მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191461.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ეგებ ცნობისმოყვარეობას დაეძლია მისი გულისწყრომა, ბეთიც იქ რომ არ ყოფილიყო, რომელმაც წვრილად გამოიკითხა ყველაფერი და რომელსაც აღტაცებით აუწერეს მთელი სპექტაკლი.
Perhaps curiosity might have conquered resentment, if Beth had not been there to inquire and receive a glowing description of the play.
191462.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
საუკეთესო შლაპის დასაბინავებლად ზემოთ ასულ ჯოს პირველ რიგში ბიუროსკენ გაექცა თვალი, რადგან წინა ჩხუბის შემდეგ ემიმ იმით მოიოხა გული, რომ ჯოს უჯრა იატაკზე ამოაპირქვავა.
On going up to put away her best hat, Jo’s first look was toward the bureau, for in their last quarrel Amy had soothed her feelings by turning Jo’s top drawer upside down on the floor.
191463.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ახლა ყველაფერი ადგილზე იყო და მას მერე, რაც სწრაფად დაათვალიერა თავისი კარადები, ტომსიკები და კოლოფები, ჯომ გადაწყვიტა, ემიმ მაპატია და წყენა დაივიწყაო.
Everything was in its place, however, and after a hasty glance into her various closets, bags, and boxes, Jo decided that Amy had forgiven and forgotten her wrongs.
191464.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მაგრამ ჯო ცდებოდა და მეორე დღეს ისეთი რამ აღმოაჩინა, რამაც სულში ქარიშხალი აუბობოქრა.
There Jo was mistaken, for next day she made a discovery which produced a tempest.
191465.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
საღამოს, როცა მეგი, ბეთი და ემი ერთად ისხდნენ, ოთახში აღელვებული ჯო შევარდა და სულშეხუთულმა იკითხა: – ჩემი წიგნი ვინმეს ხომ არ აგიღიათ?
Meg, Beth, and Amy were sitting together, late in the afternoon, when Jo burst into the room, looking excited and demanding breathlessly, "Has anyone taken my book?"
191466.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მეგმა და ბეთმა მაშინვე გაკვირვებით უთხრეს, არაო, ემიმ კი ცეცხლსაჩხრეკი მოაფათურა და კრინტი არ დაუძრავს.
Meg and Beth said, "No," at once, and looked surprised, Amy poked the fire and said nothing.
191467.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ემი, შენ გაქვს, ხომ?! – არა, არა მაქვს.
"Amy, you’ve got it!" "No, I haven’t".
191468.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– მაშ, იცი, სადაც არის! – არ ვიცი.
"You know where it is, then!" "No, I don’t".
191469.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ტყუილია! – იყვირა ჯომ, მხრებში ჩააფრინდა და ისე მძვინვარედ დაუბრიალა თვალები, რომ ემიზე ბევრად გამბედავ ბავშვსაც დააფრთხობდა.
"That’s a fib!" cried Jo, taking her by the shoulders, and looking fierce enough to frighten a much braver child than Amy.
191470.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
არც მე მაქვს, არც ის ვიცი, ახლა სად არის და არც მენაღვლება.
I haven’t got it, don’t know where it is now, and don’t care.
191471.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– რაღაც მაინც იცი და ამწუთშივე თქვი, თორემ მაინც გათქმევინებ, – და ჯომ მსუბუქად შეანჯღრია.
"You know something about it, and you’d better tell at once, or I’ll make you." And Jo gave her a slight shake.
191472.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– რამდენიც გინდა, იმდენი ილანძღე, იმ შენს სულელურ წიგნს თვალით ვეღარ ნახავ! – აპილპილდა ემი.
"Scold as much as you like, you’ll never see your silly book again," cried Amy, getting excited in her turn.
191473.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– რაო?! ჩემი პატარა წიგნი, ჩემი საყვარელი წიგნი, ზედ რომ გადავყევი და მინდოდა, მამას ჩამოსვლამდე დამემთავრებინა?!
What! My little book I was so fond of, and worked over, and meant to finish before Father got home?
191474.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მართლა დამიწვი? – ფერმა გადაუარა ჯოს, თვალებიდან ლამის ცეცხლები გადმოყარა და ნერვიულად ჩააფრინდა ემის.
Have you really burned it? said Jo, turning very pale, while her eyes kindled and her hands clutched Amy nervously.
191475.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ხომ გითხარი, გუშინდელს ინანებ-მეთქი, ჰოდა, მეც... მაგრამ ვეღარ გააგრძელა, რადგან ჯო თავს ვეღარ მოერია და იქამდე ანჯღრია ემი, სანამ გოგოს კბილები არ აუკაპუნდა, გულმოკლულმა და გაცეცხლებულმა კი იყვირა: – შე ავო და ბოროტო გოგო!
"I told you I’d make you pay for being so cross yesterday, and I have, so—" Amy got no farther, for Jo’s hot temper mastered her, and she shook Amy till her teeth chattered in her head, crying, in a passion of grief and anger— "You wicked, wicked girl!"
191476.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ხელახლა ხომ ვეღარ დავწერ და არც გაპატიებ, სანამ ცოცხალი ვარ!
I never can write it again, and I’ll never forgive you as long as I live.
191477.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ამასობაში ქვემოთ ქარიშხალმა გადაიარა, რადგან მისის მარჩი მოვიდა შინ და, როცა გაიგო, რაც მომხდარიყო, აუხსნა ემის, რა ცუდი საქმეც დამართა დას და მალევე ჩააგდო გონებაში.
The storm cleared up below, for Mrs. March came home, and, having heard the story, soon brought Amy to a sense of the wrong she had done her sister.
191478.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ეს წიგნი ჯოს საამაყოდ ჰქონდა, ოჯახს კი იმედის მომცემ ლიტერატურულ ჩანასახად მიაჩნდა.
Jo’s book was the pride of her heart, and was regarded by her family as a literary sprout of great promise.
191479.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ექვსად ექვსი პატარა ზღაპარი იყო, მაგრამ ჯომ დიდი მოთმინებით იმუშავა და სული და გული ჩაატანა იმ იმედით, ეგებ ისეთი გამოვიდეს, გამოქვეყნებად ღირდესო.
It was only half a dozen little fairy tales, but Jo had worked over them patiently, putting her whole heart into her work, hoping to make something good enough to print.
191480.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ცოტა ხნის წინ საგულდაგულოდ გადაწერა, ძველი ხელნაწერი კი გაანადგურა, ასე რომ ემიმ რამდენიმე წლის გულმოდგინე შრომის ნაყოფი დაუწვა.
She had just copied them with great care, and had destroyed the old manuscript, so that Amy’s bonfire had consumed the loving work of several years.