მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191421.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ჯომ მრისხანედ მოითხოვა მისტერ დევისის დაუყოვნებლად დაპატიმრება, ჰანა კი „ავაზაკს“ მუშტის ქნევით უთვლიდა წყევლა-კრულვას და ისე სრესდა სადილისთვის კარტოფილს, თითქოს ხელთ იგი მოუგდიაო.
Jo wrathfully proposed that Mr. Davis be arrested without delay, and Hannah shook her fist at the "villain" and pounded potatoes for dinner as if she had him under her pestle.
191422.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ჰო, შეგიძლია სკოლაში ერთხანს არ იარო, მაგრამ მინდა, რომ ყოველდღე ცოტ-ცოტა იმეცადინო ბეთთან ერთად, – თქვა იმ საღამოს მისის მარჩმა.
"Yes, you can have a vacation from school, but I want you to study a little every day with Beth," said Mrs. March that evening.
191423.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– მე ფიზიკური დასჯის წინააღმდეგი ვარ, მეტადრე გოგონების.
I don’t approve of corporal punishment, especially for girls.
191424.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ლამის არის გავგიჟდე, ის მშვენიერი ლაიმები რომ მახსენდება, – მოწამესავით ამოიგმინა ემიმ.
"It’s perfectly maddening to think of those lovely limes," sighed Amy, with the air of a martyr.
191425.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– მე კი სულაც არ მწყენია, რომ ჩამოგართვეს, იმიტომ რომ წესი დაარღვიე და ურჩობისთვის სასჯელი გეკუთვნოდა, – გაისმა მკაცრი პასუხი და იმედი გაუცრუა გოგოს, რომელიც თანაგრძნობის გარდა არაფერს მოელოდა.
"I am not sorry you lost them, for you broke the rules, and deserved some punishment for disobedience" was the severe reply, which rather disappointed the young lady, who expected nothing but sympathy.
191426.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ანუ გაგიხარდა, მთელი სკოლის წინაშე რომ შემარცხვინეს? – შეჰკივლა ემიმ.
"Do you mean you are glad I was disgraced before the whole school?" cried Amy.
191427.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– შეცდომის გამოსასწორებლად მე მაგ ხერხს არ ავირჩევდი, – მიუგო დედამ, – თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ ის მეტ სიკეთეს მოგიტანდა, ვიდრე შედარებით მკაცრი სასჯელი.
"I should not have chosen that way of mending a fault," replied her mother, “but I’m not sure that it won’t do you more good than a milder method.
191428.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ამ ბოლო დროს მეტისმეტად გაყოყოჩდი, ჩემო კარგო, და დროა იფიქრო, როგორ გამოსწორდე.
You are getting to be rather conceited, my dear, and it is quite time you set about correcting it.
191429.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
ნიჭი და კარგი თვისებები არ გაკლია, მაგრამ ყველაფერი საქვეყნოდ არ უნდა გამოფინო, რადგან ქედმაღლობა გენიოსსაც კი წაახდენს.
You have a good many little gifts and virtues, but there is no need of parading them, for conceit spoils the finest genius.
191430.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– სწორედაც! – შესძახა ლორიმ, რომელიც კუთხეში ჯოს ჭადრაკს ეთამაშებოდა, – აი, მე ერთ გოგოს ვიცნობდი, მუსიკის დიდი ნიჭი ჰქონდა და არ იცოდა, ვერ ხვდებოდა, რა მშვენიერ რაღაცებს თხზავდა, როცა მარტო დარჩენილი უკრავდა ხოლმე და ვინმეს რომ ეთქვა, არც კი დაიჯერებდა.
"So it is!" cried Laurie, who was playing chess in a corner with Jo, "I knew a girl once, who had a really remarkable talent for music, and she didn’t know it, never guessed what sweet little things she composed when she was alone, and wouldn’t have believed it if anyone had told her".
191431.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ნეტავი ვიცნობდე მაგ მშვენიერ გოგოს! იქნებ ცოტა მომხმარებოდა, თორემ ძალიან შტერი ვარ, – თქვა მის გვერდით მდგარმა ბეთმა, რომელიც დიდი ინტერესით უსმენდა.
"I wish I’d known that nice girl; maybe she would have helped me, I’m so stupid," said Beth, who stood beside him, listening eagerly.
191432.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– იცნობ, იცნობ და იმაზე მეტად გეხმარება, ვიდრე სხვა დაგეხმარებოდა, – მიუგო ლორიმ და ისე მრავალმნიშვნელოვნად, ისე ანცად შეანათა მხიარული, შავი თვალები, რომ ბეთი აილეწა და ამ მოულოდნელი აღმოჩენით შეძრულმა, სახე დივნის ყურთბალიშში ჩარგო.
"You do know her, and she helps you better than anyone else could," answered Laurie, looking at her with such mischievous meaning in his merry black eyes that Beth suddenly turned very red, and hid her face in the sofa cushion, quite overcome by such an unexpected discovery.
191433.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ჰო, ჩინებული განათლება აქვს მიღებული და არც ნიჭი აკლია. სანაქებო კაცი დადგება, თუ ფერებით არ წაახდინეს, – მიუგო დედამ.
"Yes, he has had an excellent education, and has much talent; he will make a fine man, if not spoiled by petting," replied her mother.
191434.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– თან არც ყოყოჩია, არა? – ჩაეკითხა ემი.
"And he isn’t conceited, is he?" asked Amy.
191435.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– ოდნავაც არა. მაგიტომ არის ასეთი კარგი და მაგიტომ გვიყვარს ასე ძალიან.
Not in the least. That is why he is so charming and we all like him so much.
191436.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– მივხვდი. კარგია, როცა ნიჭიერი და მოხდენილი ხარ, ოღონდ არ ყოყოჩობ და ცხვირაწეული არ დადიხარ, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა ემიმ.
"I see. It’s nice to have accomplishments and be elegant, but not to show off or get perked up," said Amy thoughtfully.
191437.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 7
– აი, როგორც ყველა შლაპით, კაბითა და ლენტით ერთად არ უნდა დაიხუნძლო, რომ ხალხს დაანახვო, მაქვსო, – დაამატა ჯომ და რჩევა-დარიგება სიცილ-კისკისით დასრულდა.
"Any more than it’s proper to wear all your bonnets and gowns and ribbons at once, that folks may know you’ve got them," added Jo; and the lecture ended in a laugh.
191438.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯო აპოლიონს ხვდება.
Jo Meets Apollyon.
191439.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
-გოგოებო, საით გაგიწევიათ? – იკითხა ემიმ.
"Girls, where are you going?" asked Amy.
191440.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
პატარა გოგოები შეკითხვებს არ უნდა სვამდნენ, – მიახალა ჯომ.
"Little girls shouldn’t ask questions," returned Jo sharply.