მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191481.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მისის მარჩი სევდიანი და შეწუხებული ჩანდა, ემი კი მიხვდა, რომ აღარავის ეყვარებოდა, სანამ პატიებას არ სთხოვდა იმ საქციელისთვის, რასაც ახლა სხვებზე მეტად თვითონ ნანობდა.
Mrs. March looked grave and grieved, and Amy felt that no one would love her till she had asked pardon for the act which she now regretted more than any of them.
191482.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჩაის ზარის დარეკვის შემდეგ ჯო ისეთი პირქუში და მიუკარებელი სახით ჩამოვიდა, რომ ემიმ ძლივძლივობით მოიკრიბა ძალ-ღონე და თვინიერად უთხრა: – გეხვეწები, მაპატიე, ჯო.
When the tea bell rang, Jo appeared, looking so grim and unapproachable that it took all Amy’s courage to say meekly— "Please forgive me, Jo".
191483.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ჩემს დღეში არ გაპატიებ, – სასტიკი პასუხი გასცა ჯომ და იმ წამის შემდეგ საერთოდ აღარ იმჩნევდა ემის.
"I never shall forgive you" was Jo’s stern answer, and from that moment she ignored Amy entirely.
191484.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მომხდარზე არავის გაუღია ხმა, მისის მარჩსაც კი, რადგან გამოცდილებით იცოდნენ: როცა ჯო ასეთ გუნებაზე იყო, სიტყვებს აზრი არ ჰქონდა და ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა მოეცადათ, სანამ რაიმე შემთხვევა ან თავისივე დიდსულოვანი ბუნება არ მოულბობდა ჯოს გულს.
No one spoke of the great trouble—not even Mrs. March—for all had learned by experience that when Jo was in that mood words were wasted, and the wisest course was to wait till some little accident, or her own generous nature, softened Jo’s resentment and healed the breach.
191485.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ყველაზე მწვავედ მაშინ იგრძნეს ეს, როცა სიმღერის დრო დადგა, ბეთი მხოლოდ დაკვრას ახერხებდა, გაქვავებული ჯო დუმდა, ემის კი ტირილი აუვარდა, ასე რომ მეგმა და დედამღა იმღერეს.
They felt this most when singing time came, for Beth could only play, Jo stood dumb as a stone, and Amy broke down, so Meg and Mother sang alone.
191486.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯოს მოუნდა, დედას გულში ჩაჰკვროდა და მანამ ეტირა, სანამ დარდი და ბრაზი არ გაუვლიდა, მაგრამ ცრემლები ხომ ქალური სისუსტეა; თანაც, გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილს, ჯერ არ შეეძლო პატიება.
Jo wanted to lay her head down on that motherly bosom, and cry her grief and anger all away; but tears were an unmanly weakness, and she felt so deeply injured that she really couldn’t quite forgive yet.
191487.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ამიტომაც ღონივრად დაახამხამა თვალები, გადააქნია თავი და, რაკი ემიც გაიგონებდა, მკვახედ თქვა: – საზიზღრად მოიქცა, რა პატიების ღირსია!
So she winked hard, shook her head, and said gruffly because Amy was listening, "It was an abominable thing, and she doesn’t deserve to be forgiven".
191488.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
დილით მწარედ ციოდა, გზაში თავისი ძვირფასი ღვეზელი თხრილში ჩაუვარდა, პაპიდა მარჩს მოუსვენრობის შემოტევა ჰქონდა, საღამოს კი, შინ დაბრუნებულს, მეგი ჩაფიქრებული დახვდა, ბეთი – დაღონებული, ხოლო ემი შენიშვნებს გამოთქვამდა იმ ხალხზე, ვინც მუდამ გაიძახის, კარგი უნდა იყოო, არადა ნაბიჯსაც არ გადადგამს სიკარგისკენ, როცა სხვა მისაბაძ მაგალითს უჩვენებს.
It was bitter cold in the morning; she dropped her precious turnover in the gutter, Aunt March had an attack of fidgets, Meg was pensive, Beth would look grieved and wistful when she got home, and Amy kept making remarks about people who were always talking about being good and yet wouldn’t try when other people set them a virtuous example.
191489.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ციგურების წკრიალის გაგონებაზე ემიმ ფანჯარაში გაიხედა და გაღიზიანებულმა წამოიძახა:
Amy heard the clash of skates, and looked out with an impatient exclamation.
