მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191361.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ეჰ, ცოტა მაინც მომცა იმ ფულიდან, რასაც ლორი მაგ ცხენს ახარჯავს, – თითქოს თავისთვის დაუმატა, ოღონდ მაინც იმ იმედით, დები გაიგონებენო.
"I just wish I had a little of the money Laurie spends on that horse," she added, as if to herself, yet hoping her sisters would hear.
191362.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– რატომ? – ალერსიანად ჰკითხა მეგმა, რადგან ემის მეორე შეცდომაზე ხელახლა ახარხარებული ჯო უკვე გავიდა ოთახიდან.
"Why?" asked Meg kindly, for Jo had gone off in another laugh at Amy’s second blunder.
191363.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ვალებში ვიხრჩობი, არადა, ჯიბის ფულის მიღების ჯერი ერთი თვის მერეღა დამიდგება.
I’m dreadfully in debt, and it won’t be my turn to have the rag money for a month.
191364.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– აბა, კარგად გამაგებინე.
Tell me all about it.
191365.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ლაიმი ახლა მოდაშია?
Are limes the fashion now?
191366.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ჩემს დროს კაუჩუკის ნაჭერი უნდა გაგეხვრიტა და ბურთები გაგეკეთებინა.
It used to be pricking bits of rubber to make balls.
191367.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ახლა ლაიმებია, რაც არის: გაკვეთილებზე ყველანი ჩუმ-ჩუმად წუწნიან, შესვენებებზე ერთმანეთს უცვლიან ფანქრებში, მძივის მარცვლისგან გაკეთებულ ბეჭდებში, ქაღალდის თოჯინებში ან სხვა რამეში.
It’s nothing but limes now, for everyone is sucking them in their desks in schooltime, and trading them off for pencils, bead rings, paper dolls, or something else, at recess.
191368.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
თუ ერთ გოგოს მეორე მოსწონს, ლაიმს აძლევს და თუ გაბრაზებულია ვინმეზე, მის თვალწინ ისე შეახრამუნებს, რომ ერთხელაც არ გაალოკინებს.
If one girl likes another, she gives her a lime; if she’s mad with her, she eats one before her face, and doesn’t offer even a suck.
191369.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– რამდენი გჭირდება, რომ ვალი გადაუხადო და ღირსება აღიდგინო? – ჰკითხა და საფულე ამოიღო მეგმა.
"How much will pay them off, and restore your credit?" asked Meg, taking out her purse.
191370.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
არ გიყვარს ლაიმი?
Don’t you like limes?
191371.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– არც მაინცდამაინც. ჩემი წილი შენ გქონდეს. აჰა, ფული.
Not much; you may have my share. Here’s the money.
191372.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
რაც შეიძლება, დიდხანს იმყოფინე, თუმცა ხომ ხედავ, მაინცდამაინც ბევრი არ არის.
Make it last as long as you can, for it isn’t very plenty, you know.
191373.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ოჰ, დიდი მადლობა! ალბათ რა კარგია, როცა ჯიბის ფული გაქვს!
“Oh, thank you! It must be so nice to have pocket money!
191374.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ახლა კი მოვილხენ: ამ კვირაში ერთი ლაიმიც კი არ მიჭამია.
I’ll have a grand feast, for I haven’t tasted a lime this week.
191375.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მეორე დღეს ემი გვიან მივიდა სკოლაში, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მისატევებელი სიამაყით გამოამზეურა ნესტიანი ყავისფერი ქაღალდის შეკვრა, სანამ მერხის ყველაზე მიყრუებულ სამალავში გაამწესებდა.
Next day Amy was rather late at school; but could not resist the temptation of displaying, with pardonable pride, a moist brown-paper parcel, before she consigned it to the inmost recesses of her desk.
191376.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
რამდენიმე წუთში მთელ მის „წრეს“ მოედო ხმა, ემი მარჩს ოცდაოთხი უგემრიელესი ლაიმი აქვს (ერთი გზად შემოეჭამა) და უნდა დაარიგოსო.
During the next few minutes the rumor that Amy March had got twenty-four delicious limes (she ate one on the way) and was going to treat circulated through her "set".
191377.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
კეტი ბრაუნმა, მომდევნო წვეულებაზე ახლავე გეპატიჟებიო.
Katy Brown invited her to her next party on the spot.
191378.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მერი კინგზლი ჩააცივდა, შესვენებაზე მაჯის საათს გათხოვებ და გეკეთოსო.
Mary Kingsley insisted on lending her her watch till recess.
191379.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ჯენი სნოუმ, გესლიანმა ყმაწვილქალმა, რომელიც უსინდისოდ დასცინოდა გასაჭირში მყოფ ულაიმო ემის, სასწრაფოდ „მიწაში ჩაფლა ტომაჰავკი“ და შესთავაზა, რამდენიმე შემაძრწუნებელი მაგალითის პასუხს გეტყვიო.
Jenny Snow, a satirical young lady, who had basely twitted Amy upon her limeless state, promptly buried the hatchet and offered to furnish answers to certain appalling sums.
191380.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მაგრამ ემის არ დავიწყებოდა მის სნოუს იქედნური შენიშვნები „ზოგიერთებზე, რომლებსაც არც იმდენად მიჭყლეტილი აქვთ ცხვირი, რომ სხვების ლაიმის სუნი ვერ იგრძნონ“ და „იმ ქედმაღლებზე, რომლებსაც სხვებისთვის ლიამების თხოვნა არ რცხვენიათ“.
But Amy had not forgotten Miss Snow’s cutting remarks about "some persons whose noses were not too flat to smell other people’s limes, and stuck-up people who were not too proud to ask for them".