მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191441.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ვერა, ჩემო კარგო, იმიტომ რომ დაპატიჟებული არ ხარ, – დაიწყო მეგმა, მაგრამ ჯომ მოუთმენლად შეაწყვეტინა: – მეგ, გაჩუმდი, თორემ ყველაფერს გააფუჭებ.
"I can‘t, dear, because you aren’t invited," began Meg, but Jo broke in impatiently, "Now, Meg, be quiet or you will spoil it all".
191442.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
შენ ვერ წაგიყვანთ, ემი, ჰოდა, ბავშვივით ნუ მოჰყვები წუწუნს.
You can’t go, Amy, so don’t be a baby, and whine about it.
191443.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
გუშინ საღამოს დივანზე დიდი ჩურჩულ-სიცილი გქონდათ ატეხილი და ჩემს შემოსვლაზე ხმა გაკმინდეთ.
"You were whispering and laughing together on the sofa last night, and you stopped when I came in".
191444.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მომავალ კვირაში წახვალთ – შენ, ბეთი და ჰანა – და კარგ დროსაც გაატარებთ.
Next week you can go with Beth and Hannah, and have a nice time.
191445.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
სანამ გაცივებული ვიყავი, იმდენ ხანს ვიჯექი გამოკეტილი, რომ ერთი სული მაქვს, გავერთო.
I’ve been sick with this cold so long, and shut up, I’m dying for some fun.
191446.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
გეხვეწები, მეგ! კარგად მოვიქცევი, – ევედრებოდა ემი და ცდილობდა, რაც შეიძლება შესაბრალისი იერი ჰქონოდა.
"Do, Meg! I’ll be ever so good," pleaded Amy, looking as pathetic as she could.
191447.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
დედა, ალბათ, უარზე არ იქნება, თუ კარგად ჩავფუთნით, – დაიწყო მეგმა.
I don’t believe Mother would mind, if we bundle her up well,” began Meg.
191448.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მე მგონი, თვითონაც არ ესიამოვნება იქ ჩაჩხერა, სადაც მისი ნახვა არ უნდათ, – მკაცრად თქვა ჯომ, რადგან გასართობად წასვლას აპირებდა და სულაც არ უნდოდა, მოუსვენარი ბავშვი გახდომოდა მისახედი.
"I should think she’d hate to poke herself where she isn’t wanted," said Jo crossly, for she disliked the trouble of overseeing a fidgety child when she wanted to enjoy herself.
191449.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მისმა ტონმა და ქცევამ გააბრაზა ემი, რომელმაც ამასობაში ჩექმების ჩაცმა დაიწყო.
Her tone and manner angered Amy, who began to put her boots on.
191450.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ჩვენთან ერთად ვერ დაჯდები, იმიტომ რომ ჩვენთვის წინასწარ შეკვეთილია ადგილები, მარტოც ვერ დაგსვამთ, ამიტომ ლორი იძულებული იქნება, თავისი ადგილი დაგითმოს და მთელ სიამოვნებას წაგვიხდენ; ან უნდა ადგეს და კიდევ ერთი ადგილი იშოვოს შენთვის, ეგ კი სწორი არ იქნება, როცა არ დაუპატიჟიხარ.
You can’t sit with us, for our seats are reserved, and you mustn’t sit alone; so Laurie will give you his place, and that will spoil our pleasure; or he’ll get another seat for you, and that isn’t proper when you weren’t asked.
191451.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ფეხსაც არ გამოადგამ! იქ დარჩი, სადაც ბრძანდები!
"You shan’t stir a step, so you may just stay where you are".
191452.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
იატაკზე მჯდარმა ემიმ, ცალ ფეხზე ამოცმული ჩექმით, ტირილი მორთო, მეგი აწყნარებდა, ამ დროს ქვემოდან ლორიმ დაიძახა, ორივე გოგო სასწრაფოდ დაეშვა დაბლა და მარტო დატოვა აღრიალებული და, რომელსაც შიგადაშიგ ავიწყდებოდა დიდური თავდაჭერა და განებივრებული ბავშვივით იქცეოდა.
Sitting on the floor with one boot on, Amy began to cry and Meg to reason with her, when Laurie called from below, and the two girls hurried down, leaving their sister wailing; for now and then she forgot her grown-up ways and acted like a spoiled child.
191453.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
თეატრში მიმავლები სახლიდან რომ გადიოდნენ, ემი მოაჯირს გადაეყუდა და მუქარით მიაძახა: – იცოდე, ინანებ, ჯო მარჩ! ნახავ, თუ არ ინანო!
Just as the party was setting out, Amy called over the banisters in a threatening tone, "You’ll be sorry for this, Jo March, see if you ain’t".
191454.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მშვენივრად გაატარეს დრო, რადგან „ალმასის ტბის შვიდი ციხე-დარბაზი“ ისეთი ბრწყინვალე და საოცარი წარმოდგენა იყო, სულსა და გულს რომ ეამებოდა.
They had a charming time, for The Seven Castles of the Diamond Lake was as brilliant and wonderful as heart could wish.
191455.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
თუმცა, სასაცილო წითელი ეშმაკუნების, მოციალე ელფებისა და დიდებული პრინცპრინცესების მიუხედავად, ჯოს სიხარულს ცოტაოდენი სიმწარეც ერია.
But, in spite of the comical red imps, sparkling elves, and gorgeous princes and princesses, Jo’s pleasure had a drop of bitterness in it.
191456.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ფერიათა დედოფლის ოქროსფერი კულულები ემის აგონებდა, ანტრაქტების დრო კი იმაზე ფიქრით გაჰყავდა, ნეტავი რას შვრება ჩემი და იმისთვის, რომ „მანანოსო“.
The fairy queen’s yellow curls reminded her of Amy, and between the acts she amused herself with wondering what her sister would do to make her "sorry for it".
191457.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ემი გულს უწყალებდა ჯოს, ჯო კი ემის აღიზიანებდა. დროდადრო ფეთქდებოდნენ, რისაც მერე ორივეს რცხვენოდა.
Amy teased Jo, and Jo irritated Amy, and semioccasional explosions occurred, of which both were much ashamed afterward.
191458.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯო უფროსი იყო, მაგრამ დანარჩენებზე მეტად უჭირდა თავის შეკავება და ძლივძლივობით იოკებდა ფიცხ ხასიათს, რომელიც ხშირად აგდებდა გასაჭირში, ბრაზი დიდხანს არ მისდევდა, მუდამ თვინიერად აღიარებდა დანაშაულს, ალალად ინანიებდა და გამოსწორებას ცდილობდა.
Although the oldest, Jo had the least self-control, and had hard times trying to curb the fiery spirit which was continually getting her into trouble, her anger never lasted long, and having humbly confessed her fault, she sincerely repented and tried to do better.
191459.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
დები იტყოდნენ ხოლმე, კარგიც კია, ჯო რომ გაცეცხლდება ხოლმე, იმიტომ რომ მერე ნამდვილი ანგელოზი ხდებაო.
Her sisters used to say that they rather liked to get Jo into a fury because she was such an angel afterward.
191460.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
საბრალო ჯო თავგამოდებით ცდილობდა, კარგად მოქცეულიყო, მაგრამ მისი „შინაგანი მტერი“ მუდამ მზად იყო, აეპილპილებინა და დაემარცხებინა იგი.
Poor Jo tried desperately to be good, but her bosom enemy was always ready to flame up and defeat her.