს, როცა დიდი ცისფერი თვალები გაქვს და მუსიკა გიყვარს, – ამბობდა ჯო.
"That comes of having big blue eyes and loving music," said Jo.
191345.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– „თქვენი მონა-მორჩილი ჯეიმზ ლორენსი“.
"Your humble servant, James Laurence".
191346.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ვნახოთ ერთი, ამ ცეროდენა პიანინის რა ხმა აქ, – თქვა ჰანამ, რომელიც მუდამ მოზიარე იყო ოჯახის სიხარულისა თუ მწუხარების.
"Let’s hear the sound of the baby pianny," said Hannah, who always took a share in the family joys and sorrows.
191347.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ბეთმაც სცადა და ყველამ ერთად გამოაცხადა, ამაზე მშვენიერი პიანინოსთვის ჯერ არ მოგვისმენიაო.
So Beth tried it, and everyone pronounced it the most remarkable piano ever heard.
191348.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
თუმცა, მთელი მისი სრულქმნილების მიუხედავად, ამ წუთის ნამდვილ მომხიბვლელობას ის ბედნიერთაგან უბედნიერესი სახეები შეადგენდა, რომლებიც პიანინოსკენ დაიხარნენ, როცა ბეთი სიყვარულით შეეხო ლამაზ შავ-თეთრ კლავიშებს და პრიალა პედლებს დააწვა.
But, perfect as it was, I think the real charm of it lay in the happiest of all happy faces which leaned over it, as Beth lovingly touched the beautiful black and white keys and pressed the bright pedals.
191349.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– უნდა მიხვიდე და მადლობა გადაუხადო, – ხუმრობით თქვა ჯომ, რადგან აზრადაც არ მოსვლია, რომ ბავშვს ასეთ რამეს გაბედავდა.
"You’ll have to go and thank him," said Jo, by way of a joke, for the idea of the child’s really going never entered her head.
191350.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
მთელი ოჯახის გასაოცრად, ბეთმა აუჩქარებლად გაიარა ბაღი, ცოცხალი ღობე და ლორენსების კარში შევიდა.
To the utter amazement of the assembled family, Beth walked deliberately down the garden, through the hedge, and in at the Laurences’ door.
191351.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
გოგონები კი, ასეთი სასწაულის შემხედვარენი, ერთიანად დამუნჯდნენ.
The girls were rendered quite speechless by the miracle.
191352.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
უფრო მეტადაც გაოცდებოდნენ, ის რომ დაენახათ, რაც მერე ჩაიდინა ბეთმა:
They would have been still more amazed if they had seen what Beth did afterward.
191353.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
პირდაპირ მიადგა კაბინეტის კარს და დააკაკუნა, რომ დაფიქრების საშუალება არ ჰქონოდა.
She went and knocked at the study door before she gave herself time to think.
191354.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
როცა ჩახრინწულმა ხმამ გამოსძახა, მობრძანდითო, მართლაც შევიდა და პირდაპირ მიადგა მოულოდნელობისგან გაოგნებულ მისტერ ლორენსს, გაუწოდა ხელი და ხმის მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი კანკალით უთხრა: – მადლობის სათქმელად მოვედი, სერ...
When a gruff voice called out, "Come in!" she did go in, right up to Mr. Laurence, who looked quite taken aback, and held out her hand, saying, with only a small quaver in her voice, "I came to thank you, sir, for—"
191355.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
– მაგრამ ვეღარ დაასრულა, რადგან იგი ისე ალერსიანად დასცქეროდა, დაავიწყდა სათქმელი, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ მას საყვარელი პატარა გოგონა მოუკვდა, ორივე ხელი მოხვია კისერზე და აკოცა.
But she didn’t finish, for he looked so friendly that she forgot her speech and, only remembering that he had lost the little girl he loved, she put both arms round his neck and kissed him.
191356.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
სახლს უცაბედად სახურავი რომ გადახდოდა, ისიც კი ნაკლებად გააოცებდა მოხუც ჯენტლმენს.
If the roof of the house had suddenly flown off, the old gentleman wouldn’t have been more astonished.
191357.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
ისე აუჩუყა გული და ასიამოვნა ამ ნდობით აღსავსე კოცნამ, რომ მთელი თავშეკავებულობა გაუქრა, და ჩაისვა იგი კალთაში, დანაოჭებული ლოყით მიეხუტა ვარდისფერ ლოყაზე და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს თავისი პატარა შვილიშვილი დაუბრუნდა.
He was so touched and pleased by that confiding little kiss that all his crustiness vanished; and he just set her on his knee, and laid his wrinkled cheek against her rosy one, feeling as if he had got his own little granddaughter back again.
191358.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 6
იმ წუთიდან მოყოლებული ბეთს მისი შიში გაუქრა, იჯდა და ისე თავისუფლად ელაპარაკებოდა, თითქოს მთელი სიცოცხლეა, იცნობსო, რადგან სიყვარული შიშს განდევნის, მადლიერება კი სიამაყეს ამარცხებს.
Beth ceased to fear him from that moment, and sat there talking to him as cozily as if she had known him all her life, for love casts out fear, and gratitude can conquer pride.
191359.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემის დამცირების ხეობა.
Amy’s Valley of Humiliation.
191360.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ღმერთო დიდებულო!
Oh, my goodness!