მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191401.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ქუჩიდან ყოველ ჯერზე ჟრიამული მოისმოდა და გოგონებს მთლად ბოლოს უღებდა, რადგან ხვდებოდნენ, მათ ნუგბარს აღტაცებაში მოჰყავდა მათი მოსისხლე მტრები – პატარა ირლანდიელი ბავშვები.
A shout from the street completed the anguish of the girls, for it told them that their feast was being exulted over by the little Irish children, who were their sworn foes.
191402.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ყველანი აღშფოთებით ან მუდარით სავსე თვალებით შესცქეროდნენ ულმობელ მისტერ დევისს, ხოლო ლაიმის ერთ მოტრფიალეს ცრემლიც კი წასკდა.
This—this was too much; all flashed indignant or appealing glances at the inexorable Davis, and one passionate limelover burst into tears.
191403.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ქალიშვილებო, გეხსომებათ, რაც ერთი კვირის წინ ვთქვი.
Young ladies, you remember what I said to you a week ago.
191404.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ვერავის დავრთავ ჩემი დადგენილი წესების დარღვევის ნებას, და ჩემს სიტყვასაც მუდამ ვასრულებ.
I am sorry this has happened, but I never allow my rules to be infringed, and I never break my word.
191405.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მის მარჩ, ხელი გამომიწოდეთ.
Miss March, hold out your hand.
191406.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ემი შეკრთა, ორივე ხელი ზურგს უკან წაიღო და მუდარით ააცქერდა მას, რაც იმაზე მეტს გამოხატავდა, ვიდრე სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ძალა არ ჰქონდა.
Amy started, and put both hands behind her, turning on him an imploring look which pleaded for her better than the words she could not utter.
191407.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ამ სტვენამ, თუმც კი უაღრესად სუსტმა, კიდევ უფრო გააღიზიანა ფიცხი ჯენტლმენი და დამნაშავის ბედიც გადაწყვიტა.
That hiss, faint as it was, irritated the irascible gentleman, and sealed the culprit’s fate.
191408.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– აბა, ხელი, მის მარჩ! – ეს იყო ერთადერთი პასუხი მის უსიტყვო მუდარაზე და ემიმ, რომელიც ისეთი ამაყი გახლდათ, რომ არც ტირილს იკადრებდა და არც ხვეწნას, კბილი კბილს დააჭირა, თავი გამომწვევად გადააგდო უკან და შეუდრეკლად აიტანა რამდენიმე მწვავე დარტყმა პატარა ხელისგულზე.
"Your hand, Miss March!" was the only answer her mute appeal received; and, too proud to cry or beseech, Amy set her teeth, threw back her head defiantly, and bore without flinching several tingling blows on her little palm.
191409.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ცხოვრებაში პირველად იწვნია დარტყმა და მის თვალში ეს იმაზე არანაკლები სირცხვილი იყო, ვიდრე ის იქნებოდა, იმ დარტყმით ყირაზე რომ გადასულიყო.
For the first time in her life she had been struck, and the disgrace, in her eyes, was as deep as if he had knocked her down.
191410.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
საშინელება იყო.
That was dreadful.
191411.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ისიც ეყოფოდა, თავის ადგილას რომ დამჯდარიყო და მეგობრების სახეებზე სიბრალული დაენახა, მცირერიცხოვანი მტრებისაზე კი – კმაყოფილება.
It would have been bad enough to go to her seat, and see the pitying faces of her friends, or the satisfied ones of her few enemies.
191412.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
უსამართლობის მწვავე შეგრძნებამ და ჯენი სნოუზე ფიქრმა აატანინა ეს და სამარცხვინო ადგილას დამდგარმა, ღუმლის საკვამურს გაუშტერა თვალი იმის ზემოთ, რაც ახლა სახეების ზღვად ეჩვენებოდა.
A bitter sense of wrong and the thought of Jenny Snow helped her to bear it, and, taking the ignominious place, she fixed her eyes on the stove funnel above what now seemed a sea of faces
191413.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ამაყი და მგრძნობიარე გოგონა მომდევნო თხუთმეტი წუთის განმავლობაში იტანჯებოდა სირცხვილითა და ტკივილით, რაც აღარასოდეს დავიწყებია.
During the fifteen minutes that followed, the proud and sensitive little girl suffered a shame and pain which she never forgot.
191414.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
სხვებს იქნებ სასაცილო ან უმნიშვნელო სჩვენებოდათ ეს ამბავი, მისთვის კი მძიმე განსაცდელი გახლდათ: თავისი ცხოვრების თორმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ სიყვარულით ზრდიდნენ და ერთხელაც არ მოხვედრია ვინმეს ხელი.
To others it might seem a ludicrous or trivial affair, but to her it was a hard experience, for during the twelve years of her life she had been governed by love alone, and a blow of that sort had never touched her before.
191415.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
თხუთმეტი წუთი ერთ საათად ეჩვენა და სიტყვა „შესვენება“ არასოდეს სჩვენებია ესოდენ სანუკვარი.
The fifteen minutes seemed an hour, and the word "Recess!" had never seemed so welcome to her before.
191416.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– შეგიძლიათ წახვიდეთ, მის მარჩ, – უთხრა, ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მისტერ დევისმა.
"You can go, Miss March," said Mr. Davis, looking, as he felt, uncomfortable.
191417.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
შინ გასაცოდავებული მივიდა და ცოტა ხანში, როცა უფროსი გოგონებიც მოვიდნენ, ბობოქარი ოჯახური კრება გაიმართა.
She was in a sad state when she got home, and when the older girls arrived, some time later, an indignation meeting was held at once.
191418.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მისის მარჩს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ შეწუხებული ჩანდა და ალერსიანად ამშვიდებდა თავის შეურაცხყოფილ ქალიშვილს.
Mrs. March did not say much but looked disturbed, and comforted her afflicted little daughter in her tenderest manner.
191419.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
მეგმა გლიცერინითა და ცრემლებით მობანა ნატკენი ხელი.
Meg bathed the insulted hand with glycerine and tears.
191420.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ბეთი მიხვდა, რომ ასეთ სიმწარეს მისი საყვარელი კნუტებიც კი ვერ დაედებოდნენ მალამოდ.
Beth felt that even her beloved kittens would fail as a balm for griefs like this.