მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191381.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
იმ დილით სკოლას მოულოდნელად ეწვია მავანი საპატიო სტუმარი და ემის ლამაზად დახაზული რუკები შეაქო.
A distinguished personage happened to visit the school that morning, and Amy’s beautifully drawn maps received praise.
191382.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
როგორც კი სტუმარმა გაცვეთილი ქათინაურები თქვა და წაბრძანდა, ჯენი, ვითომ რაღაც შეკითხვა მაქვსო, მივიდა მისტერ დევისთან და შეატყობინა, ემი მარჩს მერხში ლაიმის მწნილი უდევსო.
No sooner had the guest paid the usual stale compliments and bowed himself out, than Jenny, under pretense of asking an important question, informed Mr. Davis, the teacher, that Amy March had pickled limes in her desk.
191383.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მისტერ დევისმა, კარგა ხანი იყო, რაც ლაიმი კონტრაბანდულ საქონლად გამოაცხადა და საზეიმოდ დაიფიცა, ვინც ამ კანონს დაარღვევს, სახაზავით საჯაროდ დავსჯიო.
Now Mr. Davis had declared limes a contraband article, and solemnly vowed to publicly ferrule the first person who was found breaking the law.
191384.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ამ ბევრის ამტანმა ადამიანმა მოახერხა და ხანგრძლივი, სასტიკი ომის შემდეგ წარმატებით აღკვეთა კევის ღეჭვა, კოცონი გააჩაღა ჩამორთმეული რომანებისა და გაზეთებისგან, ჩაახშო კერძო მიმოწერა, აკრძალა სახის მანჭვა, მეტსახელების დარქმევა და კარიკატურების ხატვა – ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთა, რაც ერთ ადამიანს ძალუძდა.
This much-enduring man had succeeded in banishing chewing gum after a long and stormy war, had made a bonfire of the confiscated novels and newspapers, had suppressed a private post office, had forbidden distortions of the face, nicknames, and caricatures, and done all that one man could do.
191385.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ადამიანის მოთმინება ბიჭებსაც ძნელად უძლებს, მაგრამ გოგონები ბევრად უარესნი არიან, მეტადრე ისეთი ნერვიული, ტირანული ხასიათის მქონე ჯენტლმენებისთვის, რომლებსაც სწავლების იმაზე მეტი ნიჭი არ გააჩნიათ, ვიდრე დოქტორ ბლიმბერს.
Boys are trying enough to human patience, goodness knows, but girls are infinitely more so, especially to nervous gentlemen with tyrannical tempers and no more talent for teaching than Dr. Blimber.
191386.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემი მართლაც რომ უაღრესად არასახარბიელო მომენტში დააბეზღეს და ჯენიმ ეს მშვენივრად იცოდა.
It was a most unfortunate moment for denouncing Amy, and Jenny knew it.
191387.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მისტერ დევისს, იმ დილით, აშკარად მეტისმეტად მაგარი ყავა ჰქონდა დალეული.
Mr. Davis had evidently taken his coffee too strong that morning.
191388.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
სიტყვა ლაიმის გაგონებაზე მთლად ცეცხლი შეენთო, ყვითელი სახე აუპილპილდა და ისე ღონივრად დასცხო მუშტი მაგიდას, რომ ჯენი კისრისტეხით გაექანა თავის ადგილზე.
The word "limes" was like fire to powder, his yellow face flushed, and he rapped on his desk with an energy which made Jenny skip to her seat with unusual rapidity.
191389.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ქალიშვილებო, ყურადღებას ვითხოვ!
Young ladies, attention, if you please!
191390.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ამ სასტიკი ბრძანების შემდეგ კლასში ზუზუნი შეწყდა და ორმოცდაათი წყვილი ცისფერი, შავი, ნაცრისფერი და თაფლისფერი თვალი მორჩილად შეჩერდა მის მძვინვარე სახეზე.
At the stern order the buzz ceased, and fifty pairs of blue, black, gray, and brown eyes were obediently fixed upon his awful countenance.
191391.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემი თითქოსდა მშვიდად წამოდგა, თუმცა იდუმალმა შიშმა მოიცვა, რადგან ლაიმი მძიმე ტვირთად აწვა სინდისზე.
Amy rose to comply with outward composure, but a secret fear oppressed her, for the limes weighed upon her conscience.
191392.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– მერხში რომ ლაიმები გიდევთ, ისინიც წამოიღეთ, – ამ მოულოდნელმა ბრძანებამ მანამ შეაყოვნა, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამდა.
"Bring with you the limes you have in your desk" was the unexpected command which arrested her before she got out of her seat.
191393.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– მთლიანად ნუ წაიღებ, – წასჩურჩულა მეზობელმა, შესაშური სიმშვიდით გამორჩეულმა ყმაწვილმა ლედიმ.
"Don’t take all," whispered her neighbor, a young lady of great presence of mind.
191394.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემიმ ფაცაფუცით გამობერტყა პაკეტიდან ხუთიოდე ლაიმი, დანარჩენი კი მისტერ დევისს დაუდო წინ იმ იმედით, რომ ვისაც კი მკერდში ადამიანის გული უცემდა, იმწამსვე მოლბებოდა, რა წამს მის ცხვირს ეს დიდებული სურნელი მისწვდებოდა.
Amy hastily shook out half a dozen and laid the rest down before Mr. Davis, feeling that any man possessing a human heart would relent when that delicious perfume met his nose.
191395.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
საუბედუროდ, მისტერ დევისი სრულიად ვერ იტანდა ამ მოდური მწნილის სუნს და მის მრისხანებას ზიზღიც დაერთო.
Unfortunately, Mr. Davis particularly detested the odor of the fashionable pickle, and disgust added to his wrath.
191396.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– სულ ეს არის? – მთლად არა, – ენა დაება ემის.
"Is that all?" "Not quite," stammered Amy.
191397.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ახლავე დანარჩენიც მოიტანეთ.
"Bring the rest immediately".
191398.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემიმ სასოწარკვეთილი მზერა მოავლო თავის „წრეს“ და დაემორჩილა.
With a despairing glance at her set, she obeyed.
191399.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ზუსტად იცით, რომ იქ აღარაფერი დარჩენილა?
You are sure there are no more?
191400.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– კარგი, ვხედავ. ახლა კი აიღეთ ეს საზიზღრობა, თითო ხელში ორ-ორი დაიჭირეთ და ფანჯარაში გადაყარეთ.
So I see. Now take these disgusting things two by two, and throw them out of the window.