191490.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– დაეწიე, ოღონდ ნურაფერს ეტყვი, სანამ ლორი გუნებაზე არ მოიყვანს, მერე კი დრო იხელთე და აკოცე ან როგორღაც ალერსიანად მოექეცი და, დარწმუნებული ვარ, ისევ შენი გულითადი მეგობარი გახდება.
Go after them; don’t say anything till Jo has got good-natured with Laurie, then take a quiet minute and just kiss her, or do some kind thing, and I’m sure she’ll be friends again with all her heart.
191491.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ვცდი, – ემის ჭკუაში დაუჯდა ეს რჩევა, ფაცაფუცით გაემზადა და მეგობრებს დაედევნა, რომლებიც ის-ის იყო, მიეფარნენ გორაკს.
"I’ll try," said Amy, for the advice suited her, and after a flurry to get ready, she ran after the friends, who were just disappearing over the hill.
191492.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მდინარემდე შორი არ იყო და სანამ ემი დაეწეოდა, უკვე ორივემ მოასწრო ციგურების მორგება.
It was not far to the river, but both were ready before Amy reached them.
191493.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯომ შენიშნა, რომ მოდიოდა და ზურგი შეაქცია.
Jo saw her coming, and turned her back.
191494.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ლორის არ დაუნახავს, ფრთხილად მისრიალებდა ნაპირის გასწვრივ და ყურს უგდებდა ყინულს, რადგან აცივებას დათბობა უსწრებდა წინ.
Laurie did not see, for he was carefully skating along the shore, sounding the ice, for a warm spell had preceded the cold snap.
191495.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– პირველ მოსახვევამდე მივალ და დავაკვირდები; თუ მშვიდობაა, მერე გავეჯიბროთ ერთმანეთს, – მოესმა ემის და იგი გასრიალდა, ბეწვით მოქობილ პალტოსა და ქუდში გამოწყობილი, რუს ყმაწვილს წააგავდა.
"I’ll go on to the first bend, and see if it’s all right before we begin to race," Amy heard him say, as he shot away, looking like a young Russian in his fur trimmed coat and cap.
191496.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯოს მოესმა, როგორ ქოშინებდა ნარბენი ემი, როგორ აბაკუნებდა ფეხებს და როგორ იორთქლავდა გაყინულ თითებს, რომ დროულად მოერგო ციგურები, მაგრამ არ მიტრიალებულა და ნელა, ზიგზაგებით დაუყვა მდინარეს, თან მწარე, ბრაზნარევ კმაყოფილებას გრძნობდა იმით, რომ დას რაღაც უჭირდა.
Jo heard Amy panting after her run, stamping her feet and blowing her fingers as she tried to put her skates on, but Jo never turned and went slowly zigzagging down the river, taking a bitter, unhappy sort of satisfaction in her sister’s troubles.
191497.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
იქამდე ელოლიავა იმ თავის ბრაზს, სანამ ბრაზმა არ იმატა და მთლიანად არ დაეუფლა, როგორც ავმა ფიქრებმა და გრძნობებმა იცის, თუკი თავიდანვე არ მოიშორე.
She had cherished her anger till it grew strong and took possession of her, as evil thoughts and feelings always do unless cast out at once.
191498.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მოსახვევში შესულმა ლორიმ დაიძახა: – ნაპირს არ მოშორდე, შუაში საშიშია, – ჯომ გაიგონა, ემიმ კი, რომელიც ის-ის იყო გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, სიტყვები ვერ გაარჩია.
As Laurie turned the bend, he shouted back— "Keep near the shore; it isn’t safe in the middle", Jo heard, but Amy was just struggling to her feet and did not catch a word.
191499.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯომ გახედა, მაგრამ გულში ჩაბუდებულმა პატარა დემონმა ჩასჩურჩულა: – რა გენაღვლება, გაიგონა თუ არა? თვითონ მიხედოს თავს.
Jo glanced over her shoulder, and the little demon she was harboring said in her ear— "No matter whether she heard or not, let her take care of herself".
191500.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ლორი მოსახვევში გაქრა, ჯო უკვე მიადგა მოსახვევს, შორს დარჩენილი ემი კი სწრაფად გასრიალდა მდინარის შუაგულისკენ.
Laurie had vanished round the bend, Jo was just at the turn, and Amy, far behind, striking out toward the middle of the river